რატომ აღარ მუშაობს Java, Silverlight, Adobe Acrobat და სხვა მოდულები?

მოყოლებული 52 ვერსიიდან, რომელიც 2017 წლის 7 მარტს გამოვიდა, დაყენებული NPAPI-მოდულები არაღაა მხარდაჭერილი Firefox-ში, გარდა Adobe Flash-ისა. მოდულების ნაწილი აღარ ჩაიტვირთება Firefox-ში, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა დაყენებული იყოს კომპიუტერში, მათ შორის Java, Microsoft Silverlight და Adobe Acrobat. ვრცლად, იხილეთ ეს დოკუმენტი თავსებადობის შესახებ.

ბოლო წლების განმავლობაში, Firefox-ში ჩაემატა სხვადასხვა სახის API-ები ვებსაიტებისთვის, რის შედეგადაც მათი გამოყენება უკვე შესაძლებელია მოდულების გარეშე, ასე რომ, თქვენ უმეტეს შემთხვევაში ვერ იგრძნობთ ცვლილებებს და კვლავ ძველებურად შეგეძლებათ გვერდების მონახულება და მათი შესაძლებლობების სრულად გამოყენება.

რატომ გააკეთა Firefox-მა ეს?

ინტერნეტში არსებული ვებსაიტების უმეტესობა ვებგვერდების გამრავალფეროვნებას ცდილობს სხვადასხვა სახის შიგთავსის გამოყენებით, მათ შორის ვიდეოების, ხმოვანი ფაილებისა და თამაშების მეშვეობით. NPAPI-მოდულები კი, განსაკუთრებით Flash, უზრუნველყოფდა მათ ამუშავებას ვებგვერდებზე. თუმცა ამასთან, ნელდებოდა გვერდებზე გადაადგილების სიჩქარე, ბრაუზერი ხდებოდა მეტად დაუცველი და ხშირად, უეცრად ითიშებოდა.

ბოლო წლების განმავლობაში კი Firefox-ის გუნდი მთელი ძალისხმევით მუშაობდა, ამ მოდულების შემცვლელების შექმნისთვის. მათ ეწოდება ვებპროგრამები (Web API). ისინი განკუთვნილია მოძველებული მოდულების ჩანაცვლებისთვის უსაფრთხოების, მდგრადობისა და წარმადობის გაუარესების გარეშე.

მანამ, სანამ ეს API-ები სრულად იქნებოდა მზად, Firefox-ში იყო გარდამავალი პერიოდი, როდესაც მოდულები მხოლოდ ხელით ეშვებოდა (იხილეთ მოდულების დაწკაპებით ამოქმედება).

ახლა კი ყველაფერი მზადყოფნაშია. საიტების უმეტესობა მორგებულია მათზე და თქვენი რჩეული ვებგვერდებით სარგებლობისთვის, აღარაა საჭირო ძველი და საფრთხის შემცველი მოდულების ჩაყენება. Firefox უერთდება სხვა თანამედროვე ბრაუზერებს, მათ შორის Google Chrome-სა და Microsoft Edge-ს, NPAPI-მოდულების მხარდაჭერის სრულად გაუქმებაში.

//შესანიშნავი მოხალისეები, რომლებიც გვეხმარებიან სტატიების წერაში:G12r. თქვენც შეგიძლიათ დაგვეხმაროთ – ნახეთ, როგორ.

დაგეხმარათ ეს სტატია? გთხოვთ დაიცადოთ...

შემოუერთდით Mozilla მხარდაჭერის საიტს