Web Push შეტყობინებები Firefox-ში

Web Push საშუალებას აძლევს ვებგვერდებს გაცნობოთ ახალი შეტყობინებების ან განახლებული შინაარსის შესახებ. სანამ Firefox გაშვებულია, ვებსაიტებს, რომლებსაც მინიჭებული აქვს ნებართვა, შეუძლიათ შეტყობინებების გამოგზავნა თქვენს ბრაუზერში, რომლებიც გამოისახება ეკრანზე. შეტყობინებები გამოჩნდება მხოლოდ კლავიატურის ღილაკზე დაჭერისას ან ნებისმიერ ადგილას შეხებისას ვებსაიტზე, რომელზეც იმყოფებით. თუ ჯერ არ გქონიათ ურთიერთქმედება ვებსაიტთან, მაშინ შეტყობინებების ნებართვის Notifications icon ხატულა გამოჩნდება მხოლოდ მისამართების ზოლში; თავად შეტყობინება არ გამოჩნდება. შეგიძლიათ მარტივად დართოთ ნება ან გათიშოთ შეტყობინებები და განსაზღვროთ, როგორ გამოჩნდეს.


Push_notificationsFx70AllowNotifications

განახლებული შეტყობინებები

Firefox-ს შეუძლია ეკრანზე შეტყობინებების მიწოდება მაშინაც კი, როცა ეს საიტი არ არის ჩატვირთული. Push API, W3C სტანდარტი საშუალებას აძლევს Firefox-ს, მიიღოთ Push-შეტყობინება და აჩვენოს ნებისმიერ დროს (თუ ნებადართულია მომხმარებლის მიერ). საიტებს ასევე შეუძლია გამოიყენოს Push მონაცემების ფონურად განახლებისთვის, თუნდაც შეტყობინების ჩვენების გარეშე. თუ თქვენ უკვე მიეცით საიტს შეტყობინებების გამოგზავნის ნებართვა, საიტს ასევე შეეძლება, გამოიყენოს Push API. შეგიძლიათ აირჩიოთ, დართოთ თუ არა ნება ცალკეულ ვებსაიტზე შემდეგი მითითებებით:

  1. დააწკაპუნეთ საკეტზე Padlock Fx89 Fx70GreyPadlock მისამართის ველში.
  2. დააწკაპუნეთ ისარზე საიტის შესახებ ჩამოსაშლელ არეში.
  3. დააწკაპუნეთ ვრცლად შემდეგ არეში, რათა გამოჩნდეს გვერდის მონაცემების ფანჯარა.
  4. დააწკაპუნეთ ჩანართზე „ნებართვები“.
  5. შეტყობინებების გამოგზავნის განყოფილებაში აირჩიეთ პარამეტრი: Always Ask, Allow ან Block. თუ ასარჩევი ნაცრისფერია, გააუქმეთ მონიშვნის ველი „ნაგულისხმევის გამოყენება“.

რა არის Web Push?

Web Push არის დამატებითი შესაძლებლობა, რომელიც საშუალებითაც ვებსაიტებს შეეძლება გამოგიგზავნოთ შეტყობინებები მაშინაც კი, როდესაც საიტი არ არის ჩატვირთული. საიტებს ამ ფუნქციით შეუძლიათ მოგაწოდოთ შეტყობინებები ან განაახლონ მონაცემები ფონურად.

მაგალითად, შეგიძლიათ გამოიწეროთ შეტყობინებები თქვენი საყვარელი სავაჭრო ვებსაიტებიდან, რომლებსაც შეუძლია გაცნობოთ ახალი აქციების ან შეთავაზებების შესახებ. შეგიძლიათ გამოიწეროთ შეტყობინებები სხვადასხვა ვებსაიტიდან. საკონცერტო საიტმა შეიძლება შემოგთავაზოთ თქვენი საყვარელი ჯგუფის გამოსვლები. თავად გადაწყვეტთ, ნება მისცეთ ამ საიტს, რომ შეგატყობინოთ და ერთი კვირის შემდეგ მიიღებთ ცნობას, რომ თქვენი ჯგუფი სამოგზაუროდაა.

თქვენ მიიღებთ შეტყობინებებს მხოლოდ იმ საიტებიდან, რომელთათვისაც ნებართვა გაქვთ გაცემული.


როგორ მუშაობს?

