დაუცველი პაროლის გაფრთხილება Firefox-ში
გადამუშავების მონაცემები
- გადამუშავების id: 235478
- შექმნილი:
- შემქმნელი: G12r
- შენიშვნა: update
- განხილულია: დიახ
- განხილულია:
- მიმომხილველი: Georgianizator
- დამოწმებულია? დიახ
- ეს მიმდინარე გადამუშავებაა? არა
- მზადაა გადასათარგმნად: არა
გადამუშავებულის წყარო
გადამუშავებულის შიგთავსი
Firefox გიჩვენებთ წითლად გადახაზულ საკეტის ნიშანს მისამართების ველში, თუ ანგარიშზე შევლის გვერდი, რომელსაც ეწვევით, არ უზრუნველყოფს უსაფრთხო კავშირს. პაროლის შეყვანის შემთხვევაში, იგი შეიძლება დაინახონ და მიიტაცონ მიმყურადებლებმა და შემტევებმა.
ასევე იხილავთ გამაფრთხილებელ შეტყობინებას, როდესაც ჩააწკაპებთ სახელის ან პაროლის შესაყვან ველში.
რა უნდა გავაკეთო, როდესაც ანგარიშზე შესვლის გვერდი დაუცველია?
თუ ანგარიშის შესაყვანი გვერდი დაუცველია, შეამოწმეთ დაცული ვერსიის არსებობა, მისამართისთვის https:// თავსართის დამატებით. აგრეთვე, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საიტის ხელმძღვანელობას და სთხოვოთ, უზრუნველყონ უსაფრთხო კავშირი.
დაუცველი გვერდების შესახებ
გვერდები, რომლებითაც ხდება პირადი მონაცემების გადაცემა, როგორიცაა საკრედიტო ბარათები, სხვა სახის საბუთები და პაროლები, საჭიროებს დაცულ კავშირს, შემტევების მიერ ინფორმაციის ხელყოფის ასარიდებლად.
მითითება: დაცული კავშირისას უნდა ჩანდეს „HTTPS“ თავსართი მისამართების ველში, რუხი საკეტის ნიშნით„HTTPS“ თავსართი მისამართების ველში, საკეტის ნიშნით.) გვერდები, რომლებითაც არ ხდება პირადი მონაცემების გადაცემა, შესაძლოა იყენებდეს დაუცველ კავშირსაც (HTTP). გირჩევთ, ამგვარ საიტებზე არ შეიყვანოთ რამე პირადი მონაცემი, თუნდაც პაროლი. ვინაიდან, ასეთი კავშირისას გადაცემული მონაცემები ყველასთვის ხილულია და ადვილად შეიძლება მოიპარონ.
შემმუშავებლებისთვის
შემმუშავებლებს, რომელთაც სურთ ვრცლად იხილონ ამ გაფრთხილების შესახებ, შეუძლიათ ეწვიონ ამ გვერდს. სტატიაში ახსნილია, თუ როდის და რატომ აჩვენებს Firefox ამ გაფრთხილებას და ასევე მოცემულია ხარვეზის მოგვარების გზები. დამატებით იხილეთ ეს სტატია სვეტზე.