Firefox-ის კითხვის რეჟიმი გვერდებიდან ზედმეტობის მოსაცილებლად

კითხვის რეჟიმი წარმოადგენს Firefox-ის შესაძლებლობას, რომელიც აცილებს ზედმეტობას, როგორიცაა ღილაკები, რეკლამები, ფონური სურათები, ცვლის გვერდზე ტექსტის ზომას, ფერებსა და განლაგებას, წაკითხვის გასაუმჯობესებლად. კითხვის რეჟიმის პარამეტრების მორგება მარტივადაა შესაძლებელი საკუთარ საჭიროებებსა და გემოვნებაზე.

გვერდის ნახვა კითხვის რეჟიმში

  1. თუ გვერდი კითხვის რეჟიმშია, შესაბამისი ხატულა Reader mode reader mode icon 57 გამოჩნდება მისამართების ველში.
    reader mode url fx38 reading mode url 57
  2. დააწკაპეთ კითხვის რეჟიმის Reader mode reader mode icon 57 ხატულაზე. ხატულა გახდება ნარინჯისფერილურჯი როცა გვერდი გადავა კითხვის რეჟიმში.
შენიშვნა: კითხვის რეჟიმთან წვდომისთვის, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მენიუს ზოლი. აირჩიეთ View (ხედი) და შემდეგ Enter Reader View (კითხვის რეჟიმზე გადასვლა).

კითხვის რეჟიმის პარამეტრების შეცვლა

პარამეტრები გამოჩნდება მარცხენა მხარეს კითხვის რეჟიმზე გადასვლისას:

reading list controls 49 reading list settings 57

კითხვის რეჟიმის პარამეტრებია:

  • exit icon rl 49 : კითხვის რეჟიმის დახურვა.
  • font size 49 rl : ტექსტის ზომის, შრიფტის, ხაზების დაშორებისა და ფერის მითითება.

  • read aloud 49 : ტექსტის ხმოვანი წაკითხვა Firefox-ში.

ეს ღილაკი გამოჩნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ Windows/Mac/Linux სისტემას გააჩნია ტექსტის წარმოთქმის შესაძლებლობა იმ ენაზე, რომელზეც სტატიაა დაწერილი.
ქართული ტექსტის წაკითხვა ამჟამად ხელმისაწვდომია Linux-ის სისტემებზე.
  • pocket button reader view 38 : გვერდის დამატება Pocket-ში.
Firefox Android-ისთვის: წაკითხვის რეჟიმი ასევე ხელმისაწვდომია Firefox-ის Android-ვერსიაზე! იხილეთ სტატია როგორ გამოვიყენო კითხვის რეჟიმი Firefox Android-ზე.
//შესანიშნავი მოხალისეები, რომლებიც გვეხმარებიან სტატიების წერაში:G12r. თქვენც შეგიძლიათ დაგვეხმაროთ – ნახეთ, როგორ.

დაგეხმარათ ეს სტატია? გთხოვთ დაიცადოთ...

შემოუერთდით Mozilla მხარდაჭერის საიტს