Compare Revisions
ეკრანი-ეკრანში ჩვენება Firefox-ში
Revision 200165:
Revision 200165 by Georgianizator on
Revision 290650:
Revision 290650 by Georgianizator on
Keywords:
ეკრანი-ეკრანში, პიპი
სურათი სურათში, სურათი-სურათში, ეკრანი-ეკრანში, PiP
Search results summary:
ეკრანი-ეკრანში საშუალებას გაძლევთ ვიდეოები ამოწიოთ ვებგვერდის ზემოთ და განაგრძოთ მათი ყურება, სხვა ჩანართებზე გადასვლის შემდეგაც.
ეკრანი-ეკრანში საშუალებას გაძლევთ, ვიდეოები ამოწიოთ ვებგვერდის ზემოთ და განაგრძოთ მათი ყურება სხვა ჩანართებზე გადასვლის შემდეგაც.
Content:
შესაძლებლობა სახელწოდებით „ეკრანი-ეკრანში“ ხელმისაწვდომია [[Find what version of Firefox you are using|Firefox ვესიაში]] 71 Windows-ზე და ვერსიაში 72 MacOS-ზე ან Linux-ზე, იგი საშუალებას გაძლევთ ვიდეოები ამოწიოთ ვებგვერდის ზემოთ და განაგრძოთ მათი ყურება, სხვა ჩანართებზე გადასვლის შემდეგაც. ეკრანი-ეკრანში შეგიძლიათ განათავსოთ ნებისმიერ კუთხეში და შეუცვალოთ ზომები, სურვილისამებრ.
__TOC__
=როგორ გამოიყენება ეკრანი-ეკრანში=
==გადართვა==
ეკრანი-ეკრანში გადამრთველი გამოჩნდება, როცა თაგვის მაჩვენებელს გადაატარებთ ვიდეოზე. ესაა პატარა ლურჯი ოთხკუთხა ნიშანი, რომელიც გამოცურდება ისრის მასზე მიტანისას. ამ ლურჯ ნიშანზე დაწკაპებით გაიხსნება ვიდეო ცალკე ფანჯარაში ეკრანი-ეკრანში ფუნქციით.
;[[Image:toggle picture in picture]]
ეს შესაძლებლობა მუშაობს თითქმის ყველა ვებსაიტის ვიდეოზე. თუმცა, ზოგ ვიდეოზე შეიძლება არ გამოჩნდეს ლურჯი ნიშანი. მის გამოსაჩენად, ვიდეოს უნდა ახლდეს ხმოვანი ჩანაწერი და თავადაც, საკმარისი ზომისა და სიგრძის უნდა იყოს.
ლურჯი ნიშანი არ ჩანს, როცა ვიდეო სრულ ეკრანზეა გაშლილი.
{for fx76}
==სრულეკრანიანი ჩვენება==
ორმაგი წკაპი ეკრანი-ეკრანში ფანჯარაზე ვიდეოს გაშლის სრულ ეკრანზე. ორმაგი წკაპი ხელმეორედ, შეწყვეტს სრულეკრანიან ჩვენებას.
{/for}
==კონტექსტური მენიუ==
კიდევ ერთი გზა ეკრანი-ეკრანში გადასართავად, კონტექსტური მენიუა. მარჯვენა წკაპით ვიდეოზე, იხილავთ რაღაც ამდაგვარს:
;[[Image:context picture in picture]]
სადაც იქნება ეკრანი-ეკრანში (Picture-in-Picture) ასარჩევი მენიუდან, რომლითაც შეძლებთ ამ ფუნქციის ჩართვა/გამორთვას.
ბევრზე საიტზე, შესაძლოა გართულებული იყოს კონტექსტური მენიუს გამოჩენა ვიდეოზე. YouTube მაგალითად, თავის მენიუს ადებს ზემოდან.
