ცრუ წარმოდგენები პირადი თვალიერების შესახებ
გადამუშავების მონაცემები
- გადამუშავების id: 177058
- შექმნილი:
- შემქმნელი: G12r
- შენიშვნა: translation
- განხილულია: დიახ
- განხილულია:
- მიმომხილველი: Georgianizator
- დამოწმებულია? არა
- ეს მიმდინარე გადამუშავებაა? არა
- მზადაა გადასათარგმნად: არა
გადამუშავებულის წყარო
გადამუშავებულის შიგთავსი
პირადი თვალიერება წარმოადგენს Firefox-ის მეტად გამოსადეგ შესაძლებლობას, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა გესმის მისი დანიშნულება უსაფრთხოების კუთხით. იგი გეხმარებათ, დაფაროთ ინტერნეტში თქვენი მოქმედებების კვალი სხვა მომხმარებლებისგან, რომლებიც ასევე იყენებენ თქვენს კომპიუტერზე Firefox-ს, თუმცა იგი არ გაგხდით უჩინარს ინტერნეტში.
მცდარი შეხედულება 1: პირადი თვალიერება ფარავს ვინაობას ინტერნეტში.
სინამდვილე: პირადი თვალიერება არ ნიღბავს თქვენს ვინაობას ან მოქმედებებს ინტერნეტში. ვებსაიტებს მაინც შეუძლიათ აღრიცხოს თქვენი სტუმრობა, ანგარიშზე შესვლის გარეშეც კი და აგრეთვე ინტერნეტის მომწოდებელსაც შეუძლია გაიგოს, რომელ საიტს ეწვიეთ. თუ თქვენი მოწყობილობა სამსახურის ქსელშია, დაწესებულების ზედამხედველებსაც შეეძლებათ ამ ინფორმაციის ხილვა.
მცდარი შეხედულება 2: პირადი თვალიერება სრულად აცილებს ყველა თქვენი მოქმედებების კვალს კომპიუტერიდან.
სინამდვილე: პირადი თვალიერება აცილებს ფუნთუშებს, მონახულებული გვერდების ისტორიასა და პაროლებს, პირადი ფანჯრის დახურვისას. თუმცა, ჩამოტვირთული ფაილები მაინც დარჩება კომპიუტერში, ოღონდ არ იქნება ჩამოტვირთების მმართველში აღრიცხული. აგრეთვე, პირადი თვალიერებისას ჩანიშნული საიტებიც შენარჩუნდება სანიშნების ჩამონათვალში.
მცდარი შეხედულება 3: პირადი თვალიერებისას არ ჩანს მონახულებული გვერდების ისტორია.
სინამდვილე: პირადი თვალიერებისას ნაგულისხმევად, შემოთავაზებული იქნება მონახულებული საიტები და სანიშნები, მისამართების ველში აკრეფის დაწყებისას. ეს ის მისამართებია, რომლებიც შენახულია Firefox-ის ჩვეულებრივი თვალიერების რეჟიმში. თუ არ გსურთ ამ შემოთავაზებების ხილვა, თქვენს Firefox-ში, მენიუს ზოლზე ეკრანის ზემოთა არეში, დაწკაპეთ და აირჩიეთ ან თქვენი macOS-ვერსიის შესაბამისად.დაწკაპეთ მენიუს ღილაკზე და აირჩიეთ .
არეში კი მოხსენით ყველა მოცემული მონიშვნა.
არასწორი შეხედულება 4: პირადი თვალიერება გიცავთ აკრეფილი ტექსტის აღმრიცხავებისა (key-loggers) და მოთვალთვალე მავნე პროგრამებისგან (spywares).
სინამდვილე: პირადი თვალიერება ვერ დაგიცავთ თქვენს კომპიუტერში დაყენებული მავნე პროგრამებისგან. თუ რამე საეჭვოს ამჩნევთ და თვლით, რომ მავნე პროგრამა აყენია, იხილეთ მოცემული ნაბიჯები მის მოსაცილებლად და აღარ დაუშვათ მომავალში, მსგავსი პროგრამის კვლავ დაყენება.