როგორ გამოვიყენო Firefox-ის მართლწერის შემმოწმებელი?

Firefox-ში თავისთავად მოწმდება აკრეფილი სიტყვების მართლწერა, ტექსტის მრავალხაზიან ველებში შეყვანისას. როგორც კი დასრულდება აკრეფა, სიტყვები შემოწმდება დაყენებული ლექსიკონის მეშვეობით. თუ სიტყვა არ მოიძებნება ლექსიკონში, აღინიშნება წითელი ხაზის გასმით, როგორც მოცემულ მაგალითშია:

05675f3d603e2607555817580ba1c0c2-1271792700-577-1.png
გაითვალისწინეთ:
  • მართლწერის ავტომატური შემოწმება მხოლოდ ერთზე მეტი ხაზის მქონე ველებშია ჩართული, სადაც სასურველი ოდენობის ტექსტის შეტანაა შესაძლებელი.
  • ზოგიერთ ენაზე ბრაუზერს ლექსიკონი შესაძლოა თან არ მოყვებოდეს, ლიცენზიის გამო.

მართლწერის ავტომატური შემოწმების გამორთვა

ნაგულისხმევად, Firefox-ში თავისთავად მოწმდება მართლწერა. რომლის გამორთვაც შესაძლებელია ფანჯარაში პარამეტრებიპარამეტრები :

  1. დააწკაპეთ მენიუს ღილაკზე New Fx MenuFx57Menu და აირჩიეთ პარამეტრები (Options).პარამეტრები (Preferences).
  2. აირჩიეთ დამატებითი (Advanced) არე.
  3. დაწკაპეთ მთავარზე (General).
  4. მოხსენით მონიშვნა მართლწერის შემოწმება ტექსტის აკრეფისას.
    Spell Checker Pref 38Fx54Advanced-General-spelling
  5. დახურეთ about:preferences გვერდი. გაკეთებული ცვლილებები შეინახება.
  1. დააწკაპეთ მენიუს ღილაკზე New Fx MenuFx57Menu და აირჩიეთ პარამეტრები (Options).პარამეტრები (Preferences).
  2. მთავარ (General) არეში მონახეთ ენის განყოფილება.
  3. მოხსენით მონიშვნა მართლწერის შემოწმება ტექსტის აკრეფისას (Check your spelling...).
    Fx56General-Language-spellingspellcheck 57
  4. დახურეთ about:preferences გვერდი. გაკეთებული ცვლილებები შეინახება.
შენიშვნა: ზოგი რამ შესაძლოა არ ჩანდეს პარამეტრების ფანჯარაში, Firefox-ის მორგებულ ანაწყობებში.

შეცდომით აკრეფილი სიტყვების გასწორება

როდესაც მართლწერის შემოწმება ჩართულია, მარტივად შეგიძლიათ შეცდომების გასწორება. ამისთვის, არასწორ სიტყვაზე მარჯვენა წკაპიControl ღილაკზე დაჭერით წკაპი და გამოსული მენიუს თავში მოცემული შემოთავაზებული სიტყვებიდან შეარჩიეთ სასურველი.

05675f3d603e2607555817580ba1c0c2-1271792700-577-3.png

თუ არცერთი შემოთავაზებული სიტყვა არაა სწორი, მოგიწევთ ხელით ჩასწორება. როცა დანამდვილებით იცით რომ ხაზგასმული სიტყვა სწორია, შეგიძლიათ თავად დაამატოთ ლექსიკონში. დასამატებლად, მოცემულ სიტყვაზე მარჯვენა წკაპიControl ღილაკზე დაჭერით წკაპი და აირჩიეთ ლექსიკონში დამატება (Add to Dictionary).

შენიშვნა: დამატებული სიტყვები ყველა ლექსიკონზე აისახება.

ლექსიკონების დამატება

შეგიძლიათ დააყენოთ სხვა ლექსიკონებიც საჭიროებისამებრ.

