Revisies vergelijken
უსაფრთხო შეერთება მიუწვდომელია და Firefox წყვეტს კავშირს
Revisie 290619:
Revisie 290619 door Georgianizator op
Revisie 305015:
Revisie 305015 door Georgianizator op
Trefwoorden:
Samenvatting voor zoekresultaten:
თუ ვებსაიტი ითხოვს უსაფრთხო შეერთებას და ასეთი კავშირის დამყარება ვერ ხერხდება, Firefox წყვეტს მის ჩატვირთვას და აჩვენებს შეცდომის გვერდს. იხილეთ ვრცლად.
თუ ვებსაიტი ითხოვს უსაფრთხო შეერთებას და ასეთი კავშირის დამყარება ვერ ხერხდება, Firefox წყვეტს მის ჩატვირთვას და აჩვენებს შეცდომის გვერდს. იხილეთ ვრცლად.
Inhoud:
ამ სტატიაში განხილულია, რატომ აჩვენებს ზოგჯერ Firefox, რომ '''უსაფრთხო დაკავშირება ვერ მოხერხდა''' ან '''ვერ დაუკავშირდა: სავარაუდოდ უსაფრთხოების ხარვეზის გამო''' და რა შეიძლება მოიმოქმედოთ.
*თუ ხედავდთ გვერდს: ''ფრთხილად: სახიფათოა'', იხილეთ სტატია, თუ [[What do the security warning codes mean?|რას აღნიშნავს შეცდომის კოდები]] და [[How to troubleshoot security error codes on secure websites|როგორ შეიძლება ამგვარი შეცდომების მოგვარება]]..
* სხვა სახის შეცდომების მოსაგვარებლად კი იხილეთ [[Websites don't load - troubleshoot and fix error messages|გვერდი არ იტვირთება – ხარვეზის დადგენა და გამოსწორება]].
__TOC__
= დაცული კავშირი ვერ შედგა =
როცა საიტი ცდილობს დაცული ([https://wikipedia.org/wiki/HTTPS https]) არხით დაუკავშირდეს თქვენს კომპიუტერს, Firefox თავის მხრივ ამოწმებს მის ნამდვილობასა და უსაფრთხხოების საშუალებებს [[Secure Website Certificate|საიტის სერტიფიკატით]]. თუ Firefox ვერ შეძლებს დაამყაროს დაცული კავშირი, გამოჩნდება გვერდი, რომ ''უსაფრთხო დაკავშირება ვერ მოხერხდა'' ან ''ვერ დაუკავშირდა: სავარაუდოდ, უსაფრთხოების ხარვეზის გამო''.
== უსაფრთხო დაკავშირება ვერ მოხერხდა ==
შეცდომის გვერდს ''(Secure Connection Failed)'' დართული ექნება განმარტება და ღილაკი {button სცადეთ ხელახლა} ამ სახის შეცდომისას გამონაკლისის დამატება ან გვერდის ავლა შეუძლებელია.
[[Image:Fx97SecureConnectionFailed]]
იქვე ეწერება, რომ:
* ''გვერდის ჩვენება, რომლის ნახვასაც ცდილობთ, შეუძლებელია, რადგან მიღებული მონაცემების ნამდვილობის დადასტურება ვერ ხერხდება.''
* ''გთხოვთ, მიმართოთ ვებსაიტის ხელმძღვანელობასა და მოახსენოთ ამ ხარვეზის შესახებ.''
== ვერ დაუკავშირდა: სავარაუდოდ, უსაფრთხოების ხარვეზის გამო ==
ზოგ შემთხვევაში, შეცდომის გვერდზე შეიძლება გამოჩნდეს ''Did Not Connect: Potential Security Issue''.
[[Image:Fx97SecError-DidNotConnect]]
ამ გვერდზეც იქნება დართული განმარტება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ და ღილაკი {button დამატებით…} ტექნიკური მონაცემების დაწვრილებით სანახავად. უსაფრთხოების გამონაკლისის დამატება და საიტის მონახულება შეუძლებელია.
= საიტის მხრიდან ხარვეზები =
==მხარდაუჭერელია TLS-ვერსია==
ზოგი ვებსაიტი იყენებს ვადაგასულ (უკვე დაუცველ) [http://wikipedia.org/wiki/Transport_Layer_Security Transport Layer Security] (TLS-ოქმს) კავშირის დასამყარებლად. Firefox კი გიცავთ და ზღუდავს ამგვარი საიტების მონახულების შესაძლებლობას, როცა უსაფრთხო კავშირი გაუმართავია.<!-- See https://support.mozilla.org/en-US/kb/what-does-your-connection-is-not-secure-mean/discuss/6480#post-13160 -->
შეეხმიანეთ საიტის ხელმძღვანელობას და სთხოვეთ, განაახლონ TLS-ვერსია მეტად დაცულით.
