Firefox სხვა ენებზე

გადამუშავებული ვერსიის მონაცემები
  • გადამუშავებული ვერსიის id: 235489
  • შექმნილი:
  • შემქმნელი: G12r
  • შენიშვნა: correct
  • განხილულია: დიახ
  • განხილულია:
  • მიმომხილველი: Georgianizator
  • დამოწმებულია? დიახ
  • ეს მიმდინარე ვერსიაა? არა
  • მზადაა გადასათარგმნად: არა
გადამუშავებული ვერსიის წყარო
გადამუშავებული ვერსიის შიგთავსი

Firefox საშუალებას გაძლევთ გამოაჩინოთ მენიუები, შეტყობინებები და ნებისმიერი წარწერა Firefox-ის სამუშაო გარსში, სხვადასხვა ენაზე.

მითითება: ვებგვერდების სასურველ ენაზე მისაღებად, იხილეთ ენის შერჩევა, მრავალენოვანი ვებგვერდისთვის.

Firefox-ის გადაყვანა სხვა ენაზე

ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეუცვალოთ ენა Firefox-ის მენიუებს, შეტყობინებებსა და დანარჩენ წარწერებს.

  1. მენიუს ზოლზე ეკრანის ზემოთა არეში, დაწკაპეთ Firefox და აირჩიეთ პარამეტრები ან მახასიათებლები თქვენი macOS-ვერსიის შესაბამისად.დაწკაპეთ მენიუს ღილაკზე Fx89menuButton და აირჩიეთ პარამეტრები.
  2. მთავარი (General) განყოფილების ენის (Language) არეში, აირჩიეთ ენა ჩამოსაშლელი მენიუდან.
  3. ხელახლა გაუშვით Firefox.

ენების დამატება Firefox-ის გარსისთვის

მიჰყევით შემდეგ ნაბიჯებს, ენის დასამატებლად Firefox-ში.

  1. მენიუს ზოლზე ეკრანის ზემოთა არეში, დაწკაპეთ Firefox და აირჩიეთ პარამეტრები ან მახასიათებლები თქვენი macOS-ვერსიის შესაბამისად.დაწკაპეთ მენიუს ღილაკზე Fx89menuButton და აირჩიეთ პარამეტრები.
  2. მთავარი განყოფილების ენის არეში, დაწკაპეთ სხვა ენების ძიება (Search for more languages...) ჩამოსაშლელი მენიუდან.
  3. დაწკაპეთ ენის მითითება დასამატებლად (Select language to add...) და აირჩიეთ სასურველი მათგანი, შემდეგ კი დაწკაპეთ დამატების (Add) ღილაკზე.
  4. გამოიყენეთ აწევის ან ჩამოწევის ღილაკი, მიმდევრობის შესაცვლელად, ან კიდევ მოცილება, ენის სიიდან ამოსაშლელად.
  5. დაწკაპეთ კარგი (OK), ცვლილებების შესანახად.
Firefox გამოაჩენს პირველ ენას ნაგულისხმევად, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დამატებითს, რიგითობის მიხედვით.

დამატებითი ენის მიმდევრობის დაყენება

თუ Firefox-ის რამე ნაწილი არაა ხელმისაწვდომი თქვენს ენაზე, Firefox გამოიყენებს მომდევნო ენას, რომელიც დანარჩენების ზემოთაა.

  1. მენიუს ზოლზე ეკრანის ზემოთა არეში, დაწკაპეთ Firefox და აირჩიეთ პარამეტრები ან მახასიათებლები თქვენი macOS-ვერსიის შესაბამისად.დაწკაპეთ მენიუს ღილაკზე Fx89menuButton და აირჩიეთ პარამეტრები.
  2. ენის არეში, დაწკაპეთ დამატებითის მითითება რომ გაიხსნას Firefox-ის ენის პარამეტრების ფანჯარა.
  3. აირჩიეთ ენა და გამოიყენეთ აწევის ან ჩამოწევის ღილაკი,მიმდევრობის შესაცვლელად, ან კიდევ მოცილება, ენის სიიდან ამოსაშლელად.