სანიშნების გადატანა Safari-ში

შეგიძლიათ Firefox სანიშნები გადაიტანოთ სხვა ბრაუზერებში. ამ სტატიაში ნაჩვენებია, როგორ ხდება სანიშნების ფაილის სახით გატანა და Safari-ში შეტანა.

შენიშვნა: ეს სტატია ეხება Mac და Windows სისტემებს. Safari ბრაუზერი არაა ხელმისაწვდომი Linux სისტემაზე.

სანიშნების გატანა Firefox ბრაუზერიდან

  1. დაწკაპეთ 57 library icon და შემდეგ აირჩიეთ სანიშნები. ჩაუყევით ქვემოთ და დაწკაპეთ ყველა სანიშნის ჩვენება. დააწკაპეთ სანიშნების ღილაკზე Bookmarks-29 და აირჩიეთ ყველა სანიშნის ჩვენება, ბიბლიოთეკის ფანჯრის გასახსნელად.

  2. ბიბლიოთეკის ფანჯრის ხელსაწყოთა ზოლზე დაწკაპეთ f60cc26c38fc04cce87eb6ea6ec8c400-1259975468-619-1.png შემოტანა და მარქაფი და აირჩიეთ სანიშნების გატანა HTML ფაილად...
    Exporting HTML Bookmarks - Win fx7
  3. სანიშნების ფაილის გატანის ახლადგახსნილ ფანჯარაში, აირჩიეთ ფაილის შესანახი მდებარეობა, რომლის დასახელებაც ნაგულისხმევად იქნება bookmarks.html. შესანახად, სამუშაო ეკრანი, ჩვეულებრივ, კარგი ადგილია, თუმცა ნებისმიერი სხვა, ადვილად დასამახსოვრებელი საქაღალდეც გამოდგება.
  4. დააწკაპეთ ღილაკზე შენახვა. სანიშნების ფაილის გატანის ფანჯარა დაიხურება.
  5. დახურეთ ბიბლიოთეკის ფანჯარა.

თქვენი სანიშნები წარმატებითაა გატანილი Firefox-იდან. მათი Safari-ში შეტანის შესახებ, იხილეთ ქვემოთ.


სანიშნების შეტანა Safari ბრაუზერში

  1. გაუშვით Safari
  2. მენიუს ზოლზე, დააწკაპეთ File მენიუს და აირჩიეთ Import Bookmarks... (სანიშნების შეტანა).

    exportingtosafari-mac-4.jpg
  3. მონახეთ Firefox-იდან შენახული სანიშნების ფაილი და დააწკაპეთ Import ღილაკს.

    exportingtosafari-mac-5.jpg
  1. გაუშვით Safari
  2. Safari ფანჯრის ზემოთ, დააწკაპეთ File მენიუზე და აირჩიეთ Import Bookmarks....
    • თუ ვერ ხედავთ მენიუს ზოლს, დააჭირეთ Alt ღილაკს.

      exportingtosafari-win-4.jpg
  3. მონახეთ Firefox-იდან შენახული ფაილი და დააწკაპეთ Open ღილაკზე.

    exportingtosafari-win-5.jpg
  4. სანიშნების საქაღალდეს დაარქვით რაც გნებავთ.

დააწკაპეთ Bookmarks მენიუზე და დარწმუნდით, რომ ყველა თქვენი სანიში, წარმატებითაა შეტანილი.

დაგეხმარათ ეს სტატია? გთხოვთ დაიცადოთ...

ეს არაჩვეულებრივი ადამიანები გვეხმარებიან სტატიების წერაში: Georgianizator. თქვენც შეგიძლიათ დაგვეხმაროთ - ნახეთ, როგორ.