Compare Revisions

Firefox – საიტის თარგმნა

Revision 265232:

Revision 265232 by Georgianizator on

Revision 290644:

Revision 290644 by Georgianizator on

Keywords:

თარგმნა, სრულად
თარგმნა, სრულად

Search results summary:

გვერდის სრულად თარგმნის ჩაშენებული შესაძლებლობა Firefox-ში ვებსაიტების შეუფერხებლად გასაცნობად სასურველ ენაზე. იხილეთ ვრცლად.
გვერდის სრულად თარგმნის ჩაშენებული შესაძლებლობა Firefox-ში ვებსაიტების შეუფერხებლად გასაცნობად სასურველ ენაზე. იხილეთ ვრცლად.

Content:

Firefox-ს დაემატა ჩაშენებული შესაძლებლობა გვერდის სრულად თარგმნისთვის და მისი მეშვეობით შეუფერხებლადაა შესაძლებელი გვერდების მონახულება სასურველ ენაზე. საიტზე გადასვლისას Firefox თავისთავად თარგმნის შიგთავსს პირდაპირ დროში. შესაძლებლობა თანდათან გახდება ხელმისაწვდომი ყველა მომხმარებლისთვის [[Find what version of Firefox you are using|Firefox-ის]] 118 ვერსიიდან. {note}'''გაითვალისწინეთ:''' განსხვავებით სხვა ბრაუზერებისა, რომლებიც ღრუბლოვან მომსახურებებზეა დამოკიდებული, Firefox თქვენს მონაცემებს დაცულად ტოვებს მოწყობილობაზევე. არ არსებობს საფრთხე ტექსტის დასამუშავებლად გადაგზავნისა გარეშე პირთათვის, ვინაიდან თარგმნა ხდება უშუალოდ მოწყობილობაზე.{/note} __TOC__ =როგორ გამოიყენება თარგმნის ხელსაწყოები= გვერდის გადასათარგმნად: #როდესაც ეწვევით ვებგვერდს მხარდაჭერილ ენაზე, თარგმნის არე თავისთავად გაიხსნება. თუ ასე არ მოხდა, დაწკაპეთ თარგმნის ნიშანს ხელსაწყოთა ზოლზე ან {menu გვერდის თარგმნას} (Translate page) მთავარი მენიუდან [[Image:Hamburguer menu 1|width=30]]. #;[[Image:Translation icon - toolbar]] #Firefox ამოიცნობს გვერდის ენას თავადვე. შესაცვლელად გამოიყენეთ ჩამოსაშლელი მენიუ. #;[[Image:Translate from option]] #შემდეგ აირჩიეთ სასურველი ენა გადასათარგმნად ქვედა ჩამოსაშლელი მენიუდან, რომელშიც წინასწარვე იქნება მითითებული პირველი ენა უპირატესობის შესაბამისად. შესაცვლელად გამოიყენეთ ჩამოსაშლელი მენიუ. #;[[Image:Translate to option]] #დაწკაპეთ {button თარგმნა} მთლიანი გვერდის გადასათარგმნად. #;[[Image:Translate content]] #გვერდის საწყის ენაზე დასაბრუნებლად, დაწკაპეთ ხელსაწყოთა ზოლზე ნიშანს [[Image:Translation toolbar icon 2|width=50]] და აირჩიეთ {button თავდაპირველის ჩვენება} (Show original). #;[[Image:Show original translation]] {note}'''მითითება:''' თარგმნის არესთან წვდომა აგრეთვე შეგიძლიათ დაწკაპებითა და {menu გვერდის თარგმნის} პარამეტრის არჩევით.