ფუნთუშები – ჩანაწერები, რომლებსაც ვებსაიტები ინახავს თქვენს კომპიუტერში

ამ სტატიაში განხილულია თუ რას წარმოადგენს „ფუნთუშები“, რისთვის გამოიყენება და როგორ ხდება მათი მართვა Firefox-ში.

რა არის ფუნთუშა?

ფუნთუშა (ინგლ. cookie, გამოითქმის „ქუქი“) არის ჩანაწერი, რომელსაც ინახავს თქვენს კომპიუტერში საიტი, როდესაც მას ეწვევით.

ზოგიერთ ბრაუზერში, თითოეული ფუნთუშა წარმოდგენილია მცირე ზომის ფაილის სახით, თუმცა Firefox-ში ყველა ფუნთუშა ინახება ერთიან ფაილში, რომელიც მდებარეობს Firefox-ის პროფილის საქაღალდეში.

ფუნთუშებში ჩვეულებრივ, ინახება თქვენი პარამეტრები ვებსაიტისთვის, მაგალითად არჩეული ენა ან მდებარეობა. როდესაც უბრუნდებით საიტს, Firefox უკან უგზავნის მას კუთვნილ ფუნთუშებს. შედეგად კი საიტი მომხმარებელს წარმოუდგენს მასზე მორგებულ შიგთავსს.

ფუნთუშებში შესაძლებელია მრავალი სახის ინფორმაციის შენახვა, მათ შორის ვინაობის განმსაზღვრელისაც (როგორიცაა თქვენი სახელი, სახლის მისამართი, ელფოსტა ან სატელეფონო ნომერი). თუმცა, ეს მონაცემები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეინახება, თუ ვებსაიტისთვის თავად გაქვთ მიწოდებული – საიტებს ვერ ექნება წვდომა იმ მონაცემებთან, რომელიც არ მიგიწოდებიათ და კომპიუტერში არსებულ სხვა ფაილებსაც ვერ შეეხება.

ნაგულისხმევად, ფუნთუშების შენახვისა და გაგზავნის მოქმედებები უხილავია თქვენთვის. თუმცა, Firefox-ის პარამეტრებიდან შეგიძლიათ დაუშვათ ან აკრძალოთ ფუნთუშების მიღება, მათი შენახვის მოთხოვნები, წაშალოთ ისინი Firefox-ის დახურვისთანავე და ა.შ.

ფუნთუშების პარამეტრები

ფუნთუშების გამართვა შესაძლებელია Firefox-ის პარამეტრებშიპარამეტრებში. მათზე წვდომისთვის:

  1. დააწკაპეთ მენიუს ღილაკზე New Fx Menu Fx57Menu და აირჩიეთ პარამეტრები (Options).პარამეტრები (Preferences).
  2. გადადით პირადულობისა და უსაფრთხოების (Privacy & Security) გვერდზე და ფუნთუშების პარამეტრებს იხილავთ განყოფილებებში შიგთავსის შეზღუდვა და ფუნთუშები და საიტის მონაცემები.

მითითებებისთვის, თუ როგორ უნდა მართოთ ფუნთუშების პარამეტრები ცალკეულ შემთხვევებში, იხილეთ:

ფუნთუშების ხარვეზების მოგვარება

თუ რაღაც ხარვეზს გადააწყდით Firefox-ში რომელიც უკავშირდება ფუნთუშებს, იხილეთ:

//შესანიშნავი მოხალისეები, რომლებიც გვეხმარებიან სტატიების წერაში:G12r. თქვენც შეგიძლიათ დაგვეხმაროთ – ნახეთ, როგორ.

დაგეხმარათ ეს სტატია? გთხოვთ დაიცადოთ...

შემოუერთდით Mozilla მხარდაჭერის საიტს