ამ სტატიაში ახსნილია, თუ როგორ ხდება სანიშნების HTML ფაილად შენახვა, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია მარქაფის სახით ან სხვა ბრაუზერში გადასატანად.
- მსგავსი მითითებები ცალკეული ბრაუზერებისთვის: სანიშნების გადატანა Internet Explorer-ში, სანიშნების გადატანა Safari-ში.
დაწკაპეთ ბიბლიოთეკის
ღილაკს ხელსაწყოთა ზოლზე. (თუ არ ჩანს, ჯერ დაწკაპეთ მენიუს
ღილაკს).
დაწკაპეთ (bookmarks) და შემდეგ დაწკაპეთ ყველა სანიშნის ჩვენება (Show All Bookmarks) ქვედა ზოლზე.
- ბიბლიოთეკის ფანჯრის ხელსაწყოთა ზოლზე დაწკაპეთ დამარქაფების ღილაკზე

(Import and Backup) და აირჩიეთ (Export Bookmarks to HTML) ჩამოშლილი მენიუდან.

- სანიშნების ფაილის გატანის ახლადგახსნილ ფანჯარაში, აირჩიეთ ფაილის შესანახი მდებარეობა, რომლის დასახელებაც ნაგულისხმევად იქნება bookmarks.html. შესანახად, სამუშაო ეკრანი, ჩვეულებრივ, კარგი ადგილია, თუმცა ნებისმიერი სხვა, ადვილად დასამახსოვრებელი საქაღალდეც გამოდგება.
- დააწკაპეთ ღილაკზე (Save). სანიშნების ფაილის გატანის ფანჯარა დაიხურება.
- დახურეთ ბიბლიოთეკის ფანჯარა.
თქვენი სანიშნები წარმატებითაა გატანილი Firefox-იდან. სანიშნების HTML ფაილი შენახულია და მზადაა სხვა ბრაუზერში გადასატანად.