{/note} =თარგმნის პარამეტრების მორგება= თარგმნის სურვილისამებრ მოსარგებად: #ხელსაწყოების ზოლზე დაწკაპეთ თარგმნის ნიშანს. #;[[Image:Translation icon - toolbar]] #დაწკაპეთ ხრახსნის ხატულას თარგმნის არეში. #;[[Image:Translation settings 1]] #აირჩიეთ სასურველი პარამეტრები. #;[[Image:Translation settings]] #მონიშვნის ნიშანი დაეხატება პარამეტრს დასადასტურებლად, რომ ამოქმედებულია. #;[[Image:Translation settings 2]] #ცვლილების დასაბრუნებლად მხოლოდ მოხსენით მონიშვნა და ნიშანიც გაქრება, რაც მიუთითებს, რომ გაუქმებულია. =ჩადგმული ენების გამართვა= ჩადგმული ენების გასამართად: #[[Template:optionspreferences]] #{menu მთავარ} (General) არეს ჩაუყევით და მონახეთ ''ენისა და იერსახის (Language and Appearance)'' პარამეტრები. #''თარგმანების (Translations)'' ქვემოთ სიიდან მონიშნეთ ენა, რომელიც გსურთ ხელმისაწვდომი იყოს ბრაუზერში თარგმნისთვის და დაწკაპეთ {button ჩადგმა} (Install). თარგმნის პირველი მცდელობისას ამა თუ იმ ენაზე ან ენიდან თავისით ჩაყენდება მოწყობილობაზე, ასე რომ, ზოგიერთი ენა შეიძლება უკვე ჩაყენებული დაგხვდეთ ამ პარამეტრებთან წდვომისას. #;[[Image:Install language]] #ენის ამოსაშლელად, მხოლოდ დაწკაპეთ {button მოცილება} (Remove). #;[[Image:Remove language]] =ᲮᲓᲙ= ==იმუშავებს Firefox-ის თარგმნის შესაძლებლობა ტექსტის გარდა სხვა შიგთავსზე, როგორიცაა სურათები ან ვიდეოები?== არა, თარგმნის შესაძლებლობა ამჟამად მხოლოდ ვებგვერდის ტექსტს ამუშავებს, არატექსტური მასალა, მათ შორის სურათები, ვიდეოები ან სხვა ურთიერთქმედი ნაწილები კი ვერ გადაითარგმნება. ==რა მოხდება, თუ საიტზე შიგთავსი შერეულადაა წარმოდგენილი რამდენიმე ენაზე? მაინც იმუშავებს თარგმნა?== ვინაიდან თარგმნის შესაძლებლობა ძირითადად მიმართულია მთავარ ენაზე, შეიძლება სათანადოდ ვერ დაამუშაოს შერეულ ენაზე შედგენილი მასალა. ==შესაძლებელია გვერდის თარგმნა ნაწილობრივ, მაგალითად მხოლოდ ცალკეული მონაკვეთისა ან პარაგრაფის?== ჯერჯერობით თარგმნის შესაძლებლობა განკუთვნილია მხოლოდ მთლიანი გვერდის თარგმნაზე. არაა მხარდაჭერილი ცალკუელი მონაკვეთის ან პარაგრაფის თარგმნა. ==მოახერხებს Firefox იმ გვერდების თარგმნას, რომლებიც პაროლითაა დაცული ან ანგარიშზე შესვლით იხსნება?== დიახ, Firefox შეძლებს თარგმნოს პაროლით დაცული ან ანგარიშზე შესვლით გახსნილი ვებგვერდებიც, ვინაიდან შიგთავსი სრულად ჩანს ეკრანზე. თარგმნა იმუშავებს ნებისმიერ გვერდზე, რომლის შიგთავსთან წვდომასაც ახერხებს Firefox და რომლის გამოსახვაც შეუძლია. ==როგორ შეიძლება თარგმნილი გვერდის თავდაპირველ ენაზე დაბრუნება?== საწყის ენაზე დასაბრუნებლად თარგმნის შემდეგ, დაწკაპეთ ხელსაწყოთა ზოლის ნიშანზე და აირჩიეთ {button თავდაპირველის ჩვენება}. ==რატომაა საჭირო ენების ჩაყენება?== ენების ჩაყენების შედეგად, Firefox მოახერხებს თარგმნოს ადგილობრივად ბრაუზერშივე, პირადულობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ენის ან ენიდან თარგმნის პირველივე მცდელობისას თავისთავად ჩაიდგმება მოწყობილობაზე, ასე რომ, უკვე ჩაყენებული შეიძლება დაგხვდეთ ესა თუ ის ენა შესაბამის პარამეტრებთან წვდომისას Firefox-ში, {menu მთავარ} არეში, ''ენისა და იერსახის'' განყოფილებაში ''თარგმანების'' ქვეშ. ==როგორ გავგზავნო მოხსენება გაუმართავი ნათარგმნის შესახებ?