ვიდეოს საკუთარი კონტექსტური მენიუს გამოსაჩენად, სცადეთ Shift-ღილაკზე დაჭერა მარჯვენა წკაპისას, ან ორჯერ ზედიზედ მარჯვენა წკაპი.
როცა ვიდეო სრულ ეკრანზეა გაშვებული, ეკრანი-ეკრანში არ გამოჩნდება კონტექსტურ მენიუში. ჯერ სრული ეკრანიდან უნდა გამოხვიდეთ რომ შეძლოთ, ეკრანი-ეკრანში გადართვა ლურჯი ხატულათი ან კონტექსტური მენიუთი.{for win,linux} (შენიშვნა: კლავიატურის მალსახმობი მუშაობს სრულ ეკრანზე.){/for}
{for win,linux}
==კლავიატურის მალსახმობი==
კლავიატურის ღილაკების მეშვეობით წვდომისთვის, გამოიყენეთ {for win,linux}{key Ctrl}{/for}{for mac}{key Cmd}{/for} + {key Shift} + {key ]} ან {for win,linux}{key Ctrl}{/for}{for mac}{key Cmd}{/for} + {key Shift} + {key }}. Firefox შეეცდება გაუშვას ყველაზე შესაფერისი ვიდეო საიტიდან ეკრანი-ეკრანში.
{/for}
=გამშვები ფანჯარა=
ეკრანი-ეკრანში ფანჯარა, ასევე გაძლევთ საშუალებას მარტივად [[Image:picture-in-picture play control|width=28]] გაუშვათ ან [[Image:picture-in-picture pause control|width=28]] შეაჩეროთ ვიდეო — თაგვის გატარებისას ვიდეოზე, გამოჩნდება სამართავი ღილაკები, ასევე ღილაკები [[Image:picture-in-picture close control|width=28]] ფანჯრის დასახურად და [[Image:picture-in-picture close-and-go-to-tab control|width=28]]. ფანჯრის დახურვა კი დაგაბრუნებთ ჩანართზე, საიდანაც ვიდეო იყო გაშვებული.
=ვიდეოს ადგილი ვებგვერდზე=
როცა ვიდეო გაშვებულია ეკრანი-ეკრანში ფუნქციით, ვიდეოს ადგილას ვებგვერდზე ჩანს შეტყობინება ''ვიდეო გაშვებულია რეჟიმით ეკრანი ეკრანში (This video is playing in Picture-in-Picture mode).'' თქვენ მაინც შეგეძლებათ იქვე არსებული ვიდეოს სამართავით სარგებლობა, როგორიცაა გაშვება/შეჩერება, ხმის აწევა/დაწევა და სრულ ეკრანზე გადასვლა.
;[[Image:playing in picture-in-picture]]
=ეკრანი-ეკრანში გადამრთველის გათიშვა=
თუ გსურთ გამორთოთ ლურჯი გადამრთველი რომ აღარ გამოჩნდეს ვიდეოზე ისრის გადატარებისას, ამისთვის ორი მარტივი საშუალებაა. ან თავად საიტზე, რომელზეც არის შესაბამისი ვიდეო, ან პარამეტრებიდან.
==ეკრანი-ეკრანში გადამრთველის გათიშვა ვიდეოდან==
#მონახეთ ვიდეო რომელზეც ჩანს ეკრანი-ეკრანში ლურჯი გადამრთველი.
#მარჯვენა წკაპი ამ ლურჯ გადამრთველზე.
#და დაწკაპეთ {menu ეკრანი-ეკრანში გადამრთველის დამალვა} (Hide Picture-in-Picture toggle).
;[[Image:disable picture in picture]]
==ეკრანი-ეკრანში გადამრთველის ჩართვა/გამორთვა პარამეტრებიდან==
[[Template:enablep2p]]
„ეკრანი-ეკრანში“ (როგორც ზოგჯერ უწოდებენ სურათი-სურათში) საშუალებას გაძლევთ, ვიდეოები ამოაგდოთ ვებგვერდიდან და დატოვოთ ნებისმიერი ფანჯრის ზემოთ. შედეგად შეძლებთ სხვადასხვა ჩანართზე გადასვლას ისე, რომ არ შეწყვეტთ ვიდეოსთვის თვალის დევნებას.
ეკრანი-ეკრანში უზრუნველყოფს გაუმჯობესებულ მოქნილობას — შეგიძლიათ გახსნათ არაერთი ვიდეო და ადვილად განალაგოთ ან შეუცვალოთ ზომები სურვილისამებრ. შემეცნებით მასალას უყურებთ, გასართობს თუ სასწავლოს, ეკრანი-ეკრანში გაგიიოლებთ გაშვების, შეჩერების, დადუმების, გადახვევისა და სრულეკრანიანი ჩვენების შესაძლებლობებს — ვინაიდან ყველა ღილაკი იქვე იქნება ხელმისაწვდომი მიმდინარე ჩანართის დაუტოვებლად. შეუფერხებელი მრავალამოცანიანობა, რომელსაც უზრუნველყოფს ეკრანი-ეკრანში Firefox-ში, გეხმარებათ საქმის უკეთ კეთებასა და შედეგიანობის გაუმჯობესებაში. ამ სტატიაში იხილავთ მითითებებს სხვადასხვა შესაძლებლობით სრულად სარგებლობისა და ვიდეოების უფრო მოხერხებულად ყურებისთვის.
[[Image:PiP_video]]
__TOC__
=როგორ გამოიყენება ეკრანი-ეკრანში=
==გადამრთველი ეკრანზე==
ეკრანი-ეკრანში გადამრთველი გამოჩნდება თაგვის მაჩვენებლის გადაატარებისას ვიდეოზე.
ეკრანი-ეკრანში გადამრთველი პირველ დაწკაპებამდე
[[Image:PiP_video_toggle]]
და პირველად დაწკაპების შემდეგ:
[[Image:PiP_video_toggle_icon]]
გადამრთველზე დაწკაპებით მოცემული ვიდეოსთვის გაიხსნება ეკრანი-ეკრანში, რომ შეუფერხებლად განაგრძოთ ყურება.
==გადამრთველისთვის ადგილის შეცვლა==
გადამრთველის ნიშანზე მარჯვენა წკაპით გამოჩნდება საპირისპირო მხარეს გადატანის ასარჩევი – {menu ეკრანი-ეკრანში გადამრთველის მარცხნივ გადატანა}
{note}'''შენიშვნა:''' გადართვის ნიშანი დამალულია ხოლმე, როცა ვიდეო სრულ ეკრანზეა გაშვებული.{/note}
==ეკრანი-ეკრანში მისამართების ველიდან==
[[Find what version of Firefox you are using|Firefox-ის]] 116 ვერსიიდან კიდევ უფრო იოლად შეგიძლიათ გაუშვათ ეკრანი-ეკრანში ერთი ვიდეოს შემცველი ვებგვერდიდან. მხოლოდ მონახეთ ნიშანი მისამართების ველის მარჯვენა მხარეს, რომ აამოქმედოთ ეს შესაძლებლობა. ეს ნიშანი და ვიდეოზე მდებარე გადამრთველი ურთიერთშეწყობილად იმუშავებს, ოღონდ მაშინ, როცა ვებგვერდზე ერთი ვიდეოა. რამდენიმე ვიდეოს არსებობისას ან თუ ვიდეოები არაა, ხატულა დამალული იქნება.
[[Image:Pip in address bar]]
==ეკრანი-ეკრანში მარჯვენა წკაპით==
კიდევ ერთი გზა, რომ ჩართოთ ეკრანი-ეკრანში, მარჯვენა წკაპის გამოყენებაა. მხოლოდ დაწკაპეთ ვიდეოზე მარჯვენა ღილაკით და გამოჩნდება გაშვების, შეჩერების, დადუმების, აჩქარებისა და სხვა შესაძლებლობები:
[[Image:PiP_contextMenu]]
{note}
ბევრ საიტზე შესაძლოა გაძნელებული იყოს მარჯვენა წკაპით მენიუს გამოჩენა ვიდეოზე. YouTube, მაგალითად, თავის მენიუს ადებს ხოლმე ზემოდან.
'''რჩევა:''' ვიდეოს საკუთარი მენიუს გამოსაჩენად, ან {key Shift} ღილაკი უნდა დაახმაროთ მარჯვენა წკაპისას, ან ორჯერ ზედიზედ მოგიწევთ დაწკაპოთ მარჯვენა ღილაკით.
{/note}
ამასთანავე, როცა ვიდეო სრულ ეკრანზეა გაშვებული, ეკრანი-ეკრანში არ გამოჩნდება მარჯვენა წკაპის მენიუში. ჯერ სრული ეკრანიდან უნდა გამოხვიდეთ, რომ შეძლოთ ეკრანი-ეკრანში გადართვა ხატულათი ან მარჯვენა წკაპით. დაიხსომეთ, რომ კლავიატურის მალსახმობი ეკრანი-ეკრანში ასამოქმედებლად სრულეკრანიან რეჟიმშიც იმუშავებს.
==ქვეწარწერები და ზედწარწერები==
თუ იყენებთ ქვეწარწერებს, ანუ სუბტიტრებს ვიდეოების ყურებისას მხარდაჭერილ საიტებზე, აგრეთვე ხილული დარჩება, როცა გაეშვება ეკრანი-ეკრანში. მხოლოდ წინასწარ ჩართეთ წარწერები, სანამ ამოქმედდება ეკრანი-ეკრანში, რომ ავტომატურად გამოჩნდეს.
{note}'''გაითვალისწინეთ:''' ქვეწარწერები და ზედწარწერები ეკრანი-ეკრანში ხელმისაწვდომია საიტებისთვის: YouTube, Netflix, Disney+, Amazon Prime Video, Funimation, Dailymotion, Khan Academy, BBC<!-- -->.co.uk, Washington Post, Nebula, Tubi, Hotstar and SonyLIV – აგრეთვე საიტებისთვის, რომლებზეც მხარდაჭერილია [https://www.w3.org/TR/webvtt1 WebVTT-სახის] ვიდეოები, ასეთებია Coursera და Twitter. ვმუშაობთ, რომ მოვიცვათ სხვა საიტებიც.{/note}
==კლავიატურის მალსახმობები==
{for win,linux} კლავიატურის ღილაკებით წვდომისთვის გამოიყენეთ {key Ctrl+Shift+]}. Firefox ეცდება ამოარჩიოს ვებგვერდიდან მეტად მნიშვნელოვანი ვიდეო და გაუშვას ეკრანი-ეკრანში, ანდაც დახუროს, თუ უკვე გაშვებულია.{/for}{for mac}კლავიატურით წვდომისთვის გამოიყენეთ ღილაკები {key Command+Shift+Option+]}. Firefox ეცდება ამოარჩიოს ვებგვერდიდან მეტად მნიშვნელოვანი ვიდეო და გაუშვას ეკრანი-ეკრანში.{/for}
მოცემული მალსახმობებია ხელმისაწვდომი ვიდეოს გაშვებისა და ხმის დონის სამართავად:
*{for win,linux}{key Ctrl+↓}{/for}{for mac}{key Command+↓}{/for}: დადუმება
*{for win,linux}{key Ctrl+↑}{/for}{for mac}{key Command+↑}{/for}: ახმოვანება
*{key ↓}: ხმის დაწევა
*{key ↑}: ხმის აწევა
*{key ←}: 5 წამით უკან გადახვევა
*{key →}: 5 წამით წინ გადახვევა
*{for win,linux}{key Ctrl+←}{/for}{for mac}{key Command+←}{/for}: 10%-ით უკან გადახვევა
*{for win,linux}{key Ctrl+→}{/for}{for mac}{key Command+→}{/for}: 10%-ით წინ გადახვევა
*{key Home}: ვიდეოს დასაწყისში გადახვევა
*{key End}: ვიდეოს ბოლოში გადახვევა
*{key Space}: შეჩერება/გაშვება
*ორმაგი წკაპი ან {key F}: სრულ ეკრანზე გაშვება ან დაპატარავება
*{for win,linux}{key Ctrl+W}{/for}{for mac}{key Command+W}{/for}: დაიხურება ეკრანი-ეკრანში
==ხშირად დასმული კითხვები==
===როგორ გავთიშო ეკრანი-ეკრანში?===
შეგიძლიათ მოირგოთ სურვილისამებრ და საერთოდ მოაცილოთ გადამრთველი, რომ აღარ გამოჩნდეს ვიდეოს ზემოდან. ეს შესაძლებელია პირდაპირ გადარმთველიდან ან პარამეტრებიდან.
*'''გადამრთველის ჩართვა/გამორთვა:'''
#მონახეთ ვიდეო, რომელზეც ჩანს ეკრანი-ეკრანში გადამრთველი.
#მარჯვენა წკაპი გადამრთველზე.
#გამოჩნდება {menu ეკრანი-ეკრანში გადამრთველის დამალვა} და დაწკაპეთ გამოსართავად.
#;[[Image:hidePiP_button]]
*'''გადამრთველის ჩართვა/გამორთვა პარამეტრებიდან:'''
თუ არ გსურთ გამოჩნდეს სამართავი მაჩვენებლის ვიდეოს ზემოდან გადატარებისას, შეგიძლია დამალოთ Firefox-პარამეტრებიდან. (შენიშვნა: ეკრანი-ეკრანში მაინც გაეშვება ხოლმე მარჯვენა წკაპით ვიდეოზე). ამავე გზით შეგიძლიათ კვლავ გამოაჩინოთ, როცა მოგესურვებათ.
#[[Template:optionspreferences]]
#გამოჩნდება {menu მთავარი} განყოფილება და ჩაუყევით ''გვერდების მონახულების'' არემდე.
#მოხსენით მონიშვნა '''ეკრანი-ეკრანში ვიდეოს სამართავს'''.
[[Image:Fx115settings-TurnOffPIP]]
თუ კვლავ მოისურვებთ ჩართვას, მხოლოდ დააბრუნეთ მონიშვნა.
===რატომ არ ჩანს ჩემთან ეკრანი-ეკრანში გადამრთველი?===
*გადამრთველი მხოლოდ ჩანს 45 წამზე დიდი ხანგრძლივობის ხმოვან ვიდეოებზე.
*აგრეთვე არ გამოჩნდება, როცა ვიდეო სრულ ეკრანზეა გაშვებული.
*გარდა ამისა, თავად შემმუშავებლებსაც აქვთ შესაძლებლობა, უარი განაცხადონ საკუთარ საიტზე განთავსებული ვიდეოების ამ გზით გაშვებაზე და არ გამოაჩინონ ეკრანი-ეკრანში ღილაკი ვიდეოზე, მომხმარებლებს კი აუწყონ, რომ ამ საიტისთვის შეუფერებელია ვიდეოების საყურებლად ეკრანი-ეკრანში. ასეთ შემთხვევაში Firefox გამოაჩენს შეტყობინებას, რომ ეკრანი-ეკრანში არასასურველია ამ საიტზე. მიუხედავად ყველაფრისა, გექნებათ საშუალება უგულებელყოთ გაფრთხილება და აირჩიოთ '''მაინც გაშვება''', რაც განიჭებთ უფლებამოსილებას, თავად გადაწყვიტოთ გჭირდებათ თუ არა ეკრანი-ეკრანში, იმისდა მიუხედავად, ეს საიტის შემმუშავებელს გულდაწყვეტილს დატოვებს თუ არა.
*;[[Image:Pip disabled disclaimer (no typo)|width=350]]