Firefox ზედმეტად ტვირთავს მეხსიერებასა და პროცესორს – როგორ გავასწორო

დროდადრო, Firefox შეიძლება მეტად იყენებდეს სისტემის სიმძლავრეებს ვებშიგთავსის ჩამოტვირთვის, დამუშავებისა და გამოსახვის დროს. თუ ამჩნევთ, რომ მაღალი დატვირთვა მუდმივად ნარჩუნდება Firefox-ით სარგებლობისას, გადახედეთ ამ სტატიაში მოცემულ სხვადასხვა გზებს.

  • პროცესორი (CPU — Central Processing Unit) არის „ტვინი“ კომპიუტერის.
  • ოპერატიული (RAM – Random Access Memory) ანუ მეხსიერება ეხმარება კომპიუტერს, შეასრულოს მრავალი დავალება ერთდროულად.
  • როდესაც სისტემის სიმძლავრეები დატვირთულია, კომპიუტერის საერთო წარმადობასა და მდგრადობაზე შეიძლება იმოქმედოს.
  • იმისდა მიხედვით, თუ რომელი საოპერაციო სისტემა გაქვთ, შეგიძლიათ გადახედოთ ან თვალი ადევნოთ დატვირთვას შესაბამისი ხელსაწყოებით. ვრცლად, იხილეთ ქვემოთ დამატებითი საშუალებები, ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
შენიშვნა: თუ გააგზავნით წარმადობის მონაცემებს, Mozilla აღრიცხავს მეხსიერებისა და პროცესორის გამოყენების შესახებ ინფორმაციას, რის შედეგადაც Firefox მეტად დაიხვეწება მომავალ გამოშვებებში.

განაახლეთ ბოლო ვერსიამდე

უახლესი Firefox შესაძლოა შეიცავდეს გაუმჯობესებებს წარმადობაში. განაახლეთ Firefox უახლეს ვერსიაზე.

ხელახლა გაუშვით Firefox

Firefox შესაძლოა მეტად იყენებდეს სისტემის სიმძლავრეებს, თუ დიდი ხნითაა ჩართული. ამის მარტივად მოგვარება შეიძლება დროდადრო Firefox-ის დახურვით და ხელახლა გაშვებით. შეგიძლიათ ისე გამართოთ Firefox, რომ დაიმახსოვროს ჩანართები და ფანჯრები, ხელახლა ჩართვისას კი კვლავ იქიდან განაგრძობთ, სადაც გაჩერდით. ვრცლად, იხილეთ წინა სეანსის აღდგენა და ბოლო ჩანართების ან ფანჯრების დაბრუნება.

გათიშეთ გაფართოებები და თემები, რომლებიც მეტად ტვირთავს სისტემას

გაფართოებებისა და თემების გამო, Firefox შეიძლება მეტად იყენებდეს სისტემის სიმძლავრეებს, ვიდრე მათ გარეშე.

იმის გასარკვევად, ტვირთავს თუ არა Firefox სისტემას გაფართოებებისა და თემების გამოყენებისას, გაუშვით Firefox უსაფრთხო რეჟიმით და დააკვირდით მეხსიერებისა და პროცესორის მოხმარებას. უსაფრთხო რეჟიმში, გაფართოებები და თემები გათიშულია, ასე რომ თუ შესამჩნევი გაუმჯობესება იქნება, შეგიძლია სცადოთ გაფართოებების ცალ-ცალკე ამორთვა ან ამოშლა.

დამალეთ მომაბეზრებელი შიგთავსი

ვებგვერდების უმეტესობა შეიცავს შიგთავსს, რომლის წაკითხვაც არ გჭირდებათ, მაგრამ მაინც ტვირთავს სისტემას, ეკრანზე გამოსახვის დროს. Firefox-ს აქვს შიგთავსის ჩაშენებული შემზღუდავი, რომელსაც შეუძლია დაზოგოს სისტემის სიმძლავრეები, გარეშე მხარეების მეთვალყურე მასალის ჩატვირთვისთვის ხელის შეშლით. ვრცლად, იხილეთ შიგთავსის შეზღუდვათვალთვალისგან გაძლიერებული დაცვა.

არის გაფართოებებიც, რომლებიც დაგეხმარებათ უსარგებლო შიგთავსის მოცილებაში; მაგალითად:

  • Adblock Plus და uBlock Origin საშუალებას მოგცემთ დაფაროთ რეკლამები საიტებზე.
  • NoScript-ით კი შეძლებთ შერჩევით ჩართოთ ან გათიშოთ საიტზე გაშვებული სკრიპტები.