== შეგიძლიათ დაგვეხმაროთ Firefox-თარგმანების გაუმჯობესებაში გაუმართაობების მოხსენებით ამ [https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdoRWnsHX6vVnGIRyLi4Kl-p0GrmeVIioqWsTz3aVTRfLScng/viewform კითხვარის] მეშვეობით. =მსგავსი სტატიები= *[[Customize Firefox controls, buttons and toolbars|Firefox-სამართავის, ღილაკებისა და ხელსაწყოების მორგება]] *[[Search suggestions in Firefox|ძიების შემოთავაზებები Firefox-ში]]
Firefox თარგმნის ახალი შესაძლებლობით გაძლევთ საშუალებას, საკუთარ ენაზე მოინახულოთ ვებგვერდები შეუფერხებლად. საიტიდან საიტზე გადასვლისას Firefox თავისთავად თარგმნის გვერდებს პირდაპირ რეჟიმში. ეს შესაძლებლობა თანდათან გახდება ხელმისაწვდომი ყველა მომხმარებლისთვის [[Find what version of Firefox you are using|Firefox-ის]] 118 ვერსიიდან. {note}'''გაითვალისწინეთ:''' განსხვავებით სხვა ბრაუზერებისა, რომლებიც ღრუბლოვან მომსახურებებზეა დამოკიდებული, Firefox თქვენს მონაცემებს ტოვებს მოწყობილობაშივე. არ არსებობს პირადი მონაცემების გამჟღავნების საფრთხე, ვინაიდან გარეშე მხარეებს არ ეგზავნება თქვენი ტექსტი დასამუშავებლად და თარგმნა ხდება უშუალოდ თქვენივე მოწყობილობით.{/note} __TOC__ =გვერდის სრულად თარგმნა= გვერდის გადასათარგმნად: #როდესაც ეწვევით ვებგვერდს მხარდაჭერილ ენაზე, თარგმნის არე თავისთავად გაიხსნება. თუ ასე არ მოხდა, დაწკაპეთ თარგმნის ნიშანს ხელსაწყოთა ზოლზე ან {menu გვერდის თარგმნას} (Translate page) მთავარ მენიუში [[Image:Hamburguer menu 1|width=30]]. #;[[Image:Translation icon - toolbar]] #Firefox ამოიცნობს გვერდის ენას თავადვე. შესაცვლელად გამოიყენეთ ზედა ჩამოსაშლელი ველი. #;{for not fx130}[[Image:Firefox Fullpage Translation updated image 1|width=400]]{/for}{for fx130}[[Image:select translate from language|width=400]]{/for} #შემდეგ აირჩიეთ სასურველი ენა გადასათარგმნად ქვედა ჩამოსაშლელი ველიდან, რომელშიც წინასწარვე იქნება დალაგებული ენები უპირატესობის შესაბამისად. შესაცვლელად ჩამოშალეთ ველი. #;{for not fx130}[[Image:Firefox Fullpage Translation updated image 2|width=400]]{/for}{for fx130}[[Image:select translate to language|width=400]]{/for} #დაწკაპეთ {button თარგმნა} მთლიანი გვერდის გადასათარგმნად. #;[[Image:Firefox Fullpage Translation updated image 3|width=400]] #გვერდის საწყის ენაზე დასაბრუნებლად დაწკაპეთ ხელსაწყოთა ზოლზე ნიშანს [[Image:Translation toolbar icon 2|width=50]] და აირჩიეთ {button თავდაპირველის