უსაფრთხო შეერთება მიუწვდომელია და Firefox წყვეტს კავშირს

Firefox Firefox ბოლოს განახლდა: 3 weeks, 3 days ago

როცა ვებსაიტი დაცული (HTTPS) არხით ცდილობს თქვენს კომპიუტერთან დაკავშირებას, Firefox ორმაგად ამოწმებს ამგვარ მცდელობებს, რომ დაადასტუროს ვებსაიტის სერტიფიკატისა და კავშირის გზების საიმედოობა. თუ Firefox ვერ მოახერხებს დაცული კავშირის დამყარებას, გამოაჩენს შეცდომას, რომელიც შეიძლება აღნიშნავდეს, რომ:

  • Firefox ვერ ადასტურებს საიტის სერტიფიკატის ნამდვილობას ან
  • რაღაც თქვენს კომპიუტერსა თუ ქსელში ზღუდავს და ცვლის დაცულ კავშირს, ანდაც
  • თავად ვებსაიტის მხრიდანაა ხარვეზი.

ამ სტატიაში განხილულია, რატომ აჩვენებს ხოლმე Firefox უსაფრთხო დაკავშირების ან დაცვის ხარვეზის შესახებ შეცდომებს და რა შეიძლება მოიმოქმედოთ.

უსაფრთხო დაკავშირება ვერ მოხერხდა

შეცდომის გვერდს (Secure Connection Failed) დართული ექნება განმარტება და ღილაკი სცადეთ ხელახლა ამ სახის შეცდომისას გამონაკლისის დამატება ან გვერდის ავლა შეუძლებელია.

Fx142SecureConnectionFailed-TLS

იქვე ეწერება, რომ:

  • გვერდის ჩვენება, რომლის ნახვასაც ცდილობთ, შეუძლებელია, რადგან მიღებული მონაცემების ნამდვილობის დადასტურება ვერ ხერხდება.
  • გთხოვთ, მიმართოთ ვებსაიტის ხელმძღვანელობასა და მოახსენოთ ამ ხარვეზის შესახებ.'

მხარდაუჭერელია TLS-ვერსია

ზოგი ვებსაიტი იყენებს ვადაგასულ (უკვე დაუცველ) Transport Layer Security (TLS-ოქმს) კავშირის დასამყარებლად. Firefox კი გიცავთ და ზღუდავს ამგვარი საიტების მონახულების შესაძლებლობას, როცა უსაფრთხო კავშირი გაუმართავია. შეეხმიანეთ საიტის ხელმძღვანელობას და სთხოვეთ, განაახლონ TLS-ვერსია მეტად დაცულით.

უმცირესი მხარდაჭერილი TLS-ვერსია ნაგულისხმევად არის TLS 1.2. ვებსაიტებზე, რომლებზეც არაა მხარდაჭერილი TLS 1.2 ან უფრო მაღალი, გამოჩნდება გვერდი – უსაფრთხო დაკავშირება ვერ მოხერხდა შეცდომის კოდით: SSL_ERROR_UNSUPPORTED_VERSION და იქვე დართული ცნობით, რომ შესაძლოა, საიტზე არაა მხარდაჭერილი TLS 1.2 ოქმი, ეს კი ის უმცირესი ვერსიაა, რომელსაც საჭიროებს Firefox. დაწვრილებით იხილეთ ეს წერილი Mozilla-ს სვეტიდან და უსაფრთხოება მონაცემთა გადაცემის დონეზე (MDN-ის ვებმასალები).

ვერ დაუკავშირდა: სავარაუდოდ, უსაფრთხოების ხარვეზის გამო

ზოგ შემთხვევაში, შეცდომის გვერდზე შეიძლება გამოჩნდეს Did Not Connect: Potential Security Issue.

Fx142SecError-DidNotConnect

ამ გვერდზეც იქნება დართული განმარტება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ და ღილაკი დამატებით… ტექნიკური მონაცემების დაწვრილებით სანახავად. უსაფრთხოების გამონაკლისის დამატება და საიტის მონახულება შეუძლებელია.

