აირიდეთ თაღლითობები Mozilla-ს ტექნიკური მხარდაჭერის გვერდზე

FIrefox - Android, Firefox, Firefox - iOS, Thunderbird FIrefox - Android, Firefox, Firefox - iOS, Thunderbird ბოლოს განახლდა:

Mozilla არ იყენებს სატელეფონო ზარებს ტექნიკური დახმარებისას და არ იღებს თანხას პროგრამის ჩამოტვირთვისთვის, განახლებისა თუ ტექნიკური მხარდაჭერისთვის, ამასთან ერთად, არ ავალებს მსგავს სამუშაოს სხვა კომპანიებს. თუ რომელიმე კომპანია ითხოვს თანხით ანგარიშსწორებას, რომ დაგიყენოთ, განაახლოს და ტექნიკურად გამართოს თქვენი Firefox ან Thunderbird, ვერანაირად ვერ იქნება დაკავშირებული Mozilla-სთან და უმჯობესია, თავი აარიდოთ.

გავრცელებული თაღლითობები ტექნიკური მხარდაჭერისას

  • ვირუსის შესახებ გაფრთხილებები, რომლებიც მოგიწოდებთ დარეკოთ სატელეფონო ნომერზე, ჩამოტვირთოთ პროგრამა და სკანერით შეამოწმოთ ვირუსების არსებობა.
  • კომპანიები, რომლებიც იყენებენ Mozilla-ს სახელებსა თუ ლოგოებს და ცდილობენ თანხა ჩამოგაჭრან, რომ დაგიყენონ, განაახლონ ან გამართონ თქვენი Firefox და Thunderbird.
  • სატელეფონო ზარები „Mozilla-ს წარმომადგენლობისგან“, რა დროსაც ზეწოლით ცდილობენ გადაგახდევინონ თანხა მომსახურებაში ან ნებართვა მიგაცემინონ თქვენს კომპიუტერთან წვდომისთვის.

თუ წააწყდებით თაღლითობის ამგვარ შემთხვევებს, მოინახულეთ Federal Trade Commission (აშშ) ან Econsumer.gov (საერთაშორისო).

თავდაცვა თაღლითობებისგან

  • მოინახულეთ Mozilla-ს მხარდაჭერის გვერდი (https://support.mozilla.org) ან სხვა აღიარებული წყაროები ტექნიკური დახმარების მისაღებად. არ არსებობს რომელიმე სხვა Mozilla-ს წარმომადგენელი კომპანია მხარდაჭერისთვის და ნებისმიერი, რომელიც იყენებს Mozilla-ს სახელსა თუ ლოგოებს, რომ თავი გააