ცრუ წარმოდგენები პირადი თვალიერების შესახებ

Firefox Firefox ბოლოს განახლდა: 100% აფასებს სასარგებლოდ

პირადი თვალიერება საშუალებას გაძლევთ, თავად გადაწყვიტოთ, რას დაიმახსოვრებს Firefox გვერდების მონახულებისას, მათ შორის ისტორიას, ფუნთუშებსა თუ შევსებული ველების მონაცემებს. იგი გეხმარებათ, დაფაროთ მონახულებული ვებგვერდების კვალი მათგან, ვინც ამავე მოწყობილობაზე იყენებს Firefox-ს, მაგრამ ეს ყველაფერი ვერ გაგხდით უჩინარს ინტერნეტში.

მოცემული სტატია ნათელს ჰფენს ცრუ წარმოდგენებს პირადი თვალიერების შესახებ და ხსნის, თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში.

რისთვის არ გამოდგება პირადი თვალიერება

სათანადო მოლოდინების ჩამოსაყალიბებლად აქვე იხილეთ მოკლე შედარება, თუ რისთვისაა და რისთვის არაა განკუთვნილი პირადი თვალიერება Firefox-ში:

პირადი თვალიერებისას მოხერხდება... პირადი თვალიერებისას ვერ მოხერხდება...
Firefox-სთვის მონახულებული გვერდების დამახსოვრების შეზღუდვა თქვენი მოქმედებების დამალვა ინტერნეტის მომწოდებლისგან (ISP)
საიტის მონაცემებისა და ფუნთუშების წაშლა ფანჯრის დახურვისთანავე თქვენი IP-მისამართის ან ადგილმდებარეობის შენიღბვა
ჩამოტვირთვებისა და სანიშნების შენარჩუნება ხელით მოცილებამდე ვებსაიტების მხრიდან თქვენი დევნის ან სხვებისგან გამორჩევის მცდელობების აცილება
საიტების ანგარიშებიდან გამოსვლა დახურვისთანავე მავნე ან თაღლითური მასალების არიდება

მცდარი შეხედულება 1: პირადი თვალიერება ფარავს თქვენს ვინაობას ინტერნეტში

სინამდვილე: პირადი თვალიერება არ ნიღბავს თქვენს ვინაობასა და მოქმედებებს ინტერნეტში. ის მხოლოდ უზღუდავს Firefox-ს თქვენ მიერ მონახულებული გვერდების ადგილობრივად შენახვას, მაგრამ ეს ვერ გაგხდით უჩინარს ვებსაიტებისგან, ინტერნეტმომწოდებლისგან, დამსაქმებლისგან ან საძიებო მომსახურებებისგან.

ვებსაიტებსა და ინტერნეტის მომწოდებელს მაინც შეუძლია აღრიცხოს თქვენი სტუმრობა, ანგარიშზეც რომ არ შეხვიდეთ. თუ თქვენი მოწყობილობა სამსახურის ქსელშია ჩართული, დაწესებულების ხელმძღვანელობასაც შეეძლება თვალი ადევნოს, რა საიტებზე შედიხართ. სახლის ქსელით სარგებლობისას კი ინტერნეტის შემომყვან კომპანიას (თანამონაწილეებთან ერთად) მიუწვდება ხელი ნებისმიერ გატარებულ მონაცემთან, მათ შორის თქვენ მიერ მონახულებულ საიტებთან. მხოლოდ VPN, ანუ წარმოსახვითი კერძო ქსელი, შეძლებს შენიღბოს თქვენი ნამდვილი ადგილსამყოფელი და დაშიფროს ინტერნეტში მოქმედებები ვინაობისა და სხვა მონაცემების მეთვალყურეებისგან დასაფარად. თუ გსურთ ვინაობის გაუმხელად ინტერნეტით სარგებლობა, გამოცადეთ Mozilla VPN.

მცდარი შეხედულება 2: პირადი თვალიერება სრულად აცილებს თქვენი ყველა მოქმედების კვალს კომპიუტერიდან

სინამდვილე: პირადი თვალიერება გაძლევთ საშუალებას, მოინახულოთ გვერდები პირადი ფანჯრით პაროლების, ფუნთუშებისა და ისტორიის დაუმახსოვრებლად. მიუხედავად ამისა, თუ რამე ფაილს ჩამოტვირთავთ, დახურვის შემდეგაც დარჩება კომპიუტერში, ოღონდ არ იქნება ჩამოტვირთების მმართველში აღრიცხული. აგრეთვე ნარჩუნდება პირადი თვალიერებისას ჩანიშნული საიტებიც.

მცდარი შეხედულება 3: პირადი თვალიერებისას არ გამოჩნდება მონახულებული გვერდები, ხოლო სანიშნები და ჩამოტვირთვები გასუფთავდება გამოყენების დასრულებისთანავე

სინამდვილე: პირადი თვალიერებისას ნაგულისხმევად გამოჩნდება მონახულებული საიტები და სანიშნები მისამართების ველში აკრეფის დაწყებისათანავე. ეს ის მისამართებია, რომელთაც ინახავს Firefox ჩვეულებრივი თვალიერების რეჟიმში. თუ არ გსურთ ამ შემოთავაზებების ხილვა თქვენს Firefox-ში, მოხსენით სათანადო მონიშვნები ძიების შემოთავაზებებიდან.

ამასთანავე, პირადი თვალიერებისას ჩამოტვირთული ფაილები და შენახული სანიშნები რჩება მოწყობილობაზე. Firefox თავისით არ მოაცილებს ფანჯრის დახურვისას (იხილეთ მცდარი შეხედულება 2). მხოლოდ დროებითი მონაცემები გასაუფთავდება, მათ შორის ისტორია და ფუნთშუშები.

მცდარი შეხედულება 4: პირადი თვალიერება გიცავთ მავნებლებისგან

სინამდვილე: პირადი თვალიერება ვერ დაგიცავთ თქვენს კომპიუტერში დაყენებული მავნე პროგრამებისგან. იგი განკუთვნილია მხოლოდ მოწყობილობაზე დატოვებული კვალის შესამცირებლად. მავნე საიტების ასარიდებლად დაიხმარეთ Firefox-ის უსაფრთხოების პარამეტრები. თუ რამე უცნაურს ამჩნევთ და ეჭვობთ, რომ საზიანო პროგრამა აყენია, იხილეთ მოცემული ნაბიჯები მის მოსაცილებლად, რომ მომავალში აღარ განმეორდეს მსგავსი რამ.

მცდარი შეხედულება 5: პირადი თვალიერება ზღუდავს რეკლამებსა და მეთვალყურეებს

სინამდვილე: პირადი თვალიერებისას თავისთავად არ იზღუდება ყველანაირი მეთვალყურე. მიუხედავად ამისა, Firefox ცდილობს მრავალი სახის თვალის მდევნელი საშუალებების არიდებას თანმომყოლი გაძლიერებული დაცვით, რომელიც მუდმივად მოქმედია გვერდების ჩვეულებრივ მონახულების დროსაც კი.

მსგავსი საკითხები

შესანიშნავი მოხალისეები, რომლებიც ამ სტატიის დაწერაში დაგვეხმარნენ:

Illustration of hands

მონაწილეობა

მიიღეთ და გაუზიარეთ გამოცდილება სხვებს. უპასუხეთ კითხვებს და გაამდიდრეთ ჩვენი ცოდნის წყარო.

ვრცლად