საძიებო ველის გამოყენება Firefox-ში

Firefox Firefox ბოლოს განახლდა:

მისამართების ველი გეხმარებათ, ადვილად მოიძიოთ სასურველი მასალები. შეიყვანეთ მოსაძიებელი ფრაზა ან პირდაპირ მისამართი შემოთავაზებების მისაღებად რჩეული საიტებიდან, სანიშნებიდან, ისტორიიდან და სხვადასხვა საძიებოდანაც კი — ეს ყველაფერი ერთიან ველში.

FirefoxAddressbarSearch with Firefox 1

გარდა ამისა, შეგიძლიათ განაახლოთ Firefox ან მოაგვაროთ ხარვეზები პირდაპირ ძიების შედეგებიდან. დროდადრო თავადვე მოგაწვდით Firefox რჩევებს, როგორ შეგიძლიათ დაზოგოთ დრო ძიებისას.

განაგრძეთ კითხვა, რომ იხილოთ, რაოდენ მძლავრი შესაძლებლობებითაა აღჭურვილი მისამართების ველი.

მოძიება ნაგულისხმევი საძიებოთი

როცა ძიებას იწყებთ მისამართების ველით, ამ დროს იყენებთ ნაგულისხმევად მითითებულ საძიებო სისტემას. მხოლოდ უნდა:

  1. ჩაწკაპოთ საძიებო ველში და დააჭიროთ Ctrl + LCommand + L მასზე გადასვლისთვის. ეს ყველაფერი საჭირო არაა, თუ ახლა გაუშვით Firefox ან ახალი ჩანართი და ფანჯარა გახსენით.
  2. აკრეფთ საძიებო ფრაზას მისამართების ველში.
  3. დააჭერთ EnterReturn ღილაკს ან დააწკაპებთ ველის მარჯვნივ მდებარე ისარს.

საძიებო სისტემის შესაცვლელად იხილეთ ძიების ნაგულისხმევი პარამეტრების შეცვლა Firefox-ში.


ყველაფრის ასე მოძიებას ვერ მოახერხებთ; მაგალითად, როცა აღიქმება საიტის მისამართად ან საძიებოს საკვანძო სიტყვად, ანდა სანიშნების საძიებო სიტყვად. ნებისმიერი რამ თუ გინდათ მოიძიოთ, აკრეფამდე მოიქცევით ასე:

  • დააჭერთ Ctrl + E ან Ctrl + KCtrl + J ან Ctrl + KCommand + K ან Command + Option + F მისამართების ველზე გადასვლისთვის და იმ საძიებოს არჩევისთვის, ნაგულისხმევად რომ არის მითითებული. (თუ ცალკეც გაქვთ საძიებო ველი გამოტანილი, მაშინ პირდაპირ მასზე გადავა. მისით სარგებლობაც შეგიძლიათ, რასაკვირველია).
  • ან აკრიფეთ ?Space მისამართების ველში ყოფნისას პირდაპირ საძიებოს მისათითებლად.
  • ანდაც ხელით აირჩიეთ საძიებო სისტემა (ქვემოთაა ნაჩვენები). (ამის გაკეთება აკრეფის შემდგომაც შეგიძლიათ, როცა საძიებო ფრაზა საიტის მისამართს ან სანიშნის სიტყვას ჰგავს).
  • გარდა ამისა, შეგიძლიათ გამოიყენოთ ცალკე საძიებო ველი ახალი ჩანართის გვერდზე.
  • ამასთანავე, შეგიძლიათ ჩაწკაპოთ ცალკე გამოტანილ ძიების ველში ხელსაწყოთა ზოლზე.

რჩეულ საიტებთან წვდომა მისამართების ველიდან

თქვენი რჩეული საიტებია ისინი, რომელთაც ხშირად ნახულობთ (ან ხშირად მონახულებულისა და ბოლოს მონახულებულების ერთობლიობა), აგრეთვე საიტები, რომლებიც თქვენვე მიამაგრეთ. ამ რჩეულ საიტებთან წვდომა შეგიძლიათ ჩამოშლილი სიიდან, რომელიც მისამართების ზოლში ჩაწკაპებისას გამოჩნდება. თუ ახალი დაყენებული გაქვთ Firefox, თავადვე შემოგთავაზებთ ცნობილ და მოწინავე საიტებს ნაგულისხმევად.

Search with Firefox 2

რჩეული საიტები იმავე მიმდევრობით გამოჩნდება, როგორითაც მალსახმობი ხატულებია ნაჩვენები ახალი ჩანართის გვერდზე (აგრეთვე მათი მორგებაც შეგიძლიათ სურვილისამებრ ახალ ჩანართში).

