როგორ გავასწოროთ დროსთან დაკავშირებული შეცდომები დაცულ საიტებზე

Firefox Firefox ბოლოს განახლებული: 11 hours ago

დაცული საიტის სერტიფიკატები (იმ საიტებისა, რომელთა ბმულის თავსართიცაა "https://") მოქმედია მხოლოდ დროის გარკვეული მონაკვეთისთვის. თუ საიტზე წარმოდგენილია სერტიფიკატის დრო არ შეესაბამება მომხმარებლის კომპიუტერში მითითებულ დროს, Firefox შეცდომას აგდებს, რადგან ვერ ადასტურებს საიტის უსაფრთხოებას.

მოსაგვარებლად უნდა გასწორდეს კომპიუტერში არეული დრო, თარიღი და სასაათე სარტყელი. თუ არ უშველის, მაშინ ხარვეზს სხვა რამ იწვევს, ან თავად სერვერის გაუმართაობა ან ვადაგასული სერტიფიკატი.

დროსთან და თარიღთან დაკავშირებული შეცდომების ჩამონათვალი

გაითვალისწინეთ: საათი თქვენს კომპიუტერში არეულია და მსგავსი შეცდომები უმეტესად მიუთითებს გასასწორებელ თარიღზე. დროსთან დაკავშირებით ზოგიერთი შეცდომა, მათ შორის ფრთხილად: სახიფათოა, აღწერილი იქნება ამ სტატიაში. დროსთან დაკავშირებული სხვა შეცდომები კი, როგორებიცაა, უსაფრთხო დაკავშირება ვერ მოხერხდა ან ვერ დაუკავშირდა: უსაფრთხოების სავარაუდო ხარვეზის გამო, იხილეთ აქ.

Fx67YourComputerClockIsWrong

შეცდომის გვერდზე დაწკაპეთ Advanced („ვრცლად“) ღილაკი და იხილავთ დაწვრილებით ინფორმაციას, შეცდომის შესახებ. დროსთან დაკავშირებული შეცდომის შემთხვევაში, გამოჩნდება ქვემოთ მოცემული რომელიმე კოდი:

SEC_ERROR_EXPIRED_CERTIFICATE
SEC_ERROR_EXPIRED_ISSUER_CERTIFICATE
SEC_ERROR_OCSP_FUTURE_RESPONSE
SEC_ERROR_OCSP_OLD_RESPONSE
MOZILLA_PKIX_ERROR_NOT_YET_VALID_CERTIFICATE
MOZILLA_PKIX_ERROR_NOT_YET_VALID_ISSUER_CERTIFICATE

შეცდომის გვერდზე დაეწერება გაფრთხილება, როცა Firefox დაადგენს, რომ კომპიუტერზე სისტემის დრო შესაძლოა არეული იყოს, ამასთანავე გამოჩნდება აღნიშნული დრო და თარიღი. თუ საათის პარამეტრები მართლაც არეულია, საჭიროა მისი გასწორება ქვემოთ მოცემული მითითებებით. მაშინაც კი, როცა დრო სწორია, საჭიროა გადამოწმდეს სისტემის სასაათო სარტყელი შეესაბამება თუ არა თქვენს მიმდინარე ადგილმდებარეობას.

კომპიუტერზე სისტემის დროის გასწორება

სერტიფიკატებთან დაკავშირებული შეცდომები, უსაფრთხო კავშირის მქონე საიტებზე, რომელიც გამოწვეულია სისტემაში დროის არევით, მოგვარდება საათის, თარიღისა და სასაათო სარტყლის სწორად მითითებით:. შეცვალეთ თარიღისა და საათის პარამეტრები Windows-ის ამოცანათა ზოლიდან ან მიჰყევით მითითებებს:

  1. დააწკაპეთ Windows Start ნიშანი ან დააჭირეთ Windows ღილაკს Windows Key.
  2. Start მენიუში, აირჩიეთ Settings.
  3. პარამეტრებში, მონახეთ Time & language.
  4. Date & time განყოფილებაში შეგიძლიათ იხილოთ დროისა და თარიღის მიმდინარე პარამეტრები. შესაცვლელად, დააწკაპეთ Change ღილაკზე Change date and time-ის ქვემოთ ან ჩამოშალეთ Time zone მენიუ.
    თუ ჩართულია დროისა და სასაათე სარტყლის ავტომატური გამართვა, ხელით ვერ შეძლებთ ჩასწორებას, სანამ არ გამორთავთ.
  5. ცვლილების დასრულების შემდეგ დახურეთ პარამეტრების ფანჯარა.
  1. იმისთვის რომ გამართულ დროს აჩვენებდეს Windows 11, ჯერ დაწკაპეთ Windows Start ღილაკი ან დააჭირეთ Windows-ღილაკს Windows Key.
  2. აკრიფეთ Date საძიებო ველში.
  3. აირჩიეთ Date and Time Settings გვერდითა არეში.
  4. დაწკაპეთ Sync Now რომ დასინქრონდეს სერვერთან.
  5. შეგიძლიათ მიუთითოთ სასაათე სარტყელი Time Zone ღილაკით და აირჩიოთ სასურველი.
  1. Start ეკრანზე, დააჭირეთ Desktop ფილას. გაიხსნება Desktop ეკრანი.
  2. მიიტანეთ მაჩვენებელი ქვედა მარჯვენა კუთხეში Charms ზოლის გამოსატანად.
  3. აირჩიეთ Control Panel charm ზოლის Settings-იდან. გაიხსნება Control Panel ფანჯარა.
    Control Panel - Win8
  4. Control Panel ფანჯარაში, დააწკაპეთ Clock, Language, and Region და შემდეგ Date and Time ბმულზე.
  5. გახსნილ ფანჯარაში იხილავთ მიმდინარე დროისა და თარიღის პარამეტრებს. შესაცვლელად, დააწკაპეთ Change date and time ან Change time zone ღილაკზე.
  6. ცვლილებების დასადასტურებლად დააწკაპეთ OK.
  1. დააწკაპეთ Windows Start ნიშანზე ან დააჭირეთ Windows ღილაკს Windows Key.
  2. Start მენიუში, დააწკაპეთ Control Panel.
    Control Panel - Win7
  3. Control Panel ფანჯარაში, დააწკაპეთ Clock, Language, and Region და შემდეგ Date and Time.
  4. გახსნილ ფანჯარაში გამოჩნდება მიმდინარე დროისა და თარიღის პარამეტრები. პარამეტრების შესაცვლელად, დააწკაპეთ Change date and time ან Change time zone ღილაკზე.
  5. ცვლილებების დასადასტურებლად დააწკაპეთ OK.
  1. დააწკაპეთ Apple მენიუს და აირჩიეთ System Preferences.
  2. System Preferences ფანჯარაში, დააწკაპეთ Date & Time.
  3. გახსნილ ფანჯარაში გამოჩნდება მიმდინარე დროისა და თარიღის პარამეტრები. ჩასასწორებლად, გამორთეთ Set date and time automatically, ხელით შეიყვანეთ დრო, თარიღი და დააწკაპეთ Save ღილაკზე ცვლილებების დასადასტურებლად.
  4. სასაათე სარტყლის პარამეტრების გადასახედად, დააწკაპეთ Time Zone ჩანართზე. შესასწორებლად, გამორთეთ Set time zone automatically using current location, დააწკაპეთ თქვენს მიახლოებით მდებარეობას რუკაზე და აირჩიეთ უახლოესი ქალაქი ჩამოშლილი ჩამონათვალიდან.
  5. ცვლილებების დასრულების შემდეგ დახურეთ ფანჯარა Date & Time.

ვრცლად იხილეთ Apple-ის სტატია როცა არეულ დროს აჩვენებს Mac.

შენიშვნა: თუ თქვენს მოწყობილობაში საათი მუდმივად ირევა ჩართვის შემდეგ, ეს ნიშნავს, რომ ელემენტი, რომელიც საათის კვებისთვისაა განკუთვნილი, დამჯდარია. ვრცლად გაეცანით მწარმოებლის მითითებებს CMOS ელემენტის გამოცვლის შესახებ.

საიტის ხელმძღვანელობასთან დაკავშირება

თუ უსაფრთხო კავშირის მქონე საიტის გახნისას გიგდებთ შეცდომას და უკვე შემოწმებული გაქვთ საათის სისწორე, გთხოვთ დაუკავშირდეთ საიტის მფლობელს და შეატყობინოთ ხარვეზის შესახებ. საიტის მფლობელმა, სავარაუდოდ, უნდა განაახლოს ვადაგასული სერტიფიკატი.

დაგეხმარათ ეს სტატია?

გთხოვთ დაიცადოთ...

შესანიშნავი მოხალისეები, რომლებიც ამ სტატიის დაწერაში დაგვეხმარნენ:

Illustration of hands

მონაწილეობა

მიიღეთ და გაუზიარეთ გამოცდილება სხვებს. უპასუხეთ კითხვებს და გაამდიდრეთ ჩვენი ცოდნის წყარო.

ვრცლად