ჩვენება} (Show original). #;[[Image:Firefox Fullpage Translation updated image 4|width=400]] =მონიშნულის თარგმნა= შესაძლოა, მხოლოდ რომელიმე სიტყვის ან წინადადების თარგმნა გსურდეთ უცხო ენაზე კითხვისას. Firefox ასეთი შემთხვევებისთვის საშუალებას გაძლევთ, მონიშნოთ და თარგმნოთ მხოლოდ მონიშნული. #მონიშნეთ და მარჯვენა წკაპით თარგმნეთ სასურველი ტექსტი. #გამოსული მენიუდან აირჩიეთ {menu მონიშნულის თარგმანი} (Translate selection to). #;[[Image:Translate selected text|width=700]] #მონიშნული ტექსტი კი გადაითარგმნება და გამოჩნდება ამომხტარ არეში. აქვე იქნება ღილაკი {button ასლი} ნათარგმნის ასაღებად, {button მთლიანი გვერდის თარგმნა} სრული ვებგვერდის გადასათარგმნად და {button მზადაა} დასახურად. #;[[Image:Partial translation pop-up|width=400]] #ამასთანავე, მარჯვენა წკაპით ბმულზე პირდაპირ შემოგთავაზებთ თარგმნას მონიშვნის გარეშედაც. #;[[Image:Translate link text|width=600]] {/for} =თარგმნის პარამეტრების მორგება= თარგმნის სურვილისამებრ მოსარგებად: #ხელსაწყოების ზოლზე დაწკაპეთ თარგმნის ნიშანს. #;[[Image:Translation icon - toolbar]] #დაწკაპეთ კბილანას ნიშანს თარგმნის არეში. #;[[Image:Firefox Fullpage Translation updated image 5|width=400]] #აირჩიეთ სასურველი პარამეტრები. #;{for not fx123}[[Image:Translation settings]]{/for}{for fx123}[[Image:Firefox Translations - Settings Menu (default)]]{/for} #ნიშანი დაესმება წინ პარამეტრს იმის დასადასტურებლად, რომ ამოქმედებულია. #;{for not fx123}[[Image:Translation settings 2]]{/for}{for fx123}[[Image:Firefox Translations - Settings menu (Always Translate Spanish)]]{/for} #ცვლილების დასაბრუნებლად მხოლოდ მოხსენით მონიშვნა და ნიშანიც გაქრება, რაც მიუთითებს, რომ გაუქმებულია. {for fx123} {note}'''შენიშვნა:''' {menu თარგმნის შემოთავაზება ყოველთვის} განსაზღვრავს, თავისთავად გაიხსნას თუ არა არე.{/note} {/for} =ჩადგმული ენების გამართვა= ჩადგმული ენების გასამართად: #[[Template:optionspreferences]] #{menu მთავარ} (General) არეს ჩაუყევით და მონახეთ ''ენისა და იერსახის (Language and Appearance)'' პარამეტრები. #''თარგმანების (Translations)'' ქვემოთ სიიდან მონიშნეთ ენა, რომელიც გსურთ ხელმისაწვდომი იყოს ბრაუზერში თარგმნისთვის და დაწკაპეთ {button ჩადგმა} (Install). ამა თუ იმ ენაზე თარგმნის პირველი მცდელობისთანავე თავისით ჩაიდგმება მოწყობილობაზე, ასე რომ, ზოგიერთი ენა შეიძლება უკვე ჩაყენებული დაგხვდეთ ამ პარამეტრებთან წდვომისას. #;[[Image:Install language]] #ენის ამოსაშლელად მხოლოდ დაწკაპეთ {button მოცილება} (Remove). #;[[Image:Remove language]] =ᲮᲓᲙ= ==იმუშავებს მობილურ ვერსიაზე?