Firefox იმუშავებს ჩემს მობილურ მოწყობილობაზე?
გადამუშავების მონაცემები
- გადამუშავების id: 166512
- შექმნილი:
- შემქმნელი: G12r
- შენიშვნა: translation
- განხილულია: დიახ
- განხილულია:
- მიმომხილველი: Georgianizator
- დამოწმებულია? დიახ
- ეს მიმდინარე გადამუშავებაა? არა
- მზადაა გადასათარგმნად: არა
გადამუშავებულის წყარო
გადამუშავებულის შიგთავსი
Firefox ხელმისაწვდომია Android-სა და Apple-ის ტელეფონებსა და პლანშეტებზე. Firefox-ანგარიშების საშუალებით შეგიძლიათ დაასინქრონოთ თქვენი სანიშნები, პაროლები და მონახულებული გვერდების ისტორია, სამაგიდო და მობილურ მოწყობილობებს შორის.
Android-მოწყობილობები
Firefox თავსებადია Android 4.1 ან უფრო ახალი სისტემის მქონე მოწყობილობებთან. ARMV6-აპარატურა და Android 4.1-ზე ძველი ვერსიები, აღარაა მხარდაჭერილი. დასაყენებლად საჭიროა დაახლოებით 50 მბაიტი შიდა მეხსიერება, 384 მბაიტი ოპერატიული და სულ მცირე 320 პიქსელის სიმაღლისა და 240 პიქსელის სიგანის მქონე ეკრანი. შეგიძლიათ აქედან ჩამოტვირთოთ Firefox Android-ისთვის ან მოიძიოთ Google-ის Play store-ში.
ყურადღება: თუ თქვენ მოძებნით Firefox-ს Google-ის Play store-ში და ვერ მონახავთ, ეს შეიძლება ნიშნავდეს რომ თქვენი მოწყობილობა არაა მხარდაჭერილი.
iPad-ები, iPhone-ები და iPod touch მოწყობილობები
Firefox ხელმისაწვდომია iPhone, iPad და iPod touch მოწყობილობებზე, რომლებსაც გააჩნია iOS 8.2 ან უფრო ახალ სისტემა. დამატებით, იხილეთ სტატია Firefox ხელმისაწვდომია iPhone-ისა და iPad-ისთვის ჩემს ენაზე?
სხვა მობილური მოწყობილობები
Firefox არაა ხელმისაწვდომი მობილური მოწყობილობების შემდეგ სისტემებზე: Windows Phone, Windows RT, Bada, Symbian, Blackberry OS, webOS და სხვ.