Firefox სხვა ენებზე

გადამუშავებული ვერსიის მონაცემები
  • გადამუშავებული ვერსიის id: 265222
  • შექმნილი:
  • შემქმნელი: G12r
  • შენიშვნა: improve text
  • განხილულია: დიახ
  • განხილულია:
  • მიმომხილველი: Georgianizator
  • დამოწმებულია? დიახ
  • ეს მიმდინარე ვერსიაა? არა
  • მზადაა გადასათარგმნად: არა
გადამუშავებული ვერსიის წყარო
გადამუშავებული ვერსიის შიგთავსი

Firefox საშუალებას გაძლევთ იხილოთ მენიუები, შეტყობინებები და ნებისმიერი წარწერა Firefox-ის სამუშაო გარსში სხვა ენაზე.

მითითება: ვებგვერდების სასურველ ენაზე მისაღებად, იხილეთ ენის შერჩევა, მრავალენოვანი ვებგვერდისთვის.

Firefox-ის გადაყვანა სხვა ენაზე

ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეუცვალოთ ენა Firefox-ის მენიუებს, შეტყობინებებსა და დანარჩენ წარწერებს.

  1. მენიუს ზოლზე ეკრანის ზემოთა არეში, დაწკაპეთ Firefox და აირჩიეთ პარამეტრები ან მახასიათებლები თქვენი macOS-ვერსიის შესაბამისად.დაწკაპეთ მენიუს ღილაკზე Fx89menuButton და აირჩიეთ პარამეტრები.
  2. მთავარი (General) არეში აირჩიეთ ენა ჩამოსაშლელი მენიუდან.
  3. ხელახლა გაუშვით Firefox.
გაითვალისწინეთ: თუ გიყენიათ Firefox Developer Edition ან Firefox Nightly, დაგჭირდებათ ხელახლა გადმოწერა იმ ენისთვის, რომლის გამოყენებაც გსურთ, იხილეთ here.

ენების დამატება Firefox-ის გარსისთვის

მიჰყევით შემდეგ ნაბიჯებს, ენის დასამატებლად Firefox-ში.

  1. მენიუს ზოლზე ეკრანის ზემოთა არეში, დაწკაპეთ Firefox და აირჩიეთ პარამეტრები ან მახასიათებლები თქვენი macOS-ვერსიის შესაბამისად.დაწკაპეთ მენიუს ღილაკზე Fx89menuButton და აირჩიეთ პარამეტრები.
  2. მთავარი განყოფილების ენის არეში, დაწკაპეთ სხვა ენების ძიება (Search for more languages) ჩამოსაშლელი მენიუდან.
  3. დაწკაპეთ ენის მითითება დასამატებლად (Select language to add) და აირჩიეთ სასურველი მათგანი, შემდეგ კი დაწკაპეთ დამატება (Add).
  4. გამოიყენეთ აწევის ან ჩამოწევის ღილაკი მიმდევრობის შესაცვლელად, ანდა მოცილება ენის სიიდან ამოსაშლელად.
  5. დაწკაპეთ კარგი (OK) ცვლილებების შესანახად.
Firefox გამოაჩენს პირველ ენას ნაგულისხმევად, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დამატებითს, რიგითობის მიხედვით.

დამატებითი ენის მიმდევრობის დაყენება

თუ Firefox-ის რამე ნაწილი არაა ხელმისაწვდომი თქვენს ენაზე, Firefox გამოიყენებს მომდევნო ენას, რომელიც დანარჩენების ზემოთაა.

  1. მენიუს ზოლზე ეკრანის ზემოთა არეში, დაწკაპეთ Firefox და აირჩიეთ პარამეტრები ან მახასიათებლები თქვენი macOS-ვერსიის შესაბამისად.დაწკაპეთ მენიუს ღილაკზე Fx89menuButton და აირჩიეთ პარამეტრები.
  2. ენის არეში, დაწკაპეთ დამატებითის მითითება(Set Alternatives) რომ გაიხსნას Firefox-ის ენის პარამეტრების ფანჯარა.
  3. აირჩიეთ ენა და გამოიყენეთ აწევის ან ჩამოწევის ღილაკი მიმდევრობის შესაცვლელად, ანდა მოცილება ენის სიიდან ამოსაშლელად.