არასწორი წარმოდგენები პირადი თვალიერების რეჟიმზე

გადამუშავებული ვერსიის მონაცემები
  • გადამუშავებული ვერსიის id: 200171
  • შექმნილი:
  • შემქმნელი: G12r
  • შენიშვნა: update
  • განხილულია: დიახ
  • განხილულია:
  • მიმომხილველი: Georgianizator
  • დამოწმებულია? დიახ
  • ეს მიმდინარე ვერსიაა? არა
  • მზადაა გადასათარგმნად: არა
გადამუშავებული ვერსიის წყარო
გადამუშავებული ვერსიის შიგთავსი

პირადი თვალიერება წარმოადგენს Firefox-ის მეტად გამოსადეგ შესაძლებლობას, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა გასაგებია მისი დანიშნულება უსაფრთხოების კუთხით. იგი გეხმარებათ, დაფაროთ მონახულებული ვებგვერდების კვალი სხვა მომხმარებლებისგან, რომლებიც ასევე იყენებენ თქვენს კომპიუტერზე Firefox-ს, თუმცა იგი არ გაგხდით უჩინარს ინტერნეტში.

მცდარი შეხედულება 1: პირადი თვალიერება ფარავს ვინაობას ინტერნეტში.

სინამდვილე: პირადი თვალიერება არ ნიღბავს თქვენს ვინაობასა და მოქმედებებს ინტერნეტში. ვებსაიტებს მაინც შეუძლია აღრიცხოს თქვენი სტუმრობა, ანგარიშზე შეუსვლელადაც კი და აგრეთვე ინტერნეტის მომწოდებელსაც შეუძლია გაიგოს, რომელ საიტს ეწვიეთ. თუ თქვენი მოწყობილობა სამსახურის ქსელშია მიერთებული, დაწესებულების ზედამხედველებსაც შეეძლებათ ამ ინფორმაციის ხილვა.

მცდარი შეხედულება 2: პირადი თვალიერება სრულად აცილებს ყველა თქვენი მოქმედებების კვალს კომპიუტერიდან.

სინამდვილე: პირადი თვალიერება გაძლევთ საშუალებას მოინახულოთ გვერდები პირადი ფანჯრით პაროლების, ფუნთუშებისა და ისტორიის დამახსოვრების გარეშე. თუმცა, ჩამოტვირთული ფაილები მაინც დარჩება კომპიუტერში, ოღონდ არ იქნება ჩამოტვირთების მმართველში აღრიცხული. აგრეთვე, პირადი თვალიერებისას ჩანიშნული საიტებიც შენარჩუნდება სანიშნების ჩამონათვალში.

მცდარი შეხედულება 3: პირადი თვალიერებისას არ ჩანს მონახულებული გვერდების ისტორია.

სინამდვილე: პირადი თვალიერებისას ნაგულისხმევად, ნაჩვენები იქნება მონახულებული საიტები და სანიშნები, მისამართების ველში აკრეფის დაწყებისას. ეს ის მისამართებია, რომლებიც შენახულია Firefox-ის ჩვეულებრივი თვალიერების რეჟიმში. თუ არ გსურთ ამ შემოთავაზებების ხილვა, თქვენს Firefox-ში, მენიუს ზოლზე ეკრანის ზემოთა არეში, დაწკაპეთ Firefox და აირჩიეთ პარამეტრები ან მახასიათებლები თქვენი macOS-ვერსიის შესაბამისად.დაწკაპეთ მენიუს ღილაკზე Fx89menuButton და აირჩიეთ პარამეტრები. პირადულობის და უსაფრთხოების არეში კი მოხსენით ყველა მოცემული მონიშვნა.

privacy preferences 65

არასწორი შეხედულება 4: პირადი თვალიერება გიცავთ აკრეფილი ტექსტის აღმრიცხავებისა (key-loggers) და მოთვალთვალე მავნე პროგრამებისგან (spywares).

სინამდვილე: პირადი თვალიერება ვერ დაგიცავთ თქვენს კომპიუტერში დაყენებული მავნე პროგრამებისგან. თუ რამე საეჭვოს ამჩნევთ და თვლით, რომ მავნე პროგრამა აყენია, იხილეთ მოცემული ნაბიჯები მის მოსაცილებლად და აღარ დაუშვათ მომავალში, მსგავსი პროგრამის კვლავ დაყენება.