Firefox სანიშნების გატანა HTML ფაილად სამარქაფოდ შესანახად ან გადასატანად

ამ სტატიაში ახსნილია, თუ როგორ ხდება სანიშნების HTML ფაილად შენახვა, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია მარქაფის სახით ან სხვა ბრაუზერში გადასატანად.


  1. დაწკაპეთ ბიბლიოთეკის ხატულას 57 library icon და შემდეგ აირჩიეთ სანიშნები (Bookmarks). ჩაუყევით ქვემოთ და დაწკაპეთ ყველა სანიშნის ჩვენება (Show All Bookmarks). დააწკაპეთ სანიშნების ღილაკზე Bookmarks-29 და აირჩიეთ ყველა სანიშნის ჩვენება (Show All Bookmarks), ბიბლიოთეკის ფანჯრის გასახსნელად.

  2. ბიბლიოთეკის ფანჯრის ხელსაწყოთა ზოლზე დაწკაპეთ f60cc26c38fc04cce87eb6ea6ec8c400-1259975468-619-1.png შემოტანა და მარქაფი (Import and Backup) და აირჩიეთ სანიშნების გატანა HTML ფაილად... (Export Bookmarks to HTML)
    Exporting HTML Bookmarks - Win fx7
  3. სანიშნების ფაილის გატანის ახლადგახსნილ ფანჯარაში, აირჩიეთ ფაილის შესანახი მდებარეობა, რომლის დასახელებაც ნაგულისხმევად იქნება bookmarks.html. შესანახად, სამუშაო ეკრანი, ჩვეულებრივ, კარგი ადგილია, თუმცა ნებისმიერი სხვა, ადვილად დასამახსოვრებელი საქაღალდეც გამოდგება.
  4. დააწკაპეთ ღილაკზე შენახვა (Save). სანიშნების ფაილის გატანის ფანჯარა დაიხურება.
  5. დახურეთ ბიბლიოთეკის ფანჯარა.

თქვენი სანიშნები წარმატებითაა გატანილი Firefox-იდან. სანიშნების HTML ფაილი შენახულია და მზადაა სხვა ბრაუზერში გადასატანად.

 

//შესანიშნავი მოხალისეები, რომლებიც გვეხმარებიან სტატიების წერაში:G12r. თქვენც შეგიძლიათ დაგვეხმაროთ – ნახეთ, როგორ.

დაგეხმარათ ეს სტატია? გთხოვთ დაიცადოთ...

შემოუერთდით Mozilla მხარდაჭერის საიტს