გვერდის მონაცემების ფანჯარა Firefox-ში

Firefox Firefox ბოლოს განახლებული: 42% of users voted this helpful

Firefox-ის გვერდის მონაცემების (Page Info) ფანჯარა გაწვდით სრულ ტექნიკურ ინფორმაციას გვერდის შესახებ, რომელზეც იმყოფებით და ამასთან, საშუალებას გაძლევთ შეცვალოთ სხვადასხვა ნებართვები ამ ვებსაიტისთვის. გვერდის მონაცემების ფანჯრის გასახსნელად: მარჯვენა წკაპიControl ღილაკზე დაჭერით წკაპი გვერდის ცარიელ არეზე და გამოსულ მენიუში აირჩიეთ გვერდის მონაცემების ჩვენება (View Page Info).

ასევე, გვერდის მონაცემების გახსნა შეგიძლიათ შემდეგნაირად:

  1. დააწკაპეთ ვებგვერდის მისამართების ველში, მარცხენა მხარეს არსებულ Site Info button ნიშანზე.
  2. დააწკაპეთ მარჯვენა ისარს ჩამოშლილი სამართავის არეში.

Fx60ControlCenter

  1. დააწკაპეთ ღილაკზე More Information (ვრცლად) გამოსულ არეში.
  1. დაწკაპეთ საკეტზე Gray padlock - Firefox 70 ვებგვერდის მისამართის მარცხნივ.
  1. დაწკაპეთ მარჯვენა ისარზე საიტის მონაცემების ჩამოშლილ არეში.
    Fx70SiteInfo-Arrow
  1. დაწკაპეთ ღილაკზე More Information (ვრცლად) შემდეგ გამოსულ არეში.

გვერდის მონაცემების ფანჯარა დაყოფილია რამდენიმე არედ. თითოეული მოცემულია ქვემოთ.

სარჩევი

ზოგადი

Fx64PageInfo-General
ზოგად (General) განყოფილებაში მოცემულია ძირითადი ინფორმაცია გვერდის შესახებ, როგორიცაა სათაური, შიგთავსის სახეობა და მოცულობა, ასევე ტექნიკური სახის მონაცემები გვერდის წყაროს შესახებ.

  • სათაური (Title): მიუთითებს გვერდის დასახელებას, რომელზეც იმყოფებით.
  • მისამართი (Address): აჩვენებს გვერდის URL (Uniform Resource Locator – რესურსის უნიფიცირებული მისამართი) ბმულს, რომელზეც იმყოფებით.
  • სახეობა (Type): მიუთითებს სახეობას (MIME ტიპს) შიგთავსის, რომელსაც ნახულობთ. იგი განისაზღვრება თავად ვებსერვერის მიერ.
  • ასახვის რეჟიმი (Render Mode): მიუთითებს, შეესაბამება თუ არა გვერდი კოდის შემუშავების შესაბამის სტანდარტებს (Standards compliance mode – „სტანდარტების შესაბამისი“) ან Firefox-მა უნდა აჩვენოს გვერდი იმ სახით, რომელიც შესაბამისი იქნება არასტანდარტული კოდის (Quirks mode – „მოძველებული სტანდარტის“).
  • ტექსტის კოდირება (Text Encoding): აჩვენებს, თუ რომელ კოდირებას იყენებს გვერდი. მისი შეცვლა შესაძლებელია მენიუდან View (ხედი).
  • მოცულობა (Size): მიუთითებს გვერდის ზომას კილობაიტებსა და ბაიტებში.
  • ბოლო ცვლილება (Modified): აჩვენებს გვერდის შეცვლის ბოლო თარიღს.

მეტა

მოცემულ (Meta) არეში ჩამოწერილია ყველა მეტა ჭდეები, რომელიც გვერდის წყაროშია მითითებული. მათ შორის შეიძლება იყოს ფაილის სახეობა, ტექსტის კოდირება, გვერდის შემქმნელი, საკვანძო სიტყვები და ა.შ.

ფაილები

Fx64PageInfo-MediaFx73PageInfo-Media
მულტიმედიური ფაილების (Media) განყოფილებაში მოცემულია ყველა სურათის, ფონის, შიგთავსში მოცემული მასალის (მათ შორის ხმოვანი და ვიდეოფაილები) URL ბმულები, რომელიც იტვირთება გვერდთან ერთად. შეგიძლიათ დააწკაპოთ ნებისმიერ მათგანზე და გაარკვიოთ მისი:

  • მდებარეობა (Location): URL ბმული.
  • სახეობა (Type): რა სახის ფაილს წარმოადგენს.
  • მოცულობა (Size): რამდენ კილობაიტს (და ბაიტს) შეადგენს.
  • ზომები (Dimensions): სიგრძე და სიგანზე პიქსელებში ეკრანზე ასახვისას.
  • დართული ტექსტი (Associated Text): ტექსტი, რომელიც დართული აქვს სურათს და გამოჩნდება იმ შემთხვევაში, თუ სურათი არ ჩაიტვირთება.

