ხომ არ ცდილობდით მოგენახათ Mozilla VPN?
ამ სტატიაში განიხილება თანმომყოლი VPN, რომლითაც აღჭურვილია Firefox, და არა – ცალკე არსებული Mozilla VPN.
თუ იყენებთ პროგრამას Mozilla VPN, გახსენით და მენიუდან აირჩიეთ დახმარება > დაკავშირება მხარდაჭერისთვის.
აგრეთვე შეგიძლიათ ინახულოთ Mozilla VPN – მხარდაჭერის გვერდი.
ჩაშენებული VPN გაეცნობა Firefox-მომხმარებლებს თანდათანობით, მზარდი გამოშვებებით ამჟამად დაფარულია აშშ, ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი და კანადა. შეიძლება ჯერ კიდევ არ იყოს ხელმისაწვდომი თქვენთვის, თუნდაც რომელიმე ამ ქვეყანაში იმყოფებოდეთ, ვინაიდან თანდათანობითი მზარდი გამოშვება გარკვეულ დროს საჭიროებს საყოველთაო ხელმისაწვდომობისთვის.
VPN ჩაშენებული Firefox-შესაძლებლობაა, რომელიც ზრდის პირადულობას თქვენი კავშირების გატარებით დაცული შუამავალი სერვერის გავლით და თქვენი IP-მისამართის შენიღბვით. აღნიშნული შესაძლებლობა გულისხმობს ყოველთვიურად გამოყოფილ 50 ᲒᲑ მოცულობას. Firefox გაცნობებთ, როცა ამოწურვის დრო მოახლოვდება, ამომხტომი შეტყობინებით ბრაუზერშივე. ხელმისაწვდომი იქნება შეზღუდული რაოდენობის მომხმარებლებისთვის გამოშვების საწყის საფეხურზე, დაწყებული Firefox-ვერსიიდან 149.
მაშინ როცა, Mozilla VPN იცავს მთლიან მოწყობილობას, ჩაშენებული VPN მხოლოდ შენიღბავს იმ მონაცემებს, რომელთა წყაროცაა Firefox. მისი გამოყენება უფასოა და არ საჭიროებს საგადასახადო ხელშეკრულებას.
იმისთვის, რომ გამოიყენოთ VPN, უნდა იყოთ შესული Mozilla-ანგარიშით. როცა ხელმისაწვდომი იქნება თქვენთვის, გაცნობებთ Firefox ხელსაწყოთა ზოლზე მოწვევით მის გასამართად.
BlockAboutConfig უზრუნველყოფს ხელოვნურ აღკვეთას ამ და სხვა მხარდაუჭერელი შესაძლებლობების ამოქმედებისა, აგრეთვე, იქნება საშუალება, ცალკეც აღიკვეთოს ახალი დებულებით IPProtectionAvailable, მოყოლებული 7 აპრილის გამოშვებიდან 149.0.1.სარჩევი
- 1 როგორაა შესაძლებელი VPN ჩაირთოს Firefox-ში
- 2 როგორაა შესაძლებელი VPN გამოირთოს Firefox-ში
- 3 ვებსაიტის პარამეტრების მართვა
- 4 ხშირი შეკითხვები
- 4.1 არის ვებსაიტები, რომლებიც გამორიცხულია VPN-დაცვიდან?
- 4.2 შემიძლია ჩვეულებრივ გამოვიყენო Firefox, როცა VPN ჩართულია?
- 4.3 მეწურება VPN-მოცულობა. როდის აღდგება?
- 4.4 იცავს VPN ჩემს მოწყობილობას სრულად?
- 4.5 როგორ განკარგავს Mozilla ჩემს მონაცემებს?
- 4.6 რა მოხდება, თუ გადავწყვეტ გამოვიწერო Mozilla VPN?
- 4.7 როგორ გამოვრთო ან მოვაცილო VPN ხელსაწყოთა ზოლიდან?
- 4.8 საიდან შემიძლია დახმარების მიღება ან გამოხმაურება?
- 5 მსგავსი საკითხები
როგორაა შესაძლებელი VPN ჩაირთოს Firefox-ში
- მონახეთ VPN-ის გამართვის არე თქვენი Firefox-ხელსაწყოების ზედა მარჯვენა მხარეს. თუ არ ჩანს, დაწკაპეთ VPN-ხატულა ხელსაწყოთა ზოლზე.
- დაწკაპეთ ღილაკს გამართვის წამოწყებისთვის.
- შენიშვნა: ეს არე შეიძლება გამოჩნდეს ორჯერ. თუ აირჩიეთ არა, გმადლობთ მეორედ გამოჩენისას, VPN-ხატულა მოცილდება ხელსაწყოთა ზოლიდან. (დასაბრუნებლად შეგიძლიათ აირჩიოთ ხელსაწყოთა ზოლის მორგება)
- შედით ან შექმენით Mozilla-ანგარიში
- გაიხსნება გვერდი და გამოჩნდება შესვლის არე. მიჰყევით მითითებებს.
- დასრულებისთანავე გამოჩნდება VPN-არე.
- გამოიყენეთ ღილაკი აღნიშნულ VPN-არეში მის ასამოქმედებლად.
- თუ არ ჩანს არე, დაწკაპეთ VPN-ხატულა ხელსაწყოთა ზოლზე.
- როგორ ამოქმედდეს/გაუქმდეს VPN
- გამოიყენეთ გადართვის ღილაკი VPN-არეში, რომ ჩაირთოს ან გამოირთოს VPN ცალკეული საიტისთვის Firefox-ში.
Firefox გაატარებს თქვენს ვებკავშირებს საუკეთესო ხელმისაწვდომი შუამავალი სერვერით.
როგორაა შესაძლებელი VPN გამოირთოს Firefox-ში
გარდა იმისა, რომ შეგიძლიათ აამოქმედოთ/გააუქმოთ VPN ცალკეული საიტისთვის Firefox-ში, შეგიძლიათ სრულადაც გათიშოთ.
- გახსენით VPN-არე ხელსაწყოთა ზოლიდან.
- დაწკაპეთ ღილაკი .
ვებსაიტის პარამეტრების მართვა
თუ გსურთ, რომ ზოგიერთმა საიტმა არ გამოიყენოს VPN, შეგიძლიათ მათი გამონაკლისებში დამატება.
- მენიუს ზოლზე ეკრანის ზემოთა არეში, დაწკაპეთ და აირჩიეთ ან თქვენი macOS-ვერსიის შესაბამისად.დაწკაპეთ მენიუს ღილაკზე
და აირჩიეთ .
- მონახეთ და ჩაუყევით არემდე VPN.
- დაწკაპეთ .
- დაამატეთ ვებსაიტები, რომელთაც გამონაკლისად მიიჩნევს VPN.
- დაწკაპეთ .
თუ გსურთ ვებსაიტების მოცილება სიიდან:
- აირჩიეთ ვებსაიტი სიიდან მოსაცილელბად.
- დაწკაპეთ ღილაკს .
- სანაცვლოდ აგრეთვე შეგიძლიათ დაწკაპოთ .
ხშირი შეკითხვები
არის ვებსაიტები, რომლებიც გამორიცხულია VPN-დაცვიდან?
ზოგიერთი მნიშვნელოვანი Mozilla-მომსახურება გამორიცხულია VPN-დამისამართებიდან, რომ ანგარიშზე შესვლამ, VPN-კავშირის წამოწყებამ და საჯარო WiFi-ქსელში შემშვებმა ეკრანმა შეუფერხებლად იმუშაოს. ყველა სხვა მოქმედებას Firefox უსაფრთხოდ გაატარებს, როცა VPN ჩართულია.
შემიძლია ჩვეულებრივ გამოვიყენო Firefox, როცა VPN ჩართულია?
დიახ. VPN არ იმოქმედებს თქვენ მიერ გვერდების ჩვეულ მონახულებაზე. მიუხედავად ამისა, გაითვალისწინეთ ყოველთვიურად გამოყოფილი 50 ᲒᲑ მოცულობის შეზღუდვა.
მეწურება VPN-მოცულობა. როდის აღდგება?
თქვენი VPN-მოცულობა აღდგება ყოველი კალენდარული თვის პირველ რიცხვში. აღდგენისთანავე შეგეძლებათ კვლავ გამოიყენოთ VPN.
იცავს VPN ჩემს მოწყობილობას სრულად?
არა. ჩაშენებული VPN მხოლოდ ფარავს თქვენს IP-მისამართსა და მდებარეობას, როცა იყენებთ Firefox-ს. იგი ვერ გაატარებს უსაფრთხოდ თქვენი მოწყობილობის სხვა პროგრამებიდან წამოსულ კავშირებს. მოწყობილობის სრული დაცვისთვის შემოთავაზებულია Mozilla VPN.
როგორ განკარგავს Mozilla ჩემს მონაცემებს?
ჩვენ ვაგროვებთ ტექნიკურ მონაცემებს მომსახურების მოწოდების, მდგრადობის შენარჩუნებისა და წარმადობის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე, გამოყენების შემთხვევებს მოხმარების გასარკვევად და მითითებების გასაუმჯობესებლად. მაგალითად, შეიძლება აღვრიცხოთ, კავშირი წარმატებით დამყარდა, თუ ჩაიშალა ან 2 ᲒᲑ მოცულობა რომ გაიხარჯა რომელიმე დღეს.
რაც მთავარია, VPN არასდროს აღრიცხავს მონახულებულ ვებსაიტებსა თუ გატარებულ მასალასა და ნაჩვენებ შიგთავსს.
რა მოხდება, თუ გადავწყვეტ გამოვიწერო Mozilla VPN?
VPN უფასოა მხოლოდ ბრაუზერის შიგნით. თუ გადაწყვეტთ, გამოიწეროთ Mozilla VPN, მიიღებთ მოწყობილობის დონეზე დაცვას, რომელშიც მოიაზრება:
- კავშირების დაშიფვრა ყველა პროგრამისა თუ მომსახურებისთვის, არამხოლოდ Firefox-ში.
- დამატებითი შესაძლებლობები პირადულობის ასამაღლებლად და უკეთ მორგებისთვის.
თუ გამოწერილი გაქვთ Mozilla VPN, სასურველი იქნება, მოაცილოთ VPN-ნიშანი ხელსაწყოთა ზოლიდან, რომ თავიდან აიცილოთ კავშირის ორმაგი გადამისამართება. Windows-ზე აგრეთვე შეგიძლიათ დაამატოთ Mozilla VPN გაფართოების მეშვეობითაც, მეტად შედეგიანად გამოყენებისთვის.
როგორ გამოვრთო ან მოვაცილო VPN ხელსაწყოთა ზოლიდან?
მარჯვენა წკაპით VPN-ნიშანზე ხელსაწყოთა ზოლის არეში აირჩიეთ . მოგვიანებით მის დასაბრუნებლად გამოიყენეთ ხელსაწყოთა ზოლის მორგების მენიუ.
საიდან შემიძლია დახმარების მიღება ან გამოხმაურება?
ეწვიეთ Mozilla-მხარდაჭერას კითხვებისთვის და დახმარების მისაღებად. გამოხმაურებებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ Mozilla Connect, სასაუბრო განყოფილება.