საიტების ნაწილის მხრიდან შეიძლება მოითხოვებოდეს HTTP Strict Transport Security (HSTS) და ამგვარ საიტებს ვერ მოინახულებთ უსაფრთხო კავშირის გარეშე.


ფრთხილად: სახიფათოა

Firefox ამოწმებს ვებსაიტის სერტიფიკატს, რომ დაადასტუროს მისი უტყუარობა და მასთან კავშირისას მონაცემთა დაშიფვრის საიმედოობა. თუ სერტიფიკატი ვერ დამოწმდება, Firefox შეწყვეტს კავშირს და გამოაჩენს შეცდომის გვერდს: Warning: Potential Security Risk Ahead.

Fx142WarningPotentialSecurityRisk

დაწკაპეთ ღილაკი დამატებით… რომ იხილოთ შეცდომის კოდი და დაწვრილებითი მონაცემები. იმისდა მიხედვით, თუ რა სახის შეცდომაა, შეიძლება გქონდეთ გაფრთხილების მიუხედავად საიტის მონახულების საშუალება. ვრცლად იხილეთ, რას აღნიშნავს სხვადასხვა კოდები და როგორ შეიძლება შეცდომის მოგვარება კოდების მეშვეობით.

ამგვარი შეცდომების გამომწვევი შეიძლება იყოს დაცვის პროგრამები და ქსელის ხელსაწყოები, რომელთაც თავისთავად აქვთ კავშირის უსაფრთხო არხებში ჩარევის საშუალება.

შესაძლო გადაწყვეტები

  • დამცველი პროგრამის განახლებამ ან პარამეტრების ცვლილებამ შეიძლება გამოასწოროს ხარვეზები, რომელთაც დაშიფრულ კავშირებში ჩარევა იწვევს ზედამხედველობისას. Windows-ზე, შეგიძლიათ სცადოთ გარეშე მხარის წარმოებული დამცველი პროგრამების მოცილება და დატოვოთ თანმოყოლილი Windows Security და Microsoft Defender Antivirus.
  • გასასწორებელი დროის გამო სისტემაში, Firefox სერტიფიკატებს მიიჩნევს ვადაგასულად ან გაუმართავად. გადაამოწმეთ, რომ სწორადაა მითითებული თარიღი, დრო და დროის სარტყელი. იხილეთ დროის არევასთან დაკავშირებული შეცდომების მოგვარება.
  • შეამოწმეთ, საიტი ხომ არაა გათიშული. თუ საიტს ვერ ტვირთავს Firefox, არაა გამორიცხული, რომ თავად საიტის მხრიდან იყო ხარვეზი.
  • სცადეთ იმავე საიტის გახსნა სხვა ბრაუზერით. თუ არც იქ არ იხსნება, სავარაუდოდ, რაღაც ხარვეზები ახლავს.
  • გაასუფთავეთ მომარაგებული სერტიფიკატებისგან Firefox. თუ Firefox ინახავს ვადაგასულ ან სანდოობადაკარგულ სერტიფიკატს, მისი მოცილებით გამოსწორდება შეცდომა. მენიუს ზოლზე ეკრანის ზემოთა არეში, დაწკაპეთ Firefox და აირჩიეთ პარამეტრები ან მახასიათებლები თქვენი macOS-ვერსიის შესაბამისად.დაწკაპეთ მენიუს ღილაკზე Fx89menuButton და აირჩიეთ პარამეტრები. მონახეთ არე პირადულობა და უსაფრთხოება (Privacy & Security), ჩაუყევით სერტიფიკატების (Certificates) განყოფილებას, დაწკაპეთ სერტიფიკატების ნახვა... (View Certificates), აირჩიეთ სანდოობადაკარგული ან ვადაგასული სერტიფიკატი და დაწკაპეთ წაშლა ან უნდობლობა... (Delete or distrust).

მსგავს საკითხებზე

შესანიშნავი მოხალისეები, რომლებიც ამ სტატიის დაწერაში დაგვეხმარნენ:

Illustration of hands

მონაწილეობა

მიიღეთ და გაუზიარეთ გამოცდილება სხვებს. უპასუხეთ კითხვებს და გაამდიდრეთ ჩვენი ცოდნის წყარო.

ვრცლად