ვებგვერდების თარგმნა Firefox iOS-ში

Firefox - iOS Firefox - iOS შექმნილი:

Firefox iOS-ზე ვერსიიდან 146 გთავაზობთ ახალ, პირადულობის უზრუნველმყოფ თარგმნის შესაძლებლობას, რომლითაც შეძლებთ მხარდაჭერილი ვებგვერდების თარგმნას თქვენს მოწყობილობაში შერჩეულ ენაზე. თარგმნა სრულდება უშუალოდ მოწყობილობაზე; არანაირი მონაცემი არ იგზავნება ღრუბლოვან მომსახურებებში, ასე რომ, თქვენ მიერ მონახულებული გვერდების შესახებ ინფორმაცია რჩება პირადი.

Firefox თავადვე დაადგენს, არის თუ არა გვერდი მხარდაჭერილ ენაზე და განსხვავდება თუ არა, მოწყობილობაში შერჩეული ენისგან, შემდეგ კი შემოგთავაზებთ ამ გვერდის თარგმნას.

მოცემული შესაძლებლობა ჯერჯერობით საცდელია და Firefox-ის მომხმარებლები მიიღებენ თანდათანობითი გამოშვებებით. ყველასთან შეიძლება ჯერ კიდევ არ იყოს ხელმისაწვდომი.

თარგმნის ხელსაწყოთა ზოლის გამოყენება

  1. გახსენით Firefox თქვენს iPhone ან iPad მოწყობილობაზე და ეწვიეთ ვებგვერდს.
  2. თუ Firefox აღმოაჩენს მხარდაჭერილ ენას, რომელიც განსხვავდება თქვენს მოწყობილობაში შერჩეული ენისგან, თარგმნის არე გამოჩნდება ეკრანის ქვემოთა ნაწილში.
    translationios
  3. შეეხეთ თარგმნის ხატულას გვერდის მოწყობილობის ენაზე გადასაყვანად.
    translationios2
  4. თავდაპირველ ენაზე დასაბრუნებლად კვლავ შეეხეთ თარგმნის ხატულას.
შენიშვნა: თარგმანებით ამჟამად მხოლოდ მხარდაჭერილია გერმანული, ესპანური, ფრანგული, იაპონური, პორტუგალიური და ინგლისური. ენების ხელმისაწვდომობა შეიძლება შეიცვალოს, როგორც კი Firefox თარგმანებში დაამატებს სხვა ენების მხარდაჭერასაც.

თარგმნის პარამეტრების მორგება

შეგიძლიათ მართოთ, თუ როგორ და როდის შემოგთავაზებთ Firefox ვებგვერდების თარგმნას.

  1. შეეხეთ მენიუს ხატულას (სამ წერტილს) ეკრანის ქვემოთა ნაწილში.
  2. იხილეთ პარამეტრები.
  3. შეეხეთ თარგმნას განყოფილებაში ზოგადი.
    translationios3
  4. აქედან შეგიძლიათ ჩართოთ ან გამორთოთ თვითთარგმნის შემოთავაზებები.
    translationios4

თუ გათიშავთ თარგმნის შემოთავაზებებს, Firefox თავისით აღარ შემოგთავაზებთ თარგმნას მხარდაჭერილ გვერდებზე.

თარგმნის ნაკლული სამართავის გამოსწორება

თუ ვერ ხედავთ თარგმნის არეს, თარგმნის ხატულას ან თარგმნის ასარჩევს პარამეტრებში:

  1. გადაამოწმეთ, რომ გიყენიათ Firefox iOS-ზე ვერსია 146 ან უფრო ახალი.
  2. Firefox განაახლეთ App-Store-იდან, როცა განახლება ხელმისაწვდომი იქნება.
  3. გადაამოწმეთ, არის თუ არა ვებგვერდი მხარდაჭერილ ენაზე, რომელიც განსხვავდება თქვენს მოწყობილობაში არჩეული ენისგან. Firefox შეიძლება არ გთავაზობდეთ იმ გვერდის თარგმნას, რომლის ენაც ემთხვევა მოწყობილობის ენას.
  4. შეამოწმეთ თარგმნის პარამეტრებში, ხომ ნამდვილად ჩართულია თარგმნის შემოთავაზება.
  5. ვინაიდან შესაძლებლობა ვრცელდება თანდათანობითი გამოშვებებით, შესაძლოა, ჯერ არ იყოს ხელმისაწვდომი თქვენს მოწყობილობაზე მიუხედავად იმისა, რომ უკვე მხარდაჭერილი Firefox გიყენიათ.

თუ ენა არაა შემოთავაზებული, მოცემული ენიდან ან ენაზე თარგმანი შეიძლება არ იყოს ერთობლივად მხარდაჭერილი. ქვეყნის ან მხარის შეცვლით ვერ დადგინდება, არის თუ არა ესა თუ ის ენა ხელმისაწვდომი.


ხშირად დასმული კითხვები

რატომ ვერ ვხედავ თარგმნის ღილაკს?

აღნიშნულ შესაძლებლობას Firefox გთავაზობთ iOS-ზე ვერსიიდან 146. გასაახლებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ App Store, თუ არ ჩანს განახლებული.

თუ უკვე გიყენიათ 146 ან უფრო ახალი, გადაამოწმეთ, მოცემული გვერდი არის თუ არა იმ მხარდაჭერილ ენაზე, რომელიც განსხვავდება თქვენს მოწყობილობაში არჩეული ენისგან და, ამასთანავე, ჩართულია თარგმნის შემოთავაზებები. გარდა ამისა, შეიძლება, თანდათანობითი გამოსვლის გამო მოცემულ შესაძლებლობას ჯერ არ მოუღწევია თქვენს მოწყობილობამდე.

შემიძლია ავირჩიო, რომელ ენაზე ითარგმნოს?

ჯერჯერობით არა. ამ დროისთვის Firefox iOS-ზე გთავაზობთ მხოლოდ მოწყობილობაში შერჩეულ ენაზე თარგმანს.

ეს ნიშნავს, რომ თქვენი მხარის ან ადგილმდებარეობის შეცვლა თავისთავად არ შეცვლის თარგმანის ენას.

რომელი ენების თარგმნას შეძლებს Firefox?

Firefox iOS-ზე ამჟამად მხარს უჭერს გერმანულ, ესპანურ, ფრანგულ, იაპონურ, პორტუგალიურსა და ინგლისურ ენებს. მხარდაჭერა დამოკიდებულია ორივეზე, ვებგვერდის ენაზეც და იმ ენაზეც, რომელიც არჩეულია მოწყობილობაში.

სხვა ენები ხელმისაწვდომი მაშინ გახდება, როცა Firefox თარგმანებში გააფართოებს ენების მხარდაჭერას.

შემიძლია გვერდის მხოლოდ ნაწილი ვთარგმნო?

არა. Firefox ამჟამად თარგმნის ვებგვერდს სრულად.

შემიძლია ნათარგმნის უკან დაბრუნება?

დიახ. შეეხეთ თარგმნის ხატულას კვლავ, რომ დააბრუნოთ თავდაპირველ ენაზე.

მსგავსი საკითხები

შესანიშნავი მოხალისეები, რომლებიც ამ სტატიის დაწერაში დაგვეხმარნენ:

Illustration of hands

მონაწილეობა

მიიღეთ და გაუზიარეთ გამოცდილება სხვებს. უპასუხეთ კითხვებს და გაამდიდრეთ ჩვენი ცოდნის წყარო.

ვრცლად