საკითხავი ხედით Firefox გეხმარებათ ზედმეტობის მოცილებაში, მათ შორის ღილაკების, რეკლამების, ფონური სურათებისა თუ ვიდეოების, რაც საშუალებას გაძლევთ ნაწერი წაიკითხოთ მოხერხებულად და სასურველი გაფორმებით.
სარჩევი
გვერდის გახსნა კითხვის რეჟიმში
- თუ გვერდი ხელმისაწვდომია კითხვის რეჟიმში, შესაბამისი ხატულა
გამოჩნდება მისამართების ველში.
-
- დაწკაპეთ კითხვის რეჟიმის ხატულას
; როცა ლურჯია
ნიშნავს, რომ უკვე მოქმედია.
კითხვის რეჟიმის პარამეტრები
საკითხავ ხედში გადასვლისას შეგეძლებათ განლაგების სურვილისამებრ მორგება. კითხვის რეჟიმის პარამეტრები შიგთავსის მარცხენა მხარეს იქნება მოცემული:
კითხვის რეჟიმის პარამეტრების შეცვლა
: დახურვა: საკითხავი ხედის დასახურად მხოლოდ დაწკაპეთ ჯვარედინ ღილაკს ან საკითხავი ხედის ხატულას ხელმეორედ, ანდაც გამოიყენეთ ბრაუზერის უკუსვლის ღილაკი.
: ნაწერი: მოირგეთ განლაგება (ტექსტის შრიფტის და ზომა, შიგთავსის სიგანე, ხაზების დაშორება) და იერსახე (ნათელი, მოყავისფრო, მუქი) საკითხავ ხედში.
ნაწერი: საკითხავ ხედზე გადასვლისას შეგეძლებათ განლაგების სურვილისამებრ მორგება:
- ნაწერის ზომა: დაწკაპეთ ღილაკი ან ნაწერის ზომის გასაზრდელად თუ შესამცირებლად.
- შრიფტის იერსახე: აირჩიეთ , ან შრიფტი. შეარჩიეთ შრიფტის სისქედ , ან .
- განლაგების მორგება: მიუთითეთ შიგთავსის სიგანე და ხაზების დაშორება, რომ ნაწერი მეტად მოსახერხებელი წასაკითხი იყოს.
- დამატებით მორგება: შეარჩიეთ ასონიშნების დაშორება, სიტყვების დაშორება და ნაწერის განლაგება.
იერსახე: მიუთითეთ , , , , ან ფონი და განსაზღვრეთ, როგორ გამოიყურებოდეს გვერდი, ანდა შექმენით მორგებული იერსახე.
ხმოვანი წაკითხვა: Firefox წაიკითხავს ნაწერს ხმამაღლა საკითხავ ხედზე გადასვლისას.
- ეს ღილაკი გამოჩნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ Windows/Mac/Linux სისტემაში დაყენებული გაქვთ ტექსტის წარმოთქმის კრებული ნაწერის შესაბამისი ენისთვის .
Firefox Android-ზე: საკითხავი ხედით სარგებლობა შეგიძლიათ Firefox-ის Android-ვერსიაზეც! იხილეთ სტატია როგორ გამოვიყენო კითხვის რეჟიმი Firefox Android-ზე.
Firefox iOS-ზე: საკითხავი ხედი აგრეთვე ხელმისაწვდომია Firefox-ში iOS-ზე. იხილეთ ვებგვერდის ჩვენება კითხვის რეჟიმში.