დებულების (ინგ. Policy) მხარდაჭერით სარგებლობა შესაძლებელია JSON-ფაილით, რომლის დასახელებაცაა policies.json. განსხვავებით Firefox-ის Group Policy-ით მართვისა, policies.json-ს გააჩნია მრავალპლატფორმული თავსებადობა, რაც მეტად გამოსადეგ საშუალებად აქცევს მას იმ დაწესებულებებისთვის, რომელთა სამუშაო ხელსაწყოები, სხვადასხვა საოპერაციო სისტემებზე მუშაობს.
მოცემული დებულების მხარდაჭერის გამოსაყენებლად, საჭიროა შეიქმნას ფაილი policies.json. ეს ფაილი უნდა განთავსდეს საქაღალდეში distribution, რომელიც თავისმხრივ Firefox-ის ძირითად საქაღალდეში უნდა იყოს. ნაგულისხმევად, მოცემულ მისამართზე ეს ფაილი არ იქმნება, ამიტომ ხელით დამატებაა საჭირო.
ფაილი policies.json გამოიყურება შემდეგნაირად:
{
 "policies": {
   "BlockAboutConfig": true
 }
}
მოცემულ მაგალითში, დებულებას BlockAboutConfig მითითებული აქვს მნიშვნელობა true, რაც გულისხმობს რომ მომხმარებელს არ ექნება წვდომა გვერდთან about:config.
ჩვენი დებულებების შესახებ ბოლო სიახლეები ხელმისაწვდომია ჩვენს GitHub-საქაღალდეში.
 
        
       
          