Firefox-ის აჩქარების პარამეტრები

Firefox ავტომატურად აყენებს იმ პარამეტრებს, რომლებიც საუკეთესოდ იმუშავებს თქვენს კომპიუტერზე. თუმცა, მათი სურვილისამებრ შეცვლაც შეგიძლიათ, Firefox-ის პარამეტრების გვერდიდან. დააწკაპეთ მენიუს ღილაკზე New Fx Menu Fx57Menu და აირჩიეთ პარამეტრები (Options).პარამეტრები (Preferences). In the მთავარ (General) განყოფილებაში, ჩამოდით წარმადობის (Performance) არეზე და მოხსენით მონიშვნა წარმადობის სასურველი პარამეტრების გამოყენებას (Use recommended performance settings). შემდეგ შეგეძლებათ შეცვალოთ მოცემული პარამეტრები:

ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, აპარატურული აჩქარების გამოყენენბა (Use hardware acceleration when available): ეს აძლევს საშუალებას Firefox-ს, გამოიყენოს კომპიუტერის გრაფიკული პროცესორი, თუ ხელმისაწვდომია, ნაცვლად ცენტრალური პროცესორისა, მძიმე გრაფიკული მასალის გამოსახვისთვის, მაგალითად ვიდეოების ან თამაშების. რაც თავის მხრივ გამოუთავისუფლებს რესურსებს სხვა პროგრამებს, Firefox-ის მსგავს პროგრამებს, სწრაფად მუშაობისთვის. ეს უჯრა ნაგულისხმევად მონიშნულია, მაგრამ არაა ხელმისაწვდომი ყველა გრაფიკული პროცესორისთვის. შეიძლება დაგჭირდეთ Firefox-ის ხელახლა გაშვება, ცვლილების ასახვისთვის.

შიგთავსის პროცესების შეზღუდვა (Content process limit) მრავალპროცესიან Firefox-ზე, რომლის დასახელებაცაა „ელექტროლიზი“ ანუ e10s. ასეთი Firefox უშვებს ვებშიგთავსს თითოეულ ჩანართში განცალკევებით, Firefox-ის მთავარი პროცესისგან. შიგთავსის მრავალი პროცესით გაშვება ასწრაფებს მუშაობას და ამცირებს მძიმე საიტებზე გათიშვის საფრთხეს. შეგიძლიათ გაზარდოთ ან შეამციროთ პროცესების რაოდენობის ზღვარი.

Fx55-56settings-Performance Fx64settings-Performance Fx66BetaSettings-Performance

სასურველია არაუმეტეს ოთხი, მაგრამ შეგიძლიათ მიუთითოთ შვიდამდერვამდე პროცესი შიგთავსისთვის; თუმცა, ზედმეტად ბევრი პროცესი შეანელებს კომპიუტერს და შესაბამისად, Firefox-საც. საშუალება გაქვთ მიუთითოთ ერთიდან რვამდე პროცესი შიგთავსისთვის. ნაგულისხმევია რვა. ბევრმა პროცესმა, შესაძლოა გააუმჯობესოს სიჩქარე მრავალი ჩანართის გახსნისას, თუმცა გამოიყენებს მეტ მეხსიერებასაც. შეგიძლიათ შეამციროთ პროცესების რაოდენობა, თუ კომპიუტერის მეხსიერება გადაიტვირთება.

რჩევა: თუ თქვენი კომპიუტერის სისტემის მონაცემებითუ მონაცემები Mac-ზე აჩვენებს 8 გბაიტზე მეტ ოპერატიულს, ალბათ აჯობებს სცადოთ Firefox-ის მიერ გამოყენებული პროცესების საწყისი რაოდენობის გაზრდა უფრო დიდ სარგებელს მიიღებთ, პროცესებისთვის მაღალი ზღვრის დაყენებით.

დაგეხმარათ ეს სტატია?

გთხოვთ დაიცადოთ...

შესანიშნავი მოხალისეები, რომლებიც ამ სტატიის დაწერაში დაგვეხმარნენ:

Illustration of hands

მონაწილეობა

მიიღეთ და გაუზიარეთ გამოცდილება სხვებს. უპასუხეთ კითხვებს და განავითარეთ ჩვენი ცოდნის ბაზა.

ვრცლად