დაწყებული Firefox 135 ვერსიიდან, მოთხოვნა „არ მითვალთვალო“ აღარაა პარამეტრებში ხელმისაწვდომი და მოცილებულია. ბევრი საიტი არ ითვალისწინებდა ამ მიმართვას მომხმარებლის პირადულობის პატივსაცემად და ზოგ შემთხვევაში ამცირებდა კიდეც პირადულობის დაცვის ხარისხს. თუ სურვილი გაქვთ, საიტებს სთხოვოთ პატივი სცენ თქვენს პირადულობას, შეგიძლიათ პარამეტრებში სანაცვლოდ იხილოთ — „ეცნობოს ვებსაიტებს, რომ არ მსურს გაყიდონ ან გააზიარონ ჩემი მონაცემები“ — რომელიც ეფუძნება „პირადულობის საყოველთაო მართვის“ (Global Privacy Control — GPC) შესაძლებლობას. GPC გათვალისწინებულია არაერთი საიტის მხრიდან, რომელთა რაოდენობაც მზარდია და ზოგიერთ მხარეში სამართლებრივადაც მოითხოვება. იხილეთ ვრცლად პირადულობის საყოველთაო მართვა.
გთხოვთ გაეცნოთ რჩევებს ქსელში პირადულობის დაცვის შესახებ, გვერდების მონახულებისას პირადი მონაცემების სხვა გზებით დასაცავადაც.
თვალის დევნება
მოთხოვნა „არ მითვალთვალო“ მოცილებულია Firefox 135 ვერსიიდან. გთხოვთ გაეცნოთ ზემოთ ყვითლად გამოყოფილ მასალას დამატებითი ინფორმაციისთვის.
უკეთ გასარკვევად, თუ როგორ გიცავთ Firefox მეთვალყურეებისგან, იხილეთ პირადი ფანჯრები და SmartBlock თვალთვალისგან გაძლიერებული დაცვისთვის.