Firefox იმუშავებს ჩემს მობილურ მოწყობილობაზე?

გადამუშავების მონაცემები
  • გადამუშავების id: 235490
  • შექმნილი:
  • შემქმნელი: G12r
  • შენიშვნა: update
  • განხილულია: დიახ
  • განხილულია:
  • მიმომხილველი: Georgianizator
  • დამოწმებულია? დიახ
  • ეს მიმდინარე გადამუშავებაა? დიახ
  • მზადაა გადასათარგმნად: არა
გადამუშავებულის წყარო
გადამუშავებულის შიგთავსი

Firefox ხელმისაწვდომია Android-სა და Apple-ის ტელეფონებსა და პლანშეტებზე. Firefox-ანგარიშების საშუალებით შეგიძლიათ დაასინქრონოთ თქვენი სანიშნები, პაროლები და მონახულებული გვერდების ისტორია, სამაგიდო და მობილურ მოწყობილობებს შორის.

Android-მოწყობილობები

Firefox თავსებადია Android 5.0 ან უფრო ახალი სისტემის მქონე მოწყობილობებთან. Android 5.0-ზე ძველი ვერსიები, აღარაა მხარდაჭერილი. შეგიძლიათ აქედან ჩამოტვირთოთ Firefox Android-ისთვის ან მოიძიოთ Google-ის Play store-ში.

ყურადღება: თუ თქვენ ვერ პოულობთ Firefox-ს Google-ის Play store-ში, შესაძლოა, თქვენი მოწყობილობა არ იყოს მხარდაჭერილი.

iPad-ები, iPhone-ები და iPod touch მოწყობილობები

Firefox ხელმისაწვდომია iPhone, iPad და iPod touch მოწყობილობებზე, რომლებსაც გააჩნია iOS 8.2 ან უფრო ახალ სისტემა. დამატებით, იხილეთ სტატია Firefox ხელმისაწვდომია iPhone-ისა და iPad-ისთვის ჩემს ენაზე?

სხვა მობილური მოწყობილობები

Firefox არაა ხელმისაწვდომი მობილური მოწყობილობების შემდეგ სისტემებზე: Windows Phone, Windows RT, Bada, Symbian, Blackberry OS, webOS და სხვ.