Firefox სანიშნების გატანა HTML ფაილად სამარქაფოდ შესანახად ან გადასატანად

ამ სტატიაში ახსნილია, თუ როგორ ხდება სანიშნების HTML ფაილად შენახვა, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია მარქაფის სახით ან სხვა ბრაუზერში გადასატანად.


  1. დაწკაპეთ ბიბლიოთეკის ღილაკს 57 library icon ხელსაწყოთა ზოლზე. (თუ არ ჩანს, ჯერ დაწკაპეთ მენიუს ღილაკზე სურათი "fx57menu" არ არსებობს. და შემდეგ ბიბლიოთეკა). დაწკაპეთ სანიშნები (bookmarks) და შემდეგ დაწკაპეთ ყველა სანიშნის ჩვენება (Show All Bookmarks) ქვედა ზოლზე.

  2. ბიბლიოთეკის ფანჯრის ხელსაწყოთა ზოლზე დაწკაპეთ დამარქაფების ღილაკზე
    Fx80BookmarksLibrary-mac
    შემოტანა და მარქაფი(Import and Backup) და აირჩიეთ სანიშნების გატანა HTML-ფაილად…(Export Bookmarks to HTML) ჩამოშლილი მენიუდან.
    Library window - Export Bookmarks to HTML

    Fx80BookmarksLibrary-linux
  3. სანიშნების ფაილის გატანის ახლადგახსნილ ფანჯარაში, აირჩიეთ ფაილის შესანახი მდებარეობა, რომლის დასახელებაც ნაგულისხმევად იქნება bookmarks.html. შესანახად, სამუშაო ეკრანი, ჩვეულებრივ, კარგი ადგილია, თუმცა ნებისმიერი სხვა, ადვილად დასამახსოვრებელი საქაღალდეც გამოდგება.
  4. დააწკაპეთ ღილაკზე შენახვა (Save). სანიშნების ფაილის გატანის ფანჯარა დაიხურება.
  5. დახურეთ ბიბლიოთეკის ფანჯარა.

თქვენი სანიშნები წარმატებითაა გატანილი Firefox-იდან. სანიშნების HTML ფაილი შენახულია და მზადაა სხვა ბრაუზერში გადასატანად.

 

დაგეხმარათ ეს სტატია?

გთხოვთ დაიცადოთ...

შესანიშნავი მოხალისეები, რომლებიც ამ სტატიის დაწერაში დაგვეხმარნენ:

Illustration of hands

მონაწილეობა

მიიღეთ და გაუზიარეთ გამოცდილება სხვებს. უპასუხეთ კითხვებს და გაამდიდრეთ ჩვენი ცოდნის წყარო.

ვრცლად