უმცირესი მხარდაჭერილი TLS-ვერსია ნაგულისხმევად არის TLS 1.2. ვებსაიტებზე, რომლებზეც არაა მხარდაჭერილი TLS 1.2 ან უფრო მაღალი, გამოჩნდება გვერდი – ''უსაფრთხო დაკავშირება ვერ მოხერხდა'' შეცდომის კოდით: SSL_ERROR_UNSUPPORTED_VERSION და იქვე დართული ცნობით, რომ ''შესაძლოა, საიტზე არაა მხარდაჭერილი TLS 1.2 ოქმი, ეს კი ის უმცირესი ვერსიაა, რომელსაც საჭიროებს Firefox.''
[[Image:Fx97SecureConnectionFailed-TLS]]
==მოთხოვნილია HSTS==
საიტების ნაწილს შეიძლება მოთხოვნილი ჰქონდეს [https://developer.mozilla.org/en-US/docs/Web/HTTP/Headers/Strict-Transport-Security#Description HTTP Strict Transport Security] (HSTS) და ამგვარ საიტებს ვერ მოინახულებთ უსაფრთხო კავშირის გარეშე.
= დამცველ პროგრამებთან შეუთავსებლობა =
უსაფრთხოების უზრუნველმყოფი პროგრამების უმეტესობას შეუძლია უსაფრთხო კავშირებში ჩარევა. ეს კი იწვევს შეცდომებსა და გაფრთხილებებს დაცულ საიტებზე. თუ არაერთ საიტზე აწყდებით ამგვარ გაფრთხილებებს, დამცველი პროგრამის განახლებამ ან პარამეტრების ცვლილებამ შეიძლება გამოასწოროს ხარვეზები. იხილეთ [[How to troubleshoot security error codes on secure websites#w_antivirus-products|ამ სტატიაში ანტივირუსულ პროგრამებზე]], თუ რომელი მათგანი რა შეცდომას წარმოშობს, მათ შორის [https://www.avast.com Avast], [https://www.avg.com AVG] და [https://www.eset.com ESET].
Windows-ის საოპერაციო სისტემისთვის.{/for}
<!-- commented out based on https://bugzilla.mozilla.org/show_bug.cgi?id=1468892#c50 -->
<!-- Another workaround is to set Firefox not to try TLS 1.3:
# [[T:aboutconfig]]
.
# Double-click the {pref security.tls.version.max} preference to display a dialog where you can modify the value from '''4''' to '''3''' (or, in other words, from TLS 1.3 to TLS 1.2) and then click OK.-->
= გასასწორებელი დრო სისტემაში =
Firefox იყენებს სერტიფიკატებს, რომ გადაამოწმოს, ინფორმაცია ხომ ნამდვილად მას ეგზავნება, ვისთვისაცაა განკუთვნილი და მიმყურადებლები ვერ ხელყოფენ. მცდარი თარიღის გამო კი Firefox სწორად ვერ დაადგენს სერტიფიკატის ვადას. დარწმუნდით, რომ კომპიუტერში გასწორებულია თარიღი, დრო და სასაათე სარტყელი. ვრცლად იხილეთ [[How to troubleshoot time related errors on secure websites]].
= სხვა ხარვეზები კავშირისას =
*[[Certificate contains the same serial number as another certificate|სერტიფიკატი შეიცავს სხვა სერტიფიკატის მსგავს დამაჯგუფებელ ნომერს]].<br>შეცდომის კოდი: SEC_ERROR_REUSED_ISSUER_AND_SERIAL
დანარჩენი შეცდომების ჩამონათვალი თითოეულის მოკლე აღწერილობით, აგრეთვე [https://web.archive.org/web/20221201202220/https://firefox-source-docs.mozilla.org/security/nss/legacy/ssl_functions/sslerr/index.html NSS- და SSL-კოდები] იხილეთ Firefox-ის მასალებში.
