Firefox – საიტის თარგმნა

Firefox Firefox ბოლოს განახლდა: 3 კვირის წინ

Firefox თარგმნის ჩაშენებული ხელსაწყოთი საშუალებას გაძლევთ, მოინახულოთ ვებგვერდები სასურველ ენაზე. განსხვავებით სხვა ბრაუზერებისგან, თარგმნა უშულოდ მოწყობილობაზე სრულდება, ასე რომ თქვენი ტექსი არასდროს იგზავნება ღრუბლოვან მომსახურებებზე. ვინაიდან თარგმანი მუშავდება მოწყობილობაზევე, მისით სარგებლობა შესაძლებელია ქსელთან კავშირის გარეშეც. მხოლოდ ერთხელაა საჭირო ენების კრებულების ჩადგმა.


სარჩევი

გვერდის სრულად თარგმნა

გვერდის გადასათარგმნად:

  1. როდესაც ეწვევით ვებგვერდს მხარდაჭერილ ენაზე, თარგმნის არე თავისთავად გაიხსნება.
    • თუ ასე არ მოხდა, დაწკაპეთ თარგმნის ნიშანს ხელსაწყოთა ზოლზე.
    Translation icon - toolbar
    • სანაცვლოდ, შეგიძლიათ გახსნათ Firefox-ის IG main menu მენიუ და აირჩიოთ Translate page. აგრეთვე მოცემული გვერდის ნებისმიერ ადგილას მარჯვენა წკაპით შეგიძლიათ მიუთითოთ „გვერდის თარგმნა“.
  2. Firefox ამოიცნობს გვერდის ენას თავადვე. შესაცვლელად გამოიყენეთ ზედა ჩამოსაშლელი ველი.
    Fx150select translate from language
  3. შემდეგ აირჩიეთ სასურველი ენა გადასათარგმნად ქვედა ჩამოსაშლელი ველიდან, რომელშიც წინასწარვე იქნება დალაგებული ენები უპირატესობის მიხედვით.
    select translate to language
  4. დაწკაპეთ თარგმნა მთლიანი გვერდის გადასათარგმნად.
    Fx150Firefox Fullpage Translation updated image 3
  5. გვერდის საწყის ენაზე დასაბრუნებლად დაწკაპეთ ხელსაწყოთა ზოლზე ნიშანს Translation toolbar icon 2 და აირჩიეთ თავდაპირველის ჩვენება (Show original).
    Fx150Firefox Fullpage Translation updated image 4

მონიშნული ნაწერის თარგმნა

შესაძლოა, მხოლოდ რომელიმე სიტყვის ან წინადადების თარგმნა გსურდეთ უცხო ენაზე კითხვისას. Firefox ასეთი შემთხვევებისთვის საშუალებას გაძლევთ, მონიშნოთ და მხოლოდ ეგ მონიშნული თარგმნოთ.

  1. მონიშნეთ სასურველი ტექსტი.
  2. მარჯვენა წკაპით გამოსული მენიუდან აირჩიეთ მონიშნულის თარგმანი (Translate selection to).
    Translate selected text
  3. მონიშნული ტექსტი კი გადაითარგმნება და გამოჩნდება ამომხტარ არეში. აქვე იქნება ღილაკი ასლი ნათარგმნის ასაღებად, მთლიანი გვერდის თარგმნა – სრული ვებგვერდის გადასათარგმნად და მზადაა – დასახურად.
    Fx150Partial translation pop-up
  4. ამასთანავე, მარჯვენა წკაპი ბმულზე პირდაპირ თარგმნის ბმულის წარწერას მოუნიშნავადაც.
    Translate link text

თარგმნის პარამეტრების მორგება

თარგმნის სურვილისამებრ მოსარგებად:

  1. ხელსაწყოების ზოლზე დაწკაპეთ თარგმნის ნიშანს.
    Translation icon - toolbar
  2. დაწკაპეთ კბილანას ნიშანს თარგმნის არეში.
    Fx150Firefox Fullpage Translation updated image 5
  3. აირჩიეთ სასურველი პარამეტრები.
    Fx150Firefox Translations - Settings Menu (default)
  4. ნიშანი დაესმება წინ პარამეტრს იმის დასადასტურებლად, რომ ამოქმედებულია.
    Fx150Firefox Translations - Settings menu (Always Translate Spanish)
  5. ცვლილების დასაბრუნებლად მხოლოდ მოხსენით მონიშვნა და ნიშანიც გაქრება, რაც მიუთითებს, რომ გაუქმებულია.
შენიშვნა: თარგმნის შემოთავაზება ყოველთვის განსაზღვრავს, თავისთავად გაიხსნას თუ არა არე.

ვებსაიტის თარგმნის გათიშვა

შეგიძლიათ გათიშოთ ამომხტარი არეები, რომლითაც Firefox გთავაზობთ თარგმნას, თუ არ გსურთ ვებსაიტების სხვა ენებზე ხილვა. გათიშვის შემდგომ Firefox შეწყვეტს თარგმნის არეების გამოჩენას, როცა საიტი არ იქნება თქვენს სასურველ ენაზე და აღარ იხილავთ შემოთავაზებებს გვერდების მონახულებისას.

მაგალითად:

  • თარგმნის არე აღარ გამოჩნდება, როცა საიტს კვლავ ეწვევით.
  • გვერდები ამ ენაზე ჩაიტვირთება თარგმნის შემოუთავაზებლად.

ცალკეული თარგმანის შესაზღუდად:

  1. მენიუს ზოლზე ეკრანის ზემოთა არეში, დაწკაპეთ Firefox და აირჩიეთ პარამეტრები ან მახასიათებლები თქვენი macOS-ვერსიის შესაბამისად.დაწკაპეთ მენიუს ღილაკზე Fx89menuButton და აირჩიეთ პარამეტრები.
  2. აირჩიეთ AI-სამართავი მარცხნივ.
  3. განყოფილებაში მოწყობილობაზე მომუშავე AI მოცემულია თარგმანები, რომლის გვერდზეც ჩამოსაშლელი მენიუდან შეგიძლიათ აირჩიოთ შეზღუდული.

რას აღნიშნავს თითოეული ასარჩევი ამ ჩამოსაშლელ მენიუში:

  • ხელმისაწვდომი: Firefox შეძლებს შემოგთავაზოთ საიტის ან ენის მიხედვით თარგმნა
  • ჩართული: Firefox თავისთავად თარგმნის მასალას აღმოჩენისთანავე
  • შეზღუდული: Firefox მეტჯერ აღარ ამოგიგდებთ თარგმნის შემოთავაზებას საიტის ან ენის მიხედვით
შენიშვნა: ამ პარამეტრების შეცვლა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს. მხოლოდ დაბრუნდით თარგმანების განყოფილებაში და აირჩიეთ სასურველი იმავე ჩამოსაშლელი მენიუდან ნებისმიერი საიტისა თუ ენისთვის. ვრცლად იხილეთ შემოქმედი ხელგონის შესაძლებლობების შეზღუდვა Firefox-ში.

ჩადგმული ენების გამართვა

ჩადგმული ენების გასამართად:

  1. მენიუს ზოლზე ეკრანის ზემოთა არეში, დაწკაპეთ Firefox და აირჩიეთ პარამეტრები ან მახასიათებლები თქვენი macOS-ვერსიის შესაბამისად.დაწკაპეთ მენიუს ღილაკზე Fx89menuButton და აირჩიეთ პარამეტრები.
  2. მთავარ მენიუში (General) არეს ჩაუყევით და მონახეთ ენისა და იერსახის (Language and Appearance) განყოფილებააირჩიეთ ენები მარცხენა მხარეს.
  1. განყოფილებაში Translationsჩაუყევით და აირჩიეთ Translations, დაწკაპეთ More translation settings, და მონიშნეთ სიიდან ენა, რომელიც გსურთ ხელმისაწვდომი იყოს ბრაუზერში თარგმნისთვის და დაწკაპეთ ჩადგმა (Install).
    შენიშვნა: ამა თუ იმ ენაზე თარგმნის პირველი მცდელობისთანავე ენის კრებული თავისით ჩაიდგმება მოწყობილობაზე, ასე რომ, ზოგიერთი ენა შეიძლება უკვე ჩაყენებული დაგხვდეთ ამ პარამეტრებთან წდვომისას.
    Install language
  2. ენის ამოსაშლელად მხოლოდ დაწკაპეთ მოცილება (Remove).
    Remove language

ენის კრებულები ჩვეულებრივ რამდენიმე მეგაბაიტის ზომისაა და ჩამოიტვირთება რამდენიმე წამში თანამედროვე ქსელის პირობებში. პირველ თარგმნას ახალ ენაზე მცირე ხანი დასჭირდება კრებულის ჩასადგმელად. მას შემდეგ, რაც ჩაიდგმება, თარგმნა შესრულდება მყისიერად.

სწრაფი მოქმედებები სათარგმნელად

თარგმნის ხელსაწყოსთან სწრაფი წვდომისთვის მისამართების ველიდან, შეგიძლიათ გამოიყენოთ სწრაფი მოქმედებები.

აკრიფეთ თარგმნა (translate) მისამართების ველში და ზემოთ გამოსულ შემოთავაზებებში დაწკაპეთ ღილაკი თარგმნა. მასზე დაჭერით გაიხსნება გვერდი, რომელზეც შეგეძლებათ სასურველი ენების შერჩევა და ტექსტის შეყვანა ველში. აგრეთვე შეგეძლებათ ენების ცვლა და ასლის აღება გამოტანილი შედეგიდან სხვაგან ჩასასმელად.

თარგმნის ხარვეზების გამოსწორება თუ Firefox სიძნელეს აწყდება თარგმნისას და სათანადოდ ვერ მუშაობს, მოსინჯეთ შემდეგ ნაბიჯები:

მონახეთ პარამეტრები → AI-სამართავი და გადაამოწმეთ, რომ თარგმანები იყოს ხელმისაწვომ რეჟიმში.

დარწმუნდით, რომ გვერდი, რომლიდანაც თარგმნას ცდილობს Firefox, რომელიმე მხარდაჭერილ ენაზეა.

თუ თარგმნის ხატულა არ ჩნდება მისამართების ველში, მარჯვენა წკაპით გახსნილ გვერდზე აირჩიეთ თარგმნა გამოსულ მენიუში.

თუ ენის კრებული ვერ ჩამოიტვირთა სათანადოდ, იხილეთ პარამეტრები → მთავარი → ენა და იერსახე → თარგმანები და დაწკაპეთ ჩადგმა სასურველი ენის გვერდზე.


ᲮᲓᲙ

რომელი ენებია მხარდაჭერილი და რომელ ენებთან მუშაობს ამჟამად Firefox Translations?

იხილეთ Mozilla-ს გვერდი ამჟამად მხარდაჭერილი ენების ჩამონათვალისთვის.

იმუშავებს Firefox translation მობილურ ვერსიაზე?

ამ შესაძლებლობით აგრეთვე აღჭურვილია Firefox Android (დაწყებული 126-ე ვერსიიდან) და Firefox iOS (დაწყებული 146-ე ვერსიიდან).

იმუშავებს Firefox-ის თარგმნის შესაძლებლობა ტექსტის გარდა სხვა მასალებზე, მათ შორის სურათებზე ან ვიდეოებზე?

არა, თარგმნის შესაძლებლობა მუშაობს მხოლოდ ნაწერებისთვის.

რა მოხდება, თუ საიტზე შიგთავსი შერეულადაა წარმოდგენილი რამდენიმე ენაზე? მაინც იმუშავებს თარგმნა?

ვინაიდან თარგმნის შესაძლებლობა ძირითადად მიმართულია მთავარი ენის დამუშავებისკენ, შეიძლება სათანადოდ ვერ თარგმნოს შერეული ენით შედგენილი მასალა.

მოახერხებს Firefox იმ გვერდების თარგმნას, რომლებიც პაროლითაა დაცული ან ანგარიშზე შესვლით იხსნება?

დიახ, Firefox შეძლებს თარგმნოს პაროლით დაცული ან ანგარიშზე შესვლით გახსნილი ვებგვერდებიც, ვინაიდან შიგთავსი სრულად ჩანს ეკრანზე. თარგმნა იმუშავებს ნებისმიერ გვერდზე, რომლის შიგთავსთან წვდომასაც ახერხებს Firefox და რომლის გამოსახვაც შეუძლია.

როგორ შეიძლება თარგმნილი გვერდის თავდაპირველ ენაზე დაბრუნება?

საწყის ენაზე დასაბრუნებლად თარგმნის შემდეგ, დაწკაპეთ ხელსაწყოთა ზოლის ნიშანზე და აირჩიეთ თავდაპირველის ჩვენება.

როგორ მივუთითო, რომ თარგმნის არე თავისთავად არ გაიხსნას ხოლმე?

როცა Firefox აღმოაჩენს, რომ გვერდის თარგმნა შესაძლებლია, თავისით ხსნის თარგმნის არეს. გამოსართავად დააჭირეთ კბილანას ნიშანს და გათიშეთ თარგმნის ყოველ ჯერზე შემოთავაზება (Always offer to translate). გარდა ამისა, შეგიძლიათ გათიშოთ მხოლოდ ცალკეული ენებისთვის ან საიტებისთვის, თუ შესაბამისად მიუთითებთ, არასდროს ითარგმნოს [ენა] ან არასდროს ითარგმნოს ეს საიტი.

აგრეთვე შეგიძლიათ თარგმნის ამომხტომი არეები შეზღუდოთ AI-სამართავიდან Firefox-პარამეტრებში.

  1. მენიუს ზოლზე ეკრანის ზემოთა არეში, დაწკაპეთ Firefox და აირჩიეთ პარამეტრები ან მახასიათებლები თქვენი macOS-ვერსიის შესაბამისად.დაწკაპეთ მენიუს ღილაკზე Fx89menuButton და აირჩიეთ პარამეტრები.
  2. აირჩიეთ AI-სამართავი მარცხენა მხარეს.
  3. განყოფილებაში მოწყობილობაზე გაშვებული AI მონახეთ თარგმანები და მიუთითეთ შეზღუდული ჩამოსაშლელი მენიუდან.

aitranslation

როგორ ჩავრთო თარგმნის არე?

შეგიძლიათ თარგმნის ამომხტომი არეები ჩართოთ AI-სამართავიდან Firefox-პარამეტრებში.

  1. მენიუს ზოლზე ეკრანის ზემოთა არეში, დაწკაპეთ Firefox და აირჩიეთ პარამეტრები ან მახასიათებლები თქვენი macOS-ვერსიის შესაბამისად.დაწკაპეთ მენიუს ღილაკზე Fx89menuButton და აირჩიეთ პარამეტრები.
  2. აირჩიეთ AI-სამართავი მარცხენა მხარეს.
  3. განყოფილებაში მოწყობილობაზე გაშვებული AI მონახეთ თარგმანები და მიუთითეთ ხელმისაწვდომი ჩამოსაშლელი მენიუდან.

რატომაა საჭირო ენების ჩადგმა?

ენების ჩაყენების შედეგად Firefox მოახერხებს თარგმნოს ადგილობრივად ბრაუზერშივე, თქვენი პირადულობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. თარგმნისთანავე ნაწილობრივ თავისთავად ჩაიდგმება საჭირო ენის ფაილები. თუ სრულად გსურთ წინასწარვე ჩაიდგას, მონახეთ ენის პარამეტრები Firefox-ის პარამეტრების მთავარ არეში, ენისა და იერსახის განყოფილებაში თარგმანების ქვეშ.

რით განსხვავდება Firefox-ის თარგმნის შესაძლებლობა სხვა ბრაუზერებისგან, როგორებიცაა Chrome და Edge? განსხვავებით იმ შესაძლებლობისგან, რომელსაც გთავაზობთ Chrome და Edge, ტექსტს რომ გზავნის Google-ის ან Microsoft-ის ღრუბლოვან მომსახურებაზე, Firefox თარგმნის ყველაფერს ადგილზევე, თქვენს მოწყობილობაზე. თქვენ მიერ მონახულებული მასალა არასდროს ტოვებს თქვენს მოწყობილობას თარგმნისას, რითაც უზრუნველყოფს პირადულობის უკეთ დაცვას.

მსგავსი სტატიები

შესანიშნავი მოხალისეები, რომლებიც ამ სტატიის დაწერაში დაგვეხმარნენ:

Illustration of hands

მონაწილეობა

მიიღეთ და გაუზიარეთ გამოცდილება სხვებს. უპასუხეთ კითხვებს და გაამდიდრეთ ჩვენი ცოდნის წყარო.

ვრცლად