სანიშნების გადატანა Internet Explorer-ში

შეგიძლიათ Firefox სანიშნები გადაიტანოთ სხვა ბრაუზერებში. ამ სტატიაში ნაჩვენებია, როგორ ხდება სანიშნების ფაილის სახით გატანა და Internet Explorer-ში შეტანა Windows-ზე. ბრაუზერი Internet Explorer არაა ხელმისაწვდომი თქვენს საოპერაციო სისტემაზე.

  • მითითებებისთვის, თუ როგორ ხდება Firefox მონაცემების, სხვა Firefox ვერსიაზე გადატანა, იხილეთ Moving your Firefox bookmarks and settings.

სანიშნების ფაილის სახით გატანა Firefox ბრაუზერიდან

  1. დაწკაპეთ ბიბლიოთეკის ხატულას 57 library icon და შემდეგ აირჩიეთ სანიშნები (Bookmarks). ჩაუყევით ქვემოთ და დაწკაპეთ ყველა სანიშნის ჩვენება (Show All Bookmarks). დააწკაპეთ სანიშნების ღილაკზე Bookmarks-29 და აირჩიეთ ყველა სანიშნის ჩვენება (Show All Bookmarks), ბიბლიოთეკის ფანჯრის გასახსნელად.

  2. ბიბლიოთეკის ფანჯრის ხელსაწყოთა ზოლზე დაწკაპეთ f60cc26c38fc04cce87eb6ea6ec8c400-1259975468-619-1.png შემოტანა და მარქაფი (Import and Backup) და აირჩიეთ სანიშნების გატანა HTML ფაილად... (Export Bookmarks to HTML)
    Exporting HTML Bookmarks - Win fx7
  3. სანიშნების ფაილის გატანის ახლადგახსნილ ფანჯარაში, აირჩიეთ ფაილის შესანახი მდებარეობა, რომლის დასახელებაც ნაგულისხმევად იქნება bookmarks.html. შესანახად, სამუშაო ეკრანი, ჩვეულებრივ, კარგი ადგილია, თუმცა ნებისმიერი სხვა, ადვილად დასამახსოვრებელი საქაღალდეც გამოდგება.
  4. დააწკაპეთ ღილაკზე შენახვა (Save). სანიშნების ფაილის გატანის ფანჯარა დაიხურება.
  5. დახურეთ ბიბლიოთეკის ფანჯარა.

თქვენი სანიშნები წარმატებითაა გატანილი Firefox-იდან. მათი Internet Explorer-ში შეტანის შესახებ, იხილეთ ქვემოთ.


სანიშნების შეტანა Internet Explorer ბრაუზერში

შენიშვნა: მოცემული ნაბიჯები განკუთვნილია Internet Explorer 9 ბრაუზერისთვის. ადრინდელ ვერსიებზე, შესაძლოა მცირედი განსხვავებები იყოს.
  1. გაუშვით Internet Explorer.
  2. დააჭირეთ Alt ღილაკს კლავიატურაზე. გაიხსნება მენიუს ზოლი (File, Edit, View, და ა.შ.).
  3. დააწკაპეთ File მენიუზე და აირჩიეთ Import and Export... გამოჩნდება Import/Export (შეტანა/გამოტანის) პარამეტრების ფანჯარა.

    Importing IE Favorites 1
  4. import/Export პარამეტრების ფანჯარაში, აირჩიეთ Import from a file (ფაილიდან შემოტანა) და შემდეგ დააწკაპეთ Next ღილაკზე.
  5. აირჩიეთ Favorites და დააწკაპეთ Next ღილაკზე.
  6. დააწკაპეთ Browse ღილაკზე. აირჩიეთ სანიშნების ფაილი გახსნილ ფანჯარაში.

    76bcb3a108d46d756d2677d644020564-1286452173-825-7.png

  7. მონახეთ წინასწარ შექმნილი bookmarks.html და დააწკაპეთ Open ღილაკზე.
  8. bookmarks.html ფაილის ადგილმდებარეობა ნაჩვენები იქნება ტექსტის ველში. დააწკაპეთ Next ღილაკზე.

    76bcb3a108d46d756d2677d644020564-1286452173-825-8.png

  9. დააწკაპეთ Favorites საქაღალდეზე და შემდეგ Import ღილაკზე.

    76bcb3a108d46d756d2677d644020564-1286452173-825-9.png

  10. შესაძლოა გასტანოს ერთი-ორი წუთი, იმისდა მიხედვით, თუ რა ოდენობის სანიშნები გქონდათ. ბოლო გვერდი გამცნობთ, რომ თქვენი სანიშნების შეტანა დასრულებულია. დააწკაპეთ Finish ღილაკზე, ფანჯრის დასახურად.

    76bcb3a108d46d756d2677d644020564-1286453078-977-1.png



//შესანიშნავი მოხალისეები, რომლებიც გვეხმარებიან სტატიების წერაში:Georgianizator. თქვენც შეგიძლიათ დაგვეხმაროთ – ნახეთ, როგორ.

დაგეხმარათ ეს სტატია? გთხოვთ დაიცადოთ...

შემოუერთდით Mozilla მხარდაჭერის საიტს