  1. მარჯვენა წკაპიControl ღილაკზე დაჭერით წკაპი ნებისმიერ მრავალხაზიან ტექსკურ ველში.
  2. აირჩიეთ ენები (Languages).
  3. დააჭირეთ ლექსიკონის დამატებას... (Add dictionaries).
    05675f3d603e2607555817580ba1c0c2-1271792700-577-4.png
  4. გამოჩნდება გვერდი https://addons.mozilla.org/ka/firefox/language-tools/. მონახეთ ჩამონათვალში სასურველი ენა და გადადით ბმულზე.
  5. დაწკაპეთ ღილაკი Firefox-ზე დამატება (Add to Firefox) გახსნილ გვერდზე. გაფრთხილების ფანჯრის გამოჩენისას, დაწკაპეთ ჩადგმა (Install)დამატება (Add), ჩასაყენებლად.
    Spell Checker Add pane 55addon doorhanger 57

ლექსიკონების გადართვა

ლექსიკონის ჩადგმის შემდგომ, შეგიძლიათ მასზე გადართოთ სურვილისამებრ. სხვა ჩადგმულ ლექსიკონზე გადასართველად, მარჯვენა წკაპიControl ღილაკზე დაჭერით წკაპი მრავალხაზიან ველში, აირჩიეთ ენები (Languages) და შემდეგ დაწკაპეთ ლექსიკონი, რომლის გამოყენებაც გსურთ.

05675f3d603e2607555817580ba1c0c2-1271792700-577-6.png

შემთხვევით დამატებული სიტყვის მოცილება ლექსიკონიდან

  1. გახსენით პროფილის საქაღალდე:

    • დაწკაპეთ მენიუს ღილაკზე Fx57menu, შემდეგ დახმარება (Help) და აირჩიეთ გაუმართაობის აღმოფხვრა (Troubleshooting Information).მენიუდან დახმარება (Help), აირჩიეთ გაუმართაობის აღმოფხვრა (Troubleshooting Information). გაიხსნება ჩანართი მონაცემები გაუმართაობის მოსაგვარებლად.
    • პროგრამის ძირითადი მონაცემების (Application Basics) არეში, „პროფილის საქაღალდის“ გვერდით, დაწკაპეთ საქაღალდის გახსნა ჩვენება Finder-ში(Open Folder)(Show in Finder). გაიხსნება ფანჯარა, სადაც იქნება თქვენი პროფილის საქაღალდე.გაიხსნება თქვენი პროფილის საქაღალდე.
    შენიშვნა: თუ ვერ ხსნით ან ვერ იყენებთ Firefox-ს, მიჰყევით მითითებებს – პროფილის მონახვა, Firefox-ის გაუხსნელად.

  2. გახსენით მენიუ ღილაკით New Fx Menu და შემდეგ აირჩიეთ გასვლაგასვლაClose 29.

    გახსენით Firefox მენიუ Fx57Menu და აირჩიეთ გასვლა. დააწკაპეთ Firefox მენიუს ეკრანის ზედა ნაწილში და შემდეგ აირჩიეთ Firefox-ის დახურვას.დააწკაპეთ Firefox მენიუს Fx57Menu, შემდეგ აირჩიეთ გასვლა.

  3. გახსენით ფაილი persdict.dat რომელიმე ტექსტურ რედაქტორში (როგორიცაა WordPad) (როგორიცაა Pages) (როგორიცაა Calligra Words).
  4. და ამ ტექსტურ რედაქტორში, თქვენ მიერ თითოეული დამატებული სიტყვა წარმოდგენილი იქნება ცალკე ხაზზე. მოაცილეთ ის ხაზი, რომელიც შეიცავს წასაშლელ სიტყვას.
  5. დაწკაპეთ File მენიუზე და აირჩიეთ Save, სამუშაოს დასასრულებლად.
შენიშვნა: მოცილებული სიტყვები ყველა ლექსიკონზე აისახხება.

დაგეხმარათ ეს სტატია?

გთხოვთ დაიცადოთ...

შესანიშნავი მოხალისეები, რომლებიც ამ სტატიის დაწერაში დაგვეხმარნენ:

Illustration of hands

მონაწილეობა

მიიღეთ და გაუზიარეთ გამოცდილება სხვებს. უპასუხეთ კითხვებს და განავითარეთ ჩვენი ცოდნის ბაზა.

ვრცლად