ვებსაიტებს შეუძლია ჩადგას Service Worker, ფონური ვებგვერდი შეზღუდული შესაძლებლობებით, რომელითაც გამოიწერს Push-მომსახურებას. შემდეგ ვებსაიტს შეეძლება გამოგზავნოს Push-შეტყობინება Mozilla-ს Web Push მომსახურებით თქვენს ბრაუზერში, რომლითაც დამუშავდება ეს შეტყობინება და გამოჩნდება თქვენს ეკრანზე.

push notification 44

შეტყობინებაზე დაწკაპუნებით შეგიძლიათ გახსნათ ვებსაიტი ან გადახვიდეთ ამ საიტის ჩანართზე, თუ ჩატვირთულია.

რა მონაცემებს ვუზიარებ ვებსაიტს?

ვებსაიტს, რომელსაც მინიჭებული აქვს ნებართვები, შეუძლია გამოგიგზავნოთ Push-შეტყობინებები, როდესაც საიტი არ არის ჩატვირთული. დადგენილი ზღვარი აქვთ ვებსაიტებს push-შეტყობინებების გამოსაგზავნად. ვებსაიტებს, რომლებიც გადააჭარბებს ზღვარს, გაუუქმდება გამოგზავნის საშუალება და მომხმარებელი ხელახლა უნდა ეწვიოს ახლიდან გამოსაწერად. Web Push პირდაპირ არ აძლევს ვებსაიტებს თქვენი IP-მისამართის განსაზღვრის საშუალებას.

რა მონაცემებს იყენებს Firefox, რომ მომაწოდოს Web Push?

Firefox ინარჩუნებს მუდმივ კავშირს push-მომსახურებასთან შეტყობინებების მოსაწოდებლად გახსნისთანავე. კავშირი სრულდება, როცა Firefox დაიხურება. ჩვენ ვიყენებთ შემთხვევით საცნობს (User Agent IDentifier ანუ UAID) ჩვენს სერვერზე თქვენი ბრაუზერისთვის კლიენტის მიერ შედგენილ შემთხვევით საცნობთან ერთად თითოეული push-გამოწერისთვის. როცა რამე გამოწერილი გაქვთ, UAID დასჭირდება push-მომსახურებას შემომავალი შეტყობინებების Firefox-ისკენ გადმომისამართებისთვის. თუ არ გაქვთ push-შეტყობინების მოქმედი გამოწერები, Firefox აბრუნებს UAID-ს თითოეული კავშირისთვის.


Firefox კომპიუტერზე Push-მომსახურებას მართავს Mozilla. Firefox Android-ზე კი იყენებს Mozilla Web Push მომსახურებასა და Google-ის Cloud Messaging პლატფორმის ერთდროულად შეტყობინებების მიწოდებისთვის. მხოლოდ Mozilla-ს აპლიკაციებს შეუძლია WebPush-ის გამოყენება iOS-ზე (გარეშე მხარეებს ეკრძალება WebPush-ის გამოყენება iOS-ზე შეტყობინებების გასაგზავნად iOS-ის სამომხმარებლო ხელშეკრულების მიხედვით).

ორივე შემთხვევაში push-შეტყობინებები დაშიფრულია IETF-დადგენილების მიხედვით და მხოლოდ თქვენს კუთვნილ Firefox-ს შეუძლია მათი გაშიფვრა. დაშიფრული შეტყობინებები ინახება სერვერზე მათ მიწოდებამდე ან ვადის გასვლამდე.

ჩვენ ვინახავთ თქვენს IP-მისამართს 90 დღის განმავლობაში, როგორც ამ მომსახურების ნაწილს. შენახული ინფორმაცია ბათილია, როდესაც იცვლება IP-მისამართი ან UAID. ჩვენ არ ვინახავთ მონაცემებს:

  • სერვერებსა და/ან მომსახურებებზე, რომლებმაც გამოგზავნეს შეტყობინებები
  • როდესაც ცალკეული მომხმარებელის მოწყობილობა იყო ხაზზე/მოქმედი

როგორ გავაუქმო Web Push ნებართვები ცალკეული საიტისთვის?

Firefox-ში Web Push ყოველთვის საჭიროებს წინასწარ თანხმობას. საიტი ვერ გამოგიგზავნით Push-შეტყობინებებს თქვენი ნებართვის გარეშე. იმისათვის, რომ კონკრეტულმა საიტმა არ გამოგიგზავნოთ Push-შეტყობინებები:

  1. მენიუს ზოლზე ეკრანის ზემოთა არეში, დაწკაპეთ Firefox და აირჩიეთ პარამეტრები ან მახასიათებლები თქვენი macOS-ვერსიის შესაბამისად.დაწკაპეთ მენიუს ღილაკზე Fx89menuButton და აირჩიეთ პარამეტრები.
  2. დააწკაპუნეთ პირადულობა და უსაფრთხოება მარცხენა ფანჯრიდან.
  3. გადადით განყოფილებაში საიტის ნებართვები.
  4. დააწკაპუნეთ პარამეტრები… ღილაკზე შეტყობინებების გვერდით.
  5. აირჩიეთ ვებგვერდი.
  6. დააწკაპუნეთ ღილაკზე ვებსაიტის მოცილება.

იმისათვის, რომ არცერთმა საიტმა არ გამოგიგზავნოთ Push-შეტყობინებები, მიჰყევით ზემოთ მოცემულ ნაბიჯებს, მაგრამ კონკრეტული საიტის არჩევის ნაცვლად დააწკაპუნეთ ღილაკზე ყველა ვებსაიტის მოცილება. ვებსაიტები ვერ შეძლებენ თქვენთვის შეტყობინებების გამოგზავნას და მომავალში მათი გასაგზავნად ნებართვა უნდა გთხოვონ.

ცალკეულ ვებგვერდზე შეტყობინებების შესაჩერებლად (საჭიროებს გვერდის გადატვირთვას): დააწკაპუნეთ საკეტზე Fx70GreyPadlock საიტის შესახებ ფანჯრის გამოსატანად, იპოვეთ „შეტყობინებების გამოგზავნის“ ნებართვა და დაწკაპეთ x უჯრაში „ნებადართულის“ გვერდით, უფლების შესაზღუდად.დააწკაპუნეთ ნებართვების ხატულაზე. Fx87PermissionsIconFx89PermissionsIcon საიტის ნებართვების ფანჯრის გამოსატანად, იპოვეთ „შეტყობინებების გამოგზავნის“ ნებართვა და დაწკაპეთ x უჯრაში „ნებადართულის“ გვერდით, უფლების შესაზღუდად.

როგორ დავამატო Web Push ჩემს ვებსაიტს?

Push API დადგენილება განმარტავს, თუ როგორ უნდა შექმნათ Service Worker და გაგზავნოთ push-შეტყობინებები.

როგორ შევაჩერო Firefox-ის მოთხოვნები შეტყობინებების ნებართვის შესახებ?

თუ საიტი მიუთითებს Firefox-ს, რომ სურს შეტყობინებების ჩვენება, Firefox, ჩვეულებრივ, იკითხავს, გსურთ თუ არა ნებართვის გაცემა. შეგიძლიათ მომართოთ Firefox ისე, რომ თავადვე უარყოს ნებართვა უკითხავად. ცვლილების შემდეგაც კი, შეგიძლიათ გამონაკლისი დაუშვათ საიტებზე, რომლებმაც „გსურთ“ გაჩვენოთ შეტყობინებები ან გამოიყენოს Push-შესაძლებლობები.

  1. მენიუს ზოლზე ეკრანის ზემოთა არეში, დაწკაპეთ Firefox და აირჩიეთ პარამეტრები ან მახასიათებლები თქვენი macOS-ვერსიის შესაბამისად.დაწკაპეთ მენიუს ღილაკზე Fx89menuButton და აირჩიეთ პარამეტრები.
  2. დააწკაპუნეთ პირადულობა და უსაფრთხოება მარცხენა ფანჯრიდან.
  3. გადადით განყოფილებაში საიტის ნებართვები.
  4. დააწკაპუნეთ ღილაკზე პარამეტრები… შეტყობინებების მარჯვნივ.
    Fx59Permissions-NotificationSettings
  5. აირჩიეთ ახალი მოთხოვნების შეზღუდვა შეტყობინებების ნებართვის მოთხოვნით მოსანიშნი ველი.
  6. დააწკაპუნეთ ღილაკზე ცვლილებების შენახვა.

დაგეხმარათ ეს სტატია?

გთხოვთ დაიცადოთ...

შესანიშნავი მოხალისეები, რომლებიც ამ სტატიის დაწერაში დაგვეხმარნენ:

Illustration of hands

მონაწილეობა

მიიღეთ და გაუზიარეთ გამოცდილება სხვებს. უპასუხეთ კითხვებს და გაამდიდრეთ ჩვენი ცოდნის წყარო.

ვრცლად