== ამ შესაძლებლობით აგრეთვე აღჭურვილია [[Firefox translation for Android |Firefox Android-ზეც]] ვერსიიდან 126. ==იმუშავებს Firefox-ის თარგმნის შესაძლებლობა ტექსტის გარდა სხვა მასალებზე, მათ შორის სურათებზე ან ვიდეოებზე?== არა, თარგმნის შესაძლებლობა ამჟამად მხოლოდ ვებგვერდის ტექსტს ამუშავებს, არატექსტური მასალა, მათ შორის სურათები, ვიდეოები ან სხვა ურთიერთქმედი ნაწილები კი ვერ გადაითარგმნება. ==რა მოხდება, თუ საიტზე შიგთავსი შერეულადაა წარმოდგენილი რამდენიმე ენაზე? მაინც იმუშავებს თარგმნა?== ვინაიდან თარგმნის შესაძლებლობა ძირითადად მიმართულია მთავარი ენის დამუშავებისკენ, შეიძლება სათანადოდ ვერ თარგმნოს შერეული ენით შედგენილი მასალა. ==მოახერხებს Firefox იმ გვერდების თარგმნას, რომლებიც პაროლითაა დაცული ან ანგარიშზე შესვლით იხსნება?== დიახ, Firefox შეძლებს თარგმნოს პაროლით დაცული ან ანგარიშზე შესვლით გახსნილი ვებგვერდებიც, ვინაიდან შიგთავსი სრულად ჩანს ეკრანზე. თარგმნა იმუშავებს ნებისმიერ გვერდზე, რომლის შიგთავსთან წვდომასაც ახერხებს Firefox და რომლის გამოსახვაც შეუძლია. ==როგორ შეიძლება თარგმნილი გვერდის თავდაპირველ ენაზე დაბრუნება?== საწყის ენაზე დასაბრუნებლად თარგმნის შემდეგ, დაწკაპეთ ხელსაწყოთა ზოლის ნიშანზე და აირჩიეთ {button თავდაპირველის ჩვენება}. == როგორ მივუთითო, რომ თარგმნის არე თავისთავად არ გაიხსნას ხოლმე?== როცა Firefox აღმოაჩენს, რომ გვერდის თარგმნა შესაძლებლია, თავისით ხსნის თარგმნის არეს. გამოსართავად დააჭირეთ კბილანას ნიშანს და გათიშეთ {menu თარგმნის შემოთავაზება}. გარდა ამისა, შეგიძლიათ გათიშოთ მხოლოდ ცალკეული ენებისთვის ან საიტებისთვის, თუ შესაბამისად მიუთითებთ, {menu არასდროს ითარგმნოს [ენა]} ან {menu არასდროს ითარგმნოს ეს საიტი}. ==რატომაა საჭირო ენების ჩადგმა?== ენების ჩაყენების შედეგად Firefox მოახერხებს თარგმნოს ადგილობრივად ბრაუზერშივე, თქვენი პირადულობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. თარგმნისთანავე ნაწილობრივ თავისთავად ჩაიდგმება საჭირო ენის ფაილები. თუ სრულად გსურთ წინასწარვე ჩაიდგას, მონახეთ ენის პარამეტრები Firefox-ის პარამეტრების {menu მთავარ} არეში, ''ენისა და იერსახის'' განყოფილებაში ''თარგმანების'' ქვეშ. ==როგორ გავგზავნო მოხსენება გაუმართავი ნათარგმნის შესახებ?== შეგიძლიათ დაგვეხმაროთ Firefox-თარგმანების გაუმჯობესებაში გაუმართაობების მოხსენებით ამ [https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdoRWnsHX6vVnGIRyLi4Kl-p0GrmeVIioqWsTz3aVTRfLScng/viewform კითხვარის] მეშვეობით. =მსგავსი სტატიები= *[[Use Firefox in another language|გამოიყენეთ Firefox სხვა ენაზე]] *[[Customize Firefox controls, buttons and toolbars|Firefox-სამართავის, ღილაკებისა და ხელსაწყოების მორგება]] *[[Search suggestions in Firefox|ძიების შემოთავაზებები Firefox-ში]]

Back to History