Firefox-ის შეკეთება – დამატებებისა და პარამეტრების თავიდან გამართვა

This feature is available on Firefox for desktop or laptop computers.

თუ Firefox-ს რაღაც ხარვეზები გააჩნია, შეკეთებით შეძლებთ მათ გამოსწორებას. ამ შესაძლებლობის მეშვეობით, ბევრი რამ შეიძლება მოგვარდეს Firefox-ის თავდაპირველ მდგომარეობაზე დაბრუნებით, მნიშვნელოვანი მონაცემების წაშლის გარეშე, როგორიცაა სანიშნები, პაროლები და გახსნილი ჩანართები.
გაითვალისწინეთ: მას შემდეგ, რაც Firefox დაბრუნდება თავდაპირველ მდგომარეობაზე, თქვენ მიერ გამართული და მორგებული პარამეტრები, მათ შორის გაფართოებები, მათი მონაცემები და about:config გვერდზე შეცვლილი მახასიათებლები წაიშლება. თუ ხელმისაწვდომობის პარამეტრებიც მორგებული გაქვთ, ამ მოქმედების შემდეგ, მათი ხელახლა მორგებაც შეიძლება დაგჭირდეთ.

Firefox-ის შეკეთება

  1. დააჭირეთ პირდაპირ ამ ღილაკზე Firefox – შეკეთება, თუ Firefox-ით კითხულობთ სტატიას.
    არ იმუშავებს, ბრაუზერის წინასწარ ანაწყობებსა და მობილურ ვერსიებზე.
  2. გასაგრძელებლად, კვლავ დააჭირეთ ღილაკს Firefox – შეკეთება (Refresh) გამოსულ ფანჯარაში.
  3. Firefox თავადვე დაიხურება შესაკეთებლად. როცა დასრულდება, ფანჯარაში გამოჩნდება ცვლილებების ჩამონათვალი. დაწკაპეთ ღილაკზე დასრულება (Finish) და Firefox გაეშვება.

შენიშვნა: Firefox-ის შეკეთების ღილაკი, ასევე იქნება Firefox-ის უსაფრთხო რეჟიმის ფანჯარაში, იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ Firefox-ის ჩვეულებრივ გაშვებას. აგრეთვე, შეკეთება შეგიძლიათ ხელით, ახალი პროფილის შექმნით და საჭირო მონაცემების ძველი პროფილიდან გადმოტანით.

რა მოხდება შეკეთების შედეგად?

Firefox-ის ყველა თქვენი პარამეტრი და პირადი მონაცემი, ინახება პროფილის საქაღალდეში. შეკეთების შედეგად, შეიქმნება პროფილის ახალი საქაღალდე, მნიშვნელოვანი მონაცმების შენარჩუნებით.

დამატებები, რომლებიც ჩვეულებრივ განთავსებულია Firefox-ის პროფილის საქაღალდეში, მათ შორის გაფართოებები და თემები, წაიშლება. დამატებები, რომლებიც სხვაგანაა განთავსებული, მაგალითად მოდულები, არ წაიშლება, თუმცა შეცვლილი პარამეტრები მოცილდება (მათ შორის გათიშულ მოდულებსაც).

Firefox არ შეეხება შემდეგ მონაცემებს:

  • სანიშნები
  • მონახულებული გვერდების და ჩამოტვირთვების ისტორია
  • პაროლები
  • გახსნილი ფანჯრები და ჩანართები
  • ფუნთუშები
  • შევსებული ველების მონაცემები
  • პირადი ლექსიკონი

მოცილდება შემდეგი პარამეტრები და მონაცემები:

  • მოდულის პარამეტრები
  • მორგებული იერსახე (chrome ქვესაქაღალდე, რომელიც შეიცავს userChrome და/ან userContent CSS-ფაილებს, თუ ადრინდელი შექმნილია.)
გაითვალისწინეთ: Firefox-ის ძველი პროფილი განთავსდება თქვენს სამუშაო ეკრანზე (desktop) საქაღალდეში სახელად „Firefox — ძველი მონაცემები“ (Old Firefox Data). თუ გამართვისშეკეთების შესაძლებლობა, ვერ მოაგვარებს თქვენს ხარვეზებს, მოცილებული მონაცემების ნაწილი შეგეძლებათ დააბრუნოთ ამ საქაღალდიდან ახალი პროფილის საქაღალდეში გადატანით. თუ აღარ გჭირდებათ ეს საქაღალდე, ჯობია წაშალოთ, ვინაიდან პირადი სახის მონაცემებს შეიძლება შეიცავდეს.

მოცემული სტატია, მსგავსად სრულად Firefox-ის მხარდაჭერის გვერდებისა, თქვენთვის შექმნეს მოხალისეებმა, მათ ვინც უზრუნველყოფენ Mozilla-ს დამოუკიდებლობასა და გახსნილობას. განაგრძეთ გვერდების მონახულება თავისუფლად!

//შესანიშნავი მოხალისეები, რომლებიც გვეხმარებიან სტატიების წერაში:Georgianizator. თქვენც შეგიძლიათ დაგვეხმაროთ – ნახეთ, როგორ.

დაგეხმარათ ეს სტატია? გთხოვთ დაიცადოთ...

შემოუერთდით Mozilla მხარდაჭერის საიტს