ნებისმიერი მათგანის ჩამოტვირთვა და შენახვა შეგიძლიათ თქვენს დისკზე ღილაკით Save As… (შენახვა, როგორც...)

სურათების შეზღუდვა საიტზე

ამ პარამეტრისპარამეტრის (Block images from...) მონიშვნის შედეგად მოცემულ მისამართზე არსებულ გვერდებზე შეიზღუდება სურათების ჩვენება.

ნებართვები

Fx58PageInfo-Permissionsსურათი "Fx70PageInfoPermissions" არ არსებობს.სურათი "Fx71PageInfoPermissions" არ არსებობს.Fx73PageInfo-Permissions
ნებართვების განყოფილება საშუალებას გაძლევთ ჩაასწოროთ პარამეტრებიპარამეტრები მოცემული მისამართის (Permissions for) საიტებისთვის. მოხსენით მონიშვნა ნაგულისხმევი (Use Default) და განსაზღვრეთ, აძლევთ უფლებას თუ უკრძალავთ გვერდს შეასრულოს მითითებული მოქმედება.

წარმოსახვითი სინამდვილის მოწყობილობებთან წვდომა

განსაზღვრავს, აღნიშნულ საიტებს, აქვთ თუ არა ნებართვა, წარმოსახვითი სინამდვილის ჩაფხუტის გამოყენების. ეხება იმ საიტებს, რომელზეც ჩაძირვადი შესაძლებლობები, 360° ვიდეოები და თამაშებია.

ადგილმდებარეობასთან წვდომა

განსაზღვრავს აქვს თუ არა Firefox-ს უფლება, მიაწოდოს თქვენი მდებარეობის მონაცემები მოცემული მისამართის საიტებს, მდებარეობის მიხედვით გვერდების თვალიერებისას.

ხმოვანი ფაილების თვითგაშვება

განსაზღვრავს აღნიშნულ საიტებზე დაშვებულია თუ არა ფაილების თვითგაშვება. ვრცლად, იხილეთ ფაილების თვითგაშვების დაშვება ან აკრძალვა Firefox-ში.

თვითგაშვება

განსაზღვრავს აღნიშნულ საიტებზე დაშვებულია თუ არა ფაილების თვითგაშვება. ვრცლად, იხილეთ ფაილების თვითგაშვების დაშვება ან აკრძალვა Firefox-ში.

დამატებების დაყენება

განსაზღვრავს, აქვს თუ არა მოცემული მისამართის საიტებს გაფართოებების ან თემების ჩადგმის მოთხოვნის უფლება. ჩადგმის ნებართვების საიტებისთვის დამატება ან მოცილება შესაძლებელია Firefox პარამეტრებშიFirefox პარამეტრებში არსებული პირადულობისა და უსაფრთხოების (Privacy & Security) გვერდის ნებართვების (Permission) განყოფილებიდან.

სურათების ჩატვირთვა

განსაზღვრავს, შეეძლება თუ არა მოცემული მისამართის საიტებს, სურათების ჩვენება.

ამომხტომი ფანჯრების გახსნა

განსაზღვრავს, შეეძლება თუ არა მოცემული მისამართის საიტებს ამომხტომი ფანჯრების ჩვენება. ვრცლად, საიტისთვის ამომხტომი ფანჯრების ჩვენების უფლებების მინიჭებისა და მოცილების შესახებ იხილეთ ამომხტომი ფანჯრების შეზღუდვის პარამეტრები, გამონაკლისები და ხარვეზების მოგვარება.

კლავიატურის მალსახმობების ჩანაცვლება

განსაზღვრავს, შეეძლება თუ არა მოცემული მისამართის საიტებს ჩაანაცვლოს კლავიატურის არსებული მალსახმობები; მაგალითად, Ctrl + Bcommand + B ღილაკებს შეიძლება მიენიჭოს ტექსტის გამუქების შესაძლებლობა, ნაცვლად ბრაუზერში სანიშნების გვერდითი ზოლის გამოტანისა. გაფრთხილება: ამ ნებართვების აკრძალვის (Block) შედეგად, შეიზღუდება Delete ღილაკის გამოყენება, ხოლო Backspace ღილაკი იმუშავებს მხოლოდ უკან გადასვლის შესაძლებლობით, ტექსტის შესაყვან ველებშიც კი.

Adobe Flash-ის გაშვება

Adobe Flash მოდულის გასაშვებად შესაძლებელია მიეთითოს Always Ask (კითხვა ყოველ ჯერზე), Allow (დაშვება), ან Block (აკრძალვა). სტატიაში „რატომ უნდა დავაწკაპო მოდულების ამოქმედებაზე?“ ახსნილია, როგორ ხდება ამ ნებართვების მინიჭება ცალკეული საიტისთვის.

შეტყობინებების ჩვენება

განსაზღვრავს, აღნიშNულ საიტებს შეუძლიათ თუ არა გაჩვენონ პირდაპირი შეტყობინებები.

