ხმოვანი და ვიდეოფაილების კლავიატურით მართვა

ეს სტატია ეხება შესაძლებლობას, რომელიც ხელმისაწვდომია Firefox 81 ვერსიიდან ზემოთ.

რა არის მედიაფაილების მართვის შესაძლებლობა?

შეგიძლიათ მართოთ გაშვებული მედიაფაილები (ხმოვანი ან ვიდეო) Firefox-ში, თავად ვიდეოზე ან ხმოვან ჩანაწერზე დაწკაპების გარეშე, უკვე პირდაპირ აპარატურულ ღილაკებზე დაჭერით, კლავიატურაზე ან ყურსასმენზე, ან პროგრამული, ვირტუალური სამართავის ღილაკებით, ანდაც ბრძანებებით განსაზღვრული ოქმიდან, როგორიცაა MPRIS.

დამოკიდებულია საიტის შემმუშავებლებზე, თუ აქვთ გამოყენებული MediaSession API.

რა სისტემებზეა მხარდაჭერილი?

ამ შესაძლებლობით სარგებლობა შეიძლება MacOS (OSX 10.12.1 ან ზემოთ), Windows (Windows 8.1 ან ზემოთ), Linux (gtk-ზე დაფუძნებულ) სისტემებზე.

რა საშუალებებია მხარდაჭერილი?

რა სახის ფაილების მართვაა შესაძლებელი?

ამჟამად, მხარდაჭერილია მხოლოდ ხმოვანი და ვიდეო სახის ფაილები, შესაბამისად შეუძლებელია იმართოს web-audio, web-speech და Flash-მოდულები.

  • თუ ხმა გაშვებულია ხმოვანი ან ვიდეოფაილებიდან, მისი მართვა შესაძლებელია.
  • თუ გაშვებული ფაილი სრულ ეკრანზეა
  • თუ გაშვებული ფაილი ეკრანი-ეკრანში რეჟიმს იყენებს

რა სახის ფაილების მართვა ᲐᲠᲐᲐ შესაძლებელი?

ფაილები web-audio, web-speech და Flash-მოდულიდან ვერ იმართება. აგრეთვე, სხვა გამონაკლისებიცაა:

  • უხმო ფაილები (ჩუმი ფაილები, რომელთაც არ აქვთ ხმის ჩანაწერი, მაგალითად GIF-ის მსგავსი სურათები)
  • შეტყობინებების ხმები

თუ რამდენიმე ჩანართშია გაშვებული ფაილები, რომლის მართვაა შესაძლებელი?

ერთდროულად რამდენიმე ჩანართში გაშვებული ფაილებიდან, შეგიძლიათ მართოთ ბოლო ჩანართის ფაილი, თუ რომელიმე არ იყენებს ეკრანი-ეკრანში რეჟიმს. ამ შემთხვევაში, ეკრანი-ეკრანში გაშვებული ვიდეო, ყოველთვის იქნება იმ ჩანართის, რომელიც მართვის ქვეშაა.

რატომაა, რომ ზოგჯერ, როცა მედიაფაილის სამართავს ვაჭერ, მოქმედებს სხვა პროგრამებზე და არა Firefox-ზე? ან იმავდროულად, სხვა პროგრამებიც იმართება?

თითოეულ სისტემა საკუთარი მექანიზმით ადგენს, თუ რომელი პროგრამა მართავს მედიაფაილებს. ზოგჯერ, ერთდროულად რამდენიმე პროგრამა შეიძლება ცდილობდეს სამართავი ღილაკების გამოყენებას. ასეთ დროს, სცადეთ დანარჩენი პროგრამების დახურვა, რომლებიც იყენებს სამართავ ღილაკებს.

დაგეხმარათ ეს სტატია?

გთხოვთ დაიცადოთ...

შესანიშნავი მოხალისეები, რომლებიც ამ სტატიის დაწერაში დაგვეხმარნენ:

Illustration of hands

მონაწილეობა

მიიღეთ და გაუზიარეთ გამოცდილება სხვებს. უპასუხეთ კითხვებს და განავითარეთ ჩვენი ცოდნის წყარო.

ვრცლად