როცა ვებსაიტი დაცული ([https://wikipedia.org/wiki/HTTPS HTTPS]) არხით ცდილობს თქვენს კომპიუტერთან დაკავშირებას, Firefox ორმაგად ამოწმებს ამგვარ მცდელობებს, რომ დაადასტუროს [[Secure website certificate|ვებსაიტის სერტიფიკატისა]] და კავშირის გზების საიმედოობა. თუ Firefox ვერ მოახერხებს დაცული კავშირის დამყარებას, გამოაჩენს შეცდომას, რომელიც შეიძლება აღნიშნავდეს, რომ:
* Firefox ვერ ადასტურებს საიტის სერტიფიკატის ნამდვილობას ან
* რაღაც თქვენს კომპიუტერსა თუ ქსელში ზღუდავს და ცვლის დაცულ კავშირს, ანდაც
* თავად ვებსაიტის მხრიდანაა ხარვეზი.
ამ სტატიაში განხილულია, რატომ აჩვენებს ხოლმე Firefox უსაფრთხო დაკავშირების ან დაცვის ხარვეზის შესახებ შეცდომებს და რა შეიძლება მოიმოქმედოთ.
__TOC__
== უსაფრთხო დაკავშირება ვერ მოხერხდა ==
შეცდომის გვერდს ''(Secure Connection Failed)'' დართული ექნება განმარტება და ღილაკი {button სცადეთ ხელახლა} ამ სახის შეცდომისას გამონაკლისის დამატება ან გვერდის ავლა შეუძლებელია.
;[[Image:Fx142SecureConnectionFailed-TLS]]
იქვე ეწერება, რომ:
* ''გვერდის ჩვენება, რომლის ნახვასაც ცდილობთ, შეუძლებელია, რადგან მიღებული მონაცემების ნამდვილობის დადასტურება ვერ ხერხდება.''
* ''გთხოვთ, მიმართოთ ვებსაიტის ხელმძღვანელობასა და მოახსენოთ ამ ხარვეზის შესახებ.'
==მხარდაუჭერელია TLS-ვერსია==
ზოგი ვებსაიტი იყენებს ვადაგასულ (უკვე დაუცველ) [http://wikipedia.org/wiki/Transport_Layer_Security Transport Layer Security] (TLS-ოქმს) კავშირის დასამყარებლად. Firefox კი გიცავთ და ზღუდავს ამგვარი საიტების მონახულების შესაძლებლობას, როცა უსაფრთხო კავშირი გაუმართავია.<!-- See https://support.mozilla.org/en-US/kb/what-does-your-connection-is-not-secure-mean/discuss/6480#post-13160 -->
შეეხმიანეთ საიტის ხელმძღვანელობას და სთხოვეთ, განაახლონ TLS-ვერსია მეტად დაცულით.
უმცირესი მხარდაჭერილი TLS-ვერსია ნაგულისხმევად არის TLS 1.2. ვებსაიტებზე, რომლებზეც არაა მხარდაჭერილი TLS 1.2 ან უფრო მაღალი, გამოჩნდება გვერდი – ''უსაფრთხო დაკავშირება ვერ მოხერხდა'' შეცდომის კოდით: SSL_ERROR_UNSUPPORTED_VERSION და იქვე დართული ცნობით, რომ ''შესაძლოა, საიტზე არაა მხარდაჭერილი TLS 1.2 ოქმი, ეს კი ის უმცირესი ვერსიაა, რომელსაც საჭიროებს Firefox.'' დაწვრილებით იხილეთ [https://hacks.mozilla.org/2020/02/its-the-boot-for-tls-1-0-and-tls-1-1/ ეს წერილი Mozilla-ს სვეტიდან] და [https://developer.mozilla.org/docs/Web/Security/Transport_Layer_Security უსაფრთხოება მონაცემთა გადაცემის დონეზე (MDN-ის ვებმასალები)].
== ვერ დაუკავშირდა: სავარაუდოდ, უსაფრთხოების ხარვეზის გამო ==
ზოგ შემთხვევაში, შეცდომის გვერდზე შეიძლება გამოჩნდეს ''Did Not Connect: Potential Security Issue''.
;[[Image:Fx142SecError-DidNotConnect]]
ამ გვერდზეც იქნება დართული განმარტება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ და ღილაკი {button დამატებით…} ტექნიკური მონაცემების დაწვრილებით სანახავად. უსაფრთხოების გამონაკლისის დამატება და საიტის მონახულება შეუძლებელია.
საიტების ნაწილის მხრიდან შეიძლება მოითხოვებოდეს [https://developer.mozilla.org/en-US/docs/Web/HTTP/Headers/Strict-Transport-Security#Description HTTP Strict Transport Security] (HSTS) და ამგვარ საიტებს ვერ მოინახულებთ უსაფრთხო კავშირის გარეშე.
