იმუშავებს Firefox 100 ვერსია Windows 7-ზე?

გადამუშავებული ვერსიის მონაცემები
  • გადამუშავებული ვერსიის id: 263115
  • შექმნილი:
  • შემქმნელი: G12r
  • შენიშვნა: improve text, fix errors
  • განხილულია: დიახ
  • განხილულია:
  • მიმომხილველი: Georgianizator
  • დამოწმებულია? დიახ
  • ეს მიმდინარე ვერსიაა? დიახ
  • მზადაა გადასათარგმნად: არა
გადამუშავებული ვერსიის წყარო
გადამუშავებული ვერსიის შიგთავსი

დაწყებული Firefox ვერსია 100-იდან, Microsoft-ის უსაფრთხოების განახლება KB4474419 მოითხოვება Firefox-ის წარმატებული ინსტალაციისთვის კომპიუტერზე, რომელიც მუშაობს Windows 7 საოპერაციო სისტემაზე. Windows-ის ამ განახლების შესახებ ვრცლად იხილეთ Microsoft-ის ტექნიკური მხარდაჭერის ვებსაიტზე.

Windows 7-ის მომხმარებელთა უმეტესობას Microsoft-ის განახლება KB4474419 უკვე უყენია, ვინაიდან Windows ავტომატურად ამატებს. რათა დარწმუნდეთ, რომ ეს განახლება დაინსტალირებულია თქვენს კომპიუტერში:

  1. დააწკაპუნეთ Windows Start ღილაკზე ან დააჭირეთ Windows ღილაკს Windows Key.
  2. Start მენიუში დააწკაპუნეთ Control Panel.
  3. Control Panel (სამართავი არე) ფანჯარაში დააწკაპუნეთ ბმულზე Programs (პროგრამები), შემდეგ დააჭირეთ Programs and Features (პროგრამები და შესაძლებლობები).
  4. დააწკაპუნეთ View installed updates (ჩადგმული განახლებების ნახვა) და დაელოდეთ სიის შევსებას.
  5. იპოვეთ KB4474419 საძიებო ველის გამოყენებით ზედა მარჯვენა კუთხიდან.
    Win7InstalledUpdatesKB4474419

თუ ჩამონათვალში არის "Security Update for Microsoft Windows (KB4474419)", შეგიძლიათ თავისუფლად დააინსტალიროთ Firefox.

შენიშვნა: თუ თქვენ დააინსტალირებთ Firefox-ს Microsoft-ის უსაფრთხოების განახლება KB4474419-ის გარეშე, შეიძლება შეამჩნიოთ ნარინჯისფერი ან ყვითელი გამაფრთხილებელი შეტყობინება UAC (მომხმარებლის ანგარიშის კონტროლი) მოთხოვნით, რომელიც მიუთითებს, რომ პროგრამის დასაყენებელი ფაილი არ არის სათანადოდ ხელმოწერილი. ამის მიუხედავად, Firefox მაინც დაასრულებს დაყენებას და ჩვეულებრივ იმუშავებს.