ძიების მალსახმობებები

მისამართების ველში ჩაწკაპებისას ჩამოსაშლელი სიიდან რომელიმე საძიებოს არჩევით (როგორიცაა Google ან Amazon), თავისით შეივსება ველი ამ საძიებოს მალსახმობით (მაგალითად: @amazon ან @ვიკიპედია), ასე რომ არ მოგიწევთ ცალკე გვერდის გახსნა რამეს მოძიებისთვის. მხოლოდ შეიყვანთ საძიებო ფრაზას მალსახმობის შემდეგ და იხილავთ შედეგებს (მაგალითად: @amazon სათავგადასავლო წიგნები).

Search with Firefox 3

შეგიძლიათ თავადვე მიუსადაგოთ მალსახმობები საძიებოებს. როცა აიკრიფება @ მისამართების ველში, გამოჩნდება ჩამონათვალი 10 საძიებოთი, რომელთაც მალსახმობი აქვს. მათგან ერთ-ერთის ასარჩევად შეგიძლიათ გამოიყენოთ ღილაკი ან პირდაპირ დაწკაპოთ.

გარდა ამისა, მალსახმობით Firefox მოიძიებს დამატებებსაც, სანიშნებსაც(*), ჩანართებსაც(%) და ისტორიასაც(^).

შენიშვნა: თუ არ გსურთ გამოიყენოთ თაგვის ისარი ან ძიების მალსახმობი არ ჩანს ჩამონათვალში, შეგიძლიათ ხელითვე აკრიფოთ სახელი ან დასაწყისი მაინც (მაგალითად: @a ან @amazon), შემდეგ დააჭიროთ EnterReturn ან ღილაკს და მიუწეროთ საძიებო ფრაზა.

Google-ით ხშირად მოძიებული

  • ეს შესაძლებლობა მხოლოდ მომხმარებელთა შეზღუდული ჯგუფისთვისაა ხელმისაწვდომი (ჯერჯერობით შეერთებულ შტატებში) Firefox-ის 118 ვერსიიდან.

Google-ით ხშირად მოძიებული მოიცავს იმ თემებსა და საძიებო ფრაზებს, რომლებსაც ყველაზე მეტი ადამიანი ათვალიერებს ამჟამად ინტერნეტში. Firefox საშუალებას გაძლევთ, ერთი შეხებით გაეცნოთ მიმდინარე მოვლენებს და ვებსივრცეში არსებულ მისწრაფებებს. პირდაპირ მისამართების ველიდანვე შეიტყობთ, რისკენაა ამ წუთას მსოფლიო ყურადღება მიპყრობილი. ხშირად მოძიებულთან წვდომისთვის:

  1. ეკრანის თავში დაწკაპეთ მისამართების ველს.
  2. ჩამოიშლება მენიუ და გამოჩნდება ხშირად მოძიებული ფრაზები თქვენს მხარეში. პირდაპირ რეჟიმში ახლდება და ასახავს, თუ რა არის ფართოდ გავრცელებული ამჟამად.
  3. დაწკაპეთ ხშირად მოძიებულ ფრაზას, რომელიც მეტად დაგაინტერესებთ.
    Search with Firefox 4

დაწვრილებით იხილეთ Google-ის ხშირად მოძიებულის სახელმძღვანელო.

სხვა საძიებოს გამოყენება

მისამართების ველში საძიებო ფრაზის აკრეფისთანავე იხილავთ მანიშნებელ ხატულებს, რომ მოიძიოთ: სხვადასხვა საძიებოში, სანიშნებში, ჩანართებსა თუ ისტორიაში.

Search with Firefox 5

საძიებოს ასარჩევად აგრეთვე შეგიძლიათ დააწვეთ Alt + ან Alt + option + ან option + ღილაკებს განმეორებით.

ვრცლად იხილეთ განსხვავებული საძიებოს არჩევის შესახებ ნაგულისხმევი საძიებოს პარამეტრების შეცვლა Firefox-ში.

ძიების შემოთავაზებები

Firefox შემოგთავაზებთ საძიებო ფრაზასთან დაკავშირებულ შემოთავაზებებსა და გადაწყვეტებსაც კი მოძიებული საკითხისა თუ დავალების საპასუხოდ. აქვეა განხილული შემოთავაზებების რამდენიმე მაგალითი.

საკვანძო სიტყვის შემოთავაზებები

მისამართების ველში აკრეფის დაწყებისთანავე Firefox გთავაზობთ ხშირად მოძიებულ ფრაზებს მომწოდებლებისგან, როგორებიცაა Google, Bing, და სხვა. ძიების შემოთავაზებები როდესაც ჩართულია, აკრეფილი ტექსტი გადაეგზავნება ნაგულისხმევ საძიებოს, რომელიც დაამუშავებს სიტყვებს და ეკრანზე გამოსახავს ყველაზე ახლომდგომი ფრაზების ჩამონათვალს.

Search with Firefox 6

შენიშვნა: სურვილისამებრ შეგიძლიათ შეცვალოთ პარამეტრები და დააყენოთ თქვენი რჩეული საძიებო ან ჩართოთ/გამორთოთ ძიების შემოთავაზებები. ვრცლად იხილეთ ნაგულისხმევი საძიებოს პარამეტრების შეცვლა Firefox-ში და ძიების შემოთავაზებები Firefox-ში.

ჩაწერეთ ? ტექსტის შეყვანამდე (მაგალითად: ?mozilla support)

  • თუ გსურთ მხოლოდ შემოთავაზებების ხილვა,
  • ანდაც გსურთ იხილოთ შემოთავაზებები მაშინაც კი, როცა პარამეტრებიდან გამორთულია ძიების შემოთავაზებების ჩვენება მისამართების ველის შედეგებში (მაგრამ მაინც ჩართული უნდა იყოს ძიების შემოთავაზებების მიღება).

როდესაც სარგებლობთ ძიების მალსახმობით, საკვანძო სიტყვების შემოთავაზებებს მოგაწვდით შერჩეული საძიებო.

გონიერი საკვანძო სიტყვის გამოყენებისას სიტყვების შემოთავაზებები არ იმუშავებს.

საიტის შემოთავაზებები

მისამართების ველში აკრეფისთანავე Firefox ზოგჯერ შემოგთავაზებთ საიტებსაც, მათ შორის მონახულებული გვერდების ისტორიიდან, სანიშნებიდან და გახსნილი ჩანართებიდან, რომ აგისწრაფოთ და გაგიადვილოთ ვებგვერდებზე გადაადგილება. ვრცლად იხილეთ მისამართების ველის თვითდასრულების შემოთავაზებები Firefox-ში.

ბმულის თვითდასრულება

მისამართების ველში როგორც კი დაიწყებთ მისამართის აკრეფას, URL-ბმულის თვითდასრულების შესაძლებლობა თავისით დააბოლოებს აკრეფილს ყველაზე შესაფერისით სანიშნებიდან, ისტორიიდან ან ცნობილი ვებსაიტით. შედეგად ვებგვერდებს ინახულებთ რამდენიმე კლავიშზე შეხებით (თაგვიც არ დასჭირდება). მხოლოდ დააწექით EnterReturn ღილაკს და Firefox მოგინახავთ სასურველ მასალებს.

Search with Firefox 7

ბმულის თვითდასრულების არიდება ძიებისას

თუ თქვენ მიერ აკრეფილი საძიებო ფრაზა თავისით იქცევა ვებმისამართად, რომლის მონახულებაც არ გსურთ, დააჭირეთ Del, BackspaceDelete ღილაკებს ან დაამატეთ Space ღილაკი, სანამ დააწვებით EnterReturn ღილაკს.

გარდა ამისა, შეგიძლიათ ძიების დაწყების წინ ჩაუწეროთ ? თვითდასრულების ასარიდებლად (მაგალითად: ?mozilla.org). ეს ამასთანავე აირიდებს თვითდასრულებას სანიშნებშიც, აგრეთვე გონიერი საკვანძო სიტყვით ან ძიების მალსახმობებით სარგებლობისას.

Firefox-ში მოქმედებების შესრულება

Firefox საშუალებას გაძლევთ შეასრულოთ ისეთი ხშირი მოქმედებები, როგორიც შეიძლება იყოს Firefox-ის განახლება, ჩამოტვირთვა ან შეკეთება. როგორც კი დაიწყებთ მოქმედების ჩაწერას, Firefox შემოგთავაზებთ მის შესრულებას, რომ სწრაფადვე გადაჭრათ საჭირო საკითხი და დაუბრუნდეთ სხვა მნიშვნელოვან საქმეებს.

მაგალითად: რას შემოგთავაზებთ, თუ ჩაწერთ „ჩამოიტვირთოს Firefox“, როცა უკვე დაყენებულია.

Search with Firefox 8

ეს შესაძლებლობა ჯერჯერობით შეიძლება მხოლოდ ინგლისურად იყოს ხელმისაწვდომი.

შესანიშნავი მოხალისეები, რომლებიც ამ სტატიის დაწერაში დაგვეხმარნენ:

Illustration of hands

მონაწილეობა

მიიღეთ და გაუზიარეთ გამოცდილება სხვებს. უპასუხეთ კითხვებს და გაამდიდრეთ ჩვენი ცოდნის წყარო.

ვრცლად