= ფრთხილად: სახიფათოა =
Firefox ამოწმებს ვებსაიტის სერტიფიკატს, რომ დაადასტუროს მისი უტყუარობა და მასთან კავშირისას მონაცემთა [[How do I tell if my connection to a website is secure?|დაშიფვრის]] საიმედოობა. თუ სერტიფიკატი ვერ დამოწმდება, Firefox შეწყვეტს კავშირს და გამოაჩენს შეცდომის გვერდს: ''Warning: Potential Security Risk Ahead''.
;[[Image:Fx142WarningPotentialSecurityRisk]]
დაწკაპეთ ღილაკი {button დამატებით…} რომ იხილოთ შეცდომის კოდი და დაწვრილებითი მონაცემები. იმისდა მიხედვით, თუ რა სახის შეცდომაა, შეიძლება გქონდეთ გაფრთხილების მიუხედავად საიტის მონახულების საშუალება. ვრცლად იხილეთ, [[What do the security warning codes mean?|რას აღნიშნავს სხვადასხვა კოდები]] და [[Troubleshoot security error codes on secure websites|როგორ შეიძლება შეცდომის მოგვარება კოდების მეშვეობით]].
ამგვარი შეცდომების გამომწვევი შეიძლება იყოს დაცვის პროგრამები და ქსელის ხელსაწყოები, რომელთაც თავისთავად აქვთ კავშირის უსაფრთხო არხებში ჩარევის საშუალება.
= შესაძლო გადაწყვეტები =
*დამცველი პროგრამის განახლებამ ან [[Troubleshoot security error codes on secure websites#w_check-your-antivirus-settings|პარამეტრების ცვლილებამ]] შეიძლება გამოასწოროს ხარვეზები, რომელთაც დაშიფრულ კავშირებში ჩარევა იწვევს ზედამხედველობისას.{for win} Windows-ზე, შეგიძლიათ სცადოთ გარეშე მხარის წარმოებული დამცველი პროგრამების მოცილება და დატოვოთ თანმოყოლილი [https://support.microsoft.com/office/windows-security-app-overview-ae70cc96-a9cd-4443-a210-e41cb973d3a6 Windows Security და Microsoft Defender Antivirus].{/for}
*გასასწორებელი დროის გამო სისტემაში, Firefox სერტიფიკატებს მიიჩნევს ვადაგასულად ან გაუმართავად. გადაამოწმეთ, რომ სწორადაა მითითებული თარიღი, დრო და დროის სარტყელი. იხილეთ [[Troubleshoot time-related errors on secure websites|დროის არევასთან დაკავშირებული შეცდომების მოგვარება]].
*შეამოწმეთ, საიტი ხომ არაა გათიშული. თუ საიტს ვერ ტვირთავს Firefox, არაა გამორიცხული, რომ თავად საიტის მხრიდან იყო ხარვეზი.
*სცადეთ იმავე საიტის გახსნა სხვა ბრაუზერით. თუ არც იქ არ იხსნება, სავარაუდოდ, რაღაც ხარვეზები ახლავს.
*გაასუფთავეთ მომარაგებული სერტიფიკატებისგან Firefox. თუ Firefox ინახავს ვადაგასულ ან სანდოობადაკარგულ სერტიფიკატს, მისი მოცილებით გამოსწორდება შეცდომა. [[Template:optionspreferences]] მონახეთ არე {menu პირადულობა და უსაფრთხოება} (Privacy & Security), ჩაუყევით ''სერტიფიკატების'' (Certificates) განყოფილებას, დაწკაპეთ {button სერტიფიკატების ნახვა...} (View Certificates), აირჩიეთ სანდოობადაკარგული ან ვადაგასული სერტიფიკატი და დაწკაპეთ {button წაშლა ან უნდობლობა...} (Delete or distrust).
= მსგავს საკითხებზე =
*[[Certificate contains the same serial number as another certificate|სერტიფიკატი შეიცავს სხვა სერტიფიკატის მსგავს მაჯგუფებელ ნომერს]]
*[[Websites look wrong or appear differently than they should|ვებსაიტები განსხვავებულად გამოიყურება, ვიდრე უნდა გამოიყურებოდეს]]
*[[Websites don't load - troubleshoot and fix error messages|ვებსაიტები არ იტვირთება – შეცდომების გამოსწორება და ხარვეზების მოგვარება]]