წინა ჯერზე გახსნილი ჩანართების აღდგენა

შეამოწმეთ about:sessionrestore

წინა ჯერზე გახსნილი ჩანართები და ფანჯრები თუ დაგეკარგათ დახურვის შემდგომ, უნდა ვიმედოვნოთ, რომ თავისით დაბრუნდება ხელახლა ჩართვისას, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, ჩაწერეთ მისამართების ველში about:sessionrestore. გამოტანილი გვერდი უნდა გამოიყურებოდეს შემდეგნაირად:

Fx97RestoreSessionsession1

თუ ეს გვერდი ცარიელია ან ღილაკი Restore Session (სეანსის აღდგენა) გათიშულია, განაგრძეთ კითხვა.

აღადგინეთ დამარქაფებული ფაილიდან

  1. Firefox-ის მისამართების ველში ჩაწერეთ about:support და გახსენით გაუმართაობის აღსადგენი მონაცემების გვერდი.
  2. ძირითადი მონაცემების (Application Basics) განყოფილებაში, დაწკაპეთ ღილაკი Show in Finder (Finder-ით ჩვენება)Open Folder (საქაღალდის გახსნა)Open Directory (დირექტორიის გახსნა) , რომელიც პროფილის საქაღალდის ველის გასწვრივაა (სურათზე მაგალითისთვის ნაჩვენებია macOS).
    Fx97aboutsupportOpenProfileFoldersession2
  3. გაიხსნება პროფილის საქაღალდე თავისი ფაილების ჩამონათვალით.
  4. ამ პროფილის საქაღალდეში (მაგალითად, დასახელებით xxxxxxxx.default-release) ოდნავ ქვემოთ თუ ჩაუყვებით, იპოვით ქვესაქაღალდეს sessionstore-backups, რომელშიც დამარქაფებულია წინა სეანსები.
  5. შექმენით სადმე ამ sessionstore-backups საქაღალდის ასლი.
  6. დახურეთ Firefox. საზოგადოდ, სასურველია აირიდოთ ფაილებზე ზემოქმედება (გადატანა, ასლის შექმნა, წაშლა), როცა Firefox გაშვებულია, მაგრამ ამ შემთხვევაში დამარქაფებული სეანსების საქაღალდე მეტად მნიშვნელოვანია და მალევეა საჭირო მისი ასლის შენახვა.
  7. აგრეთვე გადაიტანეთ ფაილი sessionstore.jsonlz4 რამე სხვა ადგილას (მაგალითად სამუშაო ეკრანზე (desktop)). გადატანა წაშლის ნაცვლად უმჯობესია ხოლმე წინდახედულებისთვის.
    გაითვალისწინეთ: ეს ფაილი არ დაგხვდებათ, როცა Firefox გაშვებულია.
  8. გადადით თქვენ მიერ გადანახულ sessionstore-backups საქაღალდეში.
  9. გაარჩიეთ ფაილები ჩასწორების თარიღის მიხედვით (სახელები შეგიძლიათ უგულებელყოთ, ყველა მათგანი გამოდგება აღდგენისთვის). თუ ბოლოს ჩასწორებული ზომაში მეტად მცირეა, შეიძლება ცარიელი აღმოჩნდეს და უმჯობესია, უფრო დიდი ზომის მქონე აარჩიოთ.
  10. აიღეთ ამ ფაილის ასლი და განათავსეთ პროფილის მთავარ საქაღალდეში (ოღონდ არა თავდაპირველ ქვესაქაღალდეში sessionstore-backups, არამედ მის ზემოთ).
  11. გადაარქვით და დააწერეთ sessionstore.jsonlz4.
  12. გაუშვით Firefox. თუ მხოლოდ რომელიმე ერთი ფანჯარა აღდგა, Ctrl-N ღილაკებით დამატებით გახსენით ახალი ფანჯარა ან მენიუში მონახეთ ისტორია და ბოლოს დახურული ჩანართები.
გაფრთხილება: დარწმუნდით, რომ ფაილების დასათვალიერებელ პროგრამაში არაა დამალული ცნობილი სახეობის გაფართოებები (როგორებიცაა .js და .jsonlz4), რომ სრულყოფილად მოახერხოთ სახელის შეცვლა და გადარქმევა.

შეჯამება

თუ მიიჩნევთ, რომ მიდრეკილი ხართ მონახულებული გვერდების დაკარგვისკენ – განსაკუთრებით ბევრი გახსნილი ჩანართის შემთხვევაში – ან მხოლოდ თავის დაზღვევა გსურთ, რჩეული გაფართოება Tabs Session Manager დაგეხმარებათ სეანსების უსაფრთხოდ გადანახვაში.


მასალის წყაროა როგორ აღვადგინოთ მონახულებული გვერდები მარქაფიდან (reddit.com/r/firefox)

დაგეხმარათ ეს სტატია?

გთხოვთ დაიცადოთ...

შესანიშნავი მოხალისეები, რომლებიც ამ სტატიის დაწერაში დაგვეხმარნენ:

Illustration of hands

მონაწილეობა

მიიღეთ და გაუზიარეთ გამოცდილება სხვებს. უპასუხეთ კითხვებს და გაამდიდრეთ ჩვენი ცოდნის წყარო.

ვრცლად