ფუნთუშების გამოყენება

განსაზღვრავს, შეეძლება თუ არა მოცემული მისამართის საიტებს გააკეთოს ჩანაწერები კომპიუტერში. ვრცლად, საიტებისთვის ჩანაწერების შენახვის უფლებების მინიჭებისა და მოცილების შესახებ იხილეთ შეზღუდული ფუნთუშების დაშვება და საიტებისთვის ფუნთუშების შენახვის აკრძალვა.

ეკრანის გაზიარება

ვებსაიტებს შეუძლია მოითხოვოს თქვენი კომპიუტერის ეკრანის გაზიარება. თქვენ კი შეგიძლიათ მიუთითოთ Always Ask (კითხვა ყოველ ჯერზე) ან Block (აკრძალვა). დაწვრილებით იხილეთ ფანჯრებისა და ეკრანის გაზიარება სანდო საიტებისთვის.

მონაცემების შენახვა მუდმივ მეხსიერებაზე

განსაზღვრავს, შეეძლება თუ არა მოცემული მისამართის საიტებს მონაცემების შენახვა კომპიუტერში, სამომავლო გამოყენებისთვის. Firefox იტოვებს მონაცემებს მუდმივ მეხსიერებაზე, სანამ არ ამოშლით. ვრცლად, იხილეთ ადგილობრივი საცავის პარამეტრების მართვა.

ჩანართზე გადართვა

განსაზღვრავს, შეეძლება თუ არა მოცემული მისამართის საიტებს, საკუთარ ჩანართზე გადართვა. შეგიძლიათ მიუთითოთ Always Ask (კითხვა ყოველ ჯერზე) ან Allow (დაშვება).

კამერის გამოყენება

განსაზღვრავს, შეეძლება თუ არა მოცემული მისამართის საიტებს თქვენი კამერის გამოყენება. ეს ეხება ისეთ საიტებს, რომელთაც გააჩნია ვიდეოს ან სურათის გადაღების შესაძლებლობები, მაგალითად, ვებკამერებით სასაუბრო საიტებს. შეგიძლიათ მიუთითოთ Always Ask (კითხვა ყოველ ჯერზე), Allow (დაშვება) ან Block (აკრძალვა).

მიკროფონის გამოყენება

განსაზღვრავს, შეეძლება თუ არა მოცემული მისამართის საიტებს თქვენი მიკროფონის გამოყენება. ეს ეხება ისეთ საიტებს, რომელთაც გააჩნია ხმის ჩაწერის შესაძლებლობები, მაგალითად ხმოვან სასაუბროებს. შეგიძლიათ მიუთითოთ Always Ask (კითხვა ყოველ ჯერზე), Allow (დაშვება) ან Block (აკრძალვა).

უსაფრთხოება

Fx64PageInfo-Security

საიტის ნამდვილობა

  • ვებსაიტი (Website): გვერდის მისამართი.
  • მფლობელი (Owner): აჩვენებს საიტის მფლობელს, თუ გვერდის ნამდვილობა დამოწმებულია.
  • დამმოწმებელი (Verified by): აჩვენებს გამომცემელს იმ სერტიფიკატის, რომელსაც იყენებს მოცემული საიტი, არსებობის შემთხვევაში. შეგიძლიათ დააწკაპოთ View Certificate ღილაკზე, საიტის სერტიფიკატის სანახავად.

პირადულობა და ისტორია

  • ამ საიტზე უკვე ნამყოფი ვარ? (Have I visited this website before today?): მიუთითებს, უკვე ნამყოფია თუ არა მომხმარებელი ამ საიტზე და თუ არის, რამდენჯერ.

  • ინახავს ეს საიტი ჩემს კომპიუტერში მონაცემებს? (Is this website storing information on my computer?): მიუთითებს ინახავს თუ არა საიტი ფუნთუშებსა და საიტის სხვა სახის მონაცემებს. შეგიძლიათ დააწკაპოთ Clear Cookies and Site Data ღილაკზე შენახული მონაცემების სანახავად ან გასასუფთავებლად, არსებობის შემთხვევაში.
  • ამ საიტისთვის პაროლები შენახული მაქვს? (Have I saved any passwords for this website?): მიუთითებს დამახსოვრებულია თუ არა ანგარიშის მონაცემები ამ საიტისთვის. შეგიძლიათ დააწკაპოთ View Saved Passwords ღილაკზე, ამ საიტისთვის შენახული პაროლების სანახავად.

ტექნიკური მონაცემები

ტექნიკური მონაცემების არეში ნაჩვენებია დაშიფრულია თუ არა კავშირი პირადი მონაცემების უსაფრთხოებისთვის და თუ დაშიფრულია, რა სახისა და ზომის შიფრაციაა გამოყენებული.


სტატიის გაზიარება: https://mzl.la/2LfrxcY

დაგეხმარათ ეს სტატია?

გთხოვთ დაიცადოთ...

შესანიშნავი მოხალისეები, რომლებიც ამ სტატიის დაწერაში დაგვეხმარნენ:

Illustration of hands

მონაწილეობა

მიიღეთ და გაუზიარეთ გამოცდილება სხვებს. უპასუხეთ კითხვებს და გაამდიდრეთ ჩვენი ცოდნის წყარო.

ვრცლად