Wersije přirunać
ცრუ წარმოდგენები პირადი თვალიერების შესახებ
Wersija 290602:
Wersija 290602 wot wužiwarja Georgianizator
Wersija 290604:
Wersija 290604 wot wužiwarja Georgianizator
Klučowe słowa:
პირადი, ფანჯარა, დათვალიერება, მონახულება

Zjeće pytanskich wuslědkow:
იხილეთ, გავრცელებული არასწორი შეხედულებები, Firefox-ის პირადი თვალიერების რეჟიმზე.

Wobsah:
[[Private Browsing - Use Firefox without saving history|პირადი თვალიერება]] Firefox-ის მეტად გამოსადეგი შესაძლებლობაა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა კარგადაა გააზრებული მისი დანიშნულება უსაფრთხოების კუთხით. იგი გეხმარებათ, დაფაროთ მონახულებული ვებგვერდების კვალი მათგან, ვინც თქვენს კომპიუტერზე იყენებს Firefox-ს, მაგრამ ვერ გაგხდით უჩინარს ინტერნეტში.
=მცდარი შეხედულება 1: პირადი თვალიერება ფარავს ვინაობას ინტერნეტში=
'''სინამდვილე:''' პირადი თვალიერება არ ნიღბავს თქვენს ვინაობასა და მოქმედებებს ინტერნეტში. ვებსაიტებსა და [https://www.mozilla.org/ka/products/vpn/more/what-is-an-ip-address/ ინტერნეტის მომწოდებელს მაინც შეუძლია აღრიცხოს] თქვენი სტუმრობა, ანგარიშზეც რომ არ შეხვიდეთ. თუ თქვენი მოწყობილობა სამსახურის ქსელშია ჩართული, დაწესებულების ხელმძღვანელობასაც შეეძლება გაგება, რა საიტებს ნახულობთ. სახლის ქსელით სარგებლობისას კი ინტერნეტის შემომყვან კომპანიას (თანამონაწილეებთან ერთად) მიუწვდება ხელი ნებისმიერ გატარებულ მონაცემთან, მათ შორის თქვენ მიერ მონახულებულ საიტებთან. მხოლოდ VPN, ანუ წარმოსახვითი კერძო ქსელი ([https://wikipedia.org/wiki/Virtual_private_network Virtual Private Network]) შეძლებს შენიღბოს თქვენი ნამდვილი ადგილსამყოფელი და დაშიფროს ინტერნეტში მოქმედებები ვინაობისა და სხვა მონცემების მეთვალყურეებისგან დასაფარად. თუ გსურთ ვინაობის გაუმხელად ინტერნეტით სარგებლობა, გამოცადეთ [https://www.mozilla.org/ka/products/vpn/ Mozilla VPN].
=მცდარი შეხედულება 2: პირადი თვალიერება სრულად აცილებს ყველა თქვენი მოქმედების კვალს კომპიუტერიდან=
'''სინამდვილე:''' პირადი თვალიერება გაძლევთ საშუალებას, მოინახულოთ გვერდები პირადი ფანჯრით პაროლების, ფუნთუშებისა და ისტორიის დაუმახსოვრებლად. მიუხედავად ამისა, თუ რამე ფაილს ჩამოტვირთავთ, დახურვის შემდეგაც დარჩება კომპიუტერში, ოღონდ არ იქნება ჩამოტვირთების მმართველში აღრიცხული. აგრეთვე, ნარჩუნდება პირადი თვალიერებისას ჩანიშნული საიტებიც.
=მცდარი შეხედულება 3: პირადი თვალიერებისას არ ჩანს მონახულებული გვერდების ისტორია=
'''სინამდვილე:''' პირადი თვალიერებისას ნაგულისხმევად [[Address bar autocomplete suggestions in Firefox|გამოჩნდება მონახულებული საიტები და სანიშნები მისამართების ველში აკრეფის დაწყებისათანავე]]. ეს ის მისამართებია, რომელთაც ინახავს Firefox ჩვეულებრივი თვალიერების რეჟიმში. თუ არ გსურთ ამ შემოთავაზებების ხილვა თქვენს Firefox-ში, [[T:optionspreferences]] {menu პირადულობის და უსაფრთხოების} არეში კი მოხსენით ყველა მოცემული მონიშვნა ''მისამართების ველის'' ქვეშ.
;[[Image:privacy preferences 65]]
=არასწორი შეხედულება 4: პირადი თვალიერება გიცავთ აკრეფილი ტექსტის აღმრიცხავებისა (key-logger) და მოთვალთვალე მავნე პროგრამებისგან (spyware)=
'''სინამდვილე:''' პირადი თვალიერება ვერ დაგიცავთ თქვენს კომპიუტერში დაყენებული მავნე პროგრამებისგან. თუ რამე უცნაურს ამჩნევთ და ეჭვობთ, რომ საზიანო პროგრამა აყენია, [[Troubleshoot Firefox issues caused by malware|იხილეთ მოცემული ნაბიჯები მის მოსაცილებლად]], რომ მომავალში აირიდოთ მსგავსი შემთხვევები.
გაეცანით ვრცლად, თუ როგორ ზრუნავს Firefox თქვენს პირადულობაზე, იხილეთ [[Enhanced Tracking Protection in Firefox for desktop|გაძლიერებული დაცვა კომპიუტერისთვის]] და [[SmartBlock for Enhanced Tracking Protection|SmartBlock]].