გადაამოწმეთ Flash-ის აპარატურული აჩქარება

თუ გიყენიათ Adobe-ის Flash Player მოდული, Flash-შიგთავსის სრულ ეკრანზე გამოსახვისთვის შეიძლება აპარატურული აჩქარების გამოყენება. ეს შეამცირებს დატვირთვას, თუ ცალკე ვიდეოდაფა აყენია სისტემაში.

  1. გადადით ვებგვერდზე სადაც Flash-ვიდეოა.
  2. მარჯვენა წკაპიდიდხნიანი დაჭერა Ctrl ღილაკზე და წკაპი ვიდეოზე, შემდეგ კი დაწკაპეთ Settings… გამოტანილ მენიუში. გაიხსნება Adobe Flash Player-ის პარამეტრების ეკრანი.
  3. დაწკაპეთ ხატულაზე Adobe Flash Player-ის პარამეტრების ფანჯრის ქვედა მარჯვენა მხარეს, რომ გაიხსნას ჩვენების არე.
  4. ნახეთ, არის თუ არა Enable hardware acceleration მონიშნული.
  5. დაწკაპეთ Close ღილაკზე Adobe Flash Player-ის პარამეტრების ფანჯრის დასახურად.

გამოიყენეთ ნაკლები ჩანართი

თითოეულ ჩანართში გახსნილი ვებგვერდი, Firefox-მა ცალკე უნდა შეინახოს მეხსიერებაში. თუ ხშირად გიწევთ ასობით ჩანართის გახსნა, ჯობია სხვა, უფრო მსუბუქ გზებს მიმართოთ საიტების წასაკითხად, როგორიცაა:

გადაამოწმეთ Firefox-ის აპარატურული აჩქარება

Firefox-ის აპარატურული აჩქარება შეამცირებს მეხსიერებისა და პროცესორის დატვირთვას, არაერთ შემთხვევაში. გადახედეთ Firefox-ის წარმადობის პარამეტრებს, არის თუ არა აპარატურული აჩქარება ჩართული. ასევე დარწმუნდით, რომ თქვენი ვიდეოდაფის დრაივერები განახლებულია.


დაწიეთ, შიგთავსის დამუშავების ზღვარი

მრავალამოცანიანი Firefox, სახელწოდებით „ელექტროლიზი“ ანუ „e10s“, ვებშიგთავსს თითოეული ჩანართისთვის ამუშავებს განცალკევებით Firefox-ის მთავარი პროცესისგან, უსაფრთხოებისა და წარმადობის გასაუმჯობესებლად. შიგთავსის მრავალამოცანიანი დამუშავებით იზრდება სისწრაფე და მცირდება უეცარი გათიშვის შემთხვევები. შეგიძლიათ ჩაასწოროთ Firefox-ის წარმადობის პარამეტრები შიგთავსის დამუშავების შეზღუდვით.

Fx55-56settings-Performance Fx64settings-Performance Fx66BetaSettings-Performance

სასურველია არაუმეტეს ოთხი, თუმცა შეიძლება მიუთითოთ შვიდირვა პროცესი; თუმცაღა, მეტი რაოდენობა შეანელებს კომპიუტერს, შესაბამისად Firefox-საც.მიუთითეთ პროცესები, ერთიდან რვამდე. ნაგულისხმევად არის რვა. რაოდენობის მომატება გააუმჯობესებს წარმადობას მრავალი ჩანართის გამოყენებისას, თუმცა გაზრდის ოპერატიული მეხსიერების მოხმარებას. შეგიძლიათ შეამციროთ პროცესების რაოდენობა, თუ თქვენს კომპიუტერს არ ჰყოფნის მეხსიერება.

დახურეთ სხვა პროგრამები

ერთბაშად ბევრი პროგრამის გაშვებამ, შეიძლება შეანელოს კომპიუტერი და შესაბამისად, თავად ეს პროგრამებიც. არასაჭირო პროგრამების დახურვით, სისტემის დატვირთვა შემცირდება.

წაშალეთ დაზიანებული content-prefs.sqlite ფაილი

Firefox ინახავს მონაცემებს სხვადასხვა ფაილების სახით, თქვენი პროფილის საქაღალდეში. ეს ფაილი, რომელიც ცალკეული საიტის პარამეტრების შესანახად გამოიყენება, ზიანდება ხოლმე. თუ მას წაშლით, ვებგვერდის მოახლოების დონე და მსგავსი პარამეტრები შეიძლება ჩამოიყაროს, თუმცა, სამაგიეროდ პროცესორის მოხმარებაც შემცირდება.

    • Click the menu button Fx57menu , click Help and select Troubleshooting Information.From the Help menu, select Troubleshooting Information. The Troubleshooting Information tab will open.
    • Under the Application Basics section next to Profile FolderDirectory, click Open FolderShow in FinderOpen Directory. A window will open that contains your profile folder.Your profile folder will open.
    Note: If you are unable to open or use Firefox, follow the instructions in Finding your profile without opening Firefox.
  1. გახსენით მენიუ ღილაკით New Fx Menu და შემდეგ აირჩიეთ გასვლაგასვლა Close 29 .

    გახსენით Firefox მენიუ Fx57Menu და აირჩიეთ გასვლა. დააწკაპეთ Firefox მენიუს ეკრანის ზედა ნაწილში და შემდეგ აირჩიეთ Firefox-ის დახურვას.დააწკაპეთ Firefox მენიუს Fx57Menu , შემდეგ აირჩიეთ გასვლა.

  2. თქვენი პროფილის საქაღალდეში, წაშალეთ ფაილი content-prefs.sqlite. ხელმეორედ შექმნება, როცა Firefox გაეშვება შემდეგ ჯერზე.

შეაკეთეთ Firefox

Firefox-ის შეკეთების შესაძლებლობით, ბევრი ხარვეზის მოგვარება შეიძლება, რაც თქვენი Firefox-პროფილის ნაგულისხმევ მდგომარეობაში დაბრუნებით ხერხდება, საჭირო მონაცემების დაკარგვის გარეშე. ვრცლად, იხილეთ Firefox-ის შეკეთება.

დამატებითი საშუალებები, ხარვეზის აღმოსაფხვრელად

არსებობს მრავალი ხელსაწყო, რომელიც გამოდგება როგორც Firefox-ის, ასევე თქვენი საოპერაციო სისტემის მიერ, გაზრდილი მოხმარების შესამცირებლად.

Firefox-ის ხელსაწყოები

საოპერაციო სისტემის ხელსაწყოები

  • ნახეთ, სისტემას რა ტვირთავს Windows-ის Task Manager-ის Performance ჩანართში (დაწკაპეთ „More details“ და Task Manager გამოაჩენს ყველა ჩანართს). ვრცლად, იხილეთ Windows-ის სვეტი Microsoft-ის საიტზე.
  • მართალია ყველა ვერსიის Linux-ს არ მოყვება, მაგრამ უმეტეს მათგანს აქვს გრაფიკული პროგრამაც, სისტემის დატვირთვის სანახავად. ჩვეულებრივ ჰქვია ხოლმე System Monitor, თუმცა სხვა სახელითაც შეიძლება იყოს მოცემული.
  • გაუშვით top ბრძანება ტერმინალში და გამოჩნდება ჩამონათვალი გაშვებული პროცესების, ასევე მათ მიერ მოხმარებული სიმძლავრეების.
ყურადღება: არსებობს უამრავი გარეშე პროგრამა, რომელიც ჰპირდება მომხმარებელს კომპიუტერის ასწრაფებას. დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ ასეთი პროგრამების დაყენებისას და მხოლოდ საყოველთაოდ ცნობილი და აღიარებული უნდა გადმოწეროთ, ისიც აუცილებლად მწარმოებლის ოფიციალური საიტიდან.

დაამატეთ ოპერატიული თქვენს კომპიუტერს

თუ ზემოთ მოცემული ყველა რჩევა გაითვალისწინეთ და მეხსიერება მაინც თითქმის ბოლომდეა დატვირთული, ალბათ უკვე დროა შეიძინოთ და დაამატოთ ოპერატიული თქვენს კომპიუტერს. გაზრდილი ოპერატიული დიდ შედეგს იძლევა წარმადობისა და სიჩქარის გაუმჯობესებაში.

განაახლეთ თქვენი კომპიუტერი

თუ ზემოთ მოცემული ყველა რჩევა გაითვალისწინეთ და სისტემის მოხმარება მაინც ძალიან მაღალია, ალბათ უკვე დროა განაახლოთ კომპიუტერი. ტექნოლოგიური წინსვლის შედეგად, პროგრამებიც მეტად უმჯობესდება, მათი გამართული მუშაობისთვის კი საჭიროა უფრო მძლავრი კომპიუტერები.

დაგეხმარათ ეს სტატია?

გთხოვთ დაიცადოთ...

შესანიშნავი მოხალისეები, რომლებიც ამ სტატიის დაწერაში დაგვეხმარნენ:

Illustration of hands

მონაწილეობა

მიიღეთ და გაუზიარეთ გამოცდილება სხვებს. უპასუხეთ კითხვებს და განავითარეთ ჩვენი ცოდნის ბაზა.

ვრცლად