შერეული შიგთავსის შეზღუდვა Firefox-ში
გადამუშავების მონაცემები
- გადამუშავების id: 162793
- შექმნილი:
- შემქმნელი: G12r
- შენიშვნა: fixed link of section
- განხილულია: დიახ
- განხილულია:
- მიმომხილველი: Georgianizator
- დამოწმებულია? დიახ
- ეს მიმდინარე გადამუშავებაა? არა
- მზადაა გადასათარგმნად: არა
გადამუშავებულის წყარო
გადამუშავებულის შიგთავსი
Firefox გიცავთ შეტევისგან, სახიფათო, დაუცველი შიგთავსის შეზღუდვით იმ ვებგვერდებზე, რომლებიც უსაფრთხოდაა მიჩნეული. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ვრცლად, თუ რას ნიშნავს შერეული შიგთავსი და როდის იზღუდება ის Firefox-ში.
სარჩევი
რას გულისხმობს შერეული შიგთავსი და რა საფრთხეებს შეიცავს?
ნიმუში „შერეულიშიგთავსი“ არ არსებობს ან არ გააჩნია დამოწმებული გადამუშავება.
როგორ გავარკვიო, გვერდი შეიცავს თუ არა შერეულ შიგთავსს?
არსებობს ორი სახის შერეული შიგთავსი: შერეული უმოქმედო შიგთავსი და შერეული მოქმედი შიგთავსი. განსხვავება მდგომარეობს საფრთხის დონეში. დააკვირდით ნიშანს თქვენი ბრაუზერის მისამართების ველში იმის გამოსარკვევად, არის თუ არა გვერდზე შერეული შიგთავსი.
შერეული შიგთავსის გარეშე: დაცული
: თქვენ დაინახავთ მწვანე საკეტის ნიშანს, როდესაც იმყოფებით სრულიად უსაფრთხო გვერდზე. იმის გამოსარკვევად, Firefox-ს შეზღუდული აქვს თუ არა გვერდის დაუცველი ნაწილები, დააწკაპეთ მწვანე საკეტის ხატულაზე. ვრცლად, ქვემოთ იხილეთ განყოფილება: შერეული შიგთავსის დაშვება.
შერეული შიგთავსი შეზღუდულია: დაცული
: თქვენ დაინახავთ მწვანე საკეტის ნიშანს ნაცრისფერი გამაფრთხილებელი სამკუთხედით, როცა Firefox შეზღუდავს დაუცველ ნაწილებს გვერდზე. ეს ნიშნავს, რომ გვერდი ახლა უკვე უსაფრთხოა. დააწკაპეთ ხატულაზე Control Center ჩამოსაშლელად და გვერდის უსაფრთხოების მონაცემების, ვრცლად სანახავად.
შერეული შიგთავსი არაა შეზღუდული: დაუცველია
: თუ ხედავთ წითლად გადახაზულ საკეტს, გვერდი შეიცავს შერეულ მოქმედ შიგთავსს და Firefox არ ზღუდავს დაუცველ ნაწილებს. ასეთი გვერდი ღიაა თვალყურის დევნების მსურველებისა და შემტევებისთვის, შედეგად, შესაძლოა თქვენი პირადი მონაცემები მოიპარონ. თუ თავად არ დაუშვებთ შერეულ შიგთავსს, სტატიის მომდევნო განყოფილებაში მოცემული მითითებებით, ასეთ ნიშანს, ჩვეულებრივ არ უნდა ხედავდეთ.
: ნაცრისფერი საკეტის ნიშანი, ნარინჯისფერი სამკუთხედით მიუთითებს, რომ Firefox არ ზღუდავს დაუცველ უმოქმედო შიგთავსს, როგორიცაა სურათები. Firefox, ნაგულისხმევად არ ზღუდავს ხოლმე შერეულ უმოქმედო შიგთავსს; თქვენ უბრალოდ დაინახავთ გაფრთხილებას, რომ გვერდი არაა სრულად დაცული. შემტევებს, აქვთ შესაძლებლობა, გარდაქმნან ამ გვერდის ნაწილები, მაგალითად, არსებული სურათების ნაცვლად, გამოაჩინონ თაღლითური ან შეუსაბამო შიგთავსი, შეცდომაში შეყვანის ან მოტყუების მიზნით, თუმცა, არ შეეძლებათ თქვენი პირადი მონაცემების, პირდაპირ საიტიდან მოპარვა.
ვრცლად, შერეული მოქმედი და უმოქმედო შიგთავსის შესახებ, იხილეთ სტატია Mozilla-ს შემმუშავებლების საიტზე.
შერეული შიგთავსის დაშვება
შერეულ შიგთავსზე შეზღუდვის მოხსნა, არაა სასურველი, მაგრამ შესაძლებელია, საჭიროების შემთხვევაში:
- დააწკაპეთ საკეტის ნიშანს, მისამართების ველში.
- დააწკაპეთ ისარზე, სამართავ არეში.
- დააწკაპეთ ღილაკზე
დაცვის ჩასართავად, მიჰყევით ზემოაღნიშნულ ნაბიჯებს და დააწკაპეთ ღილაკზე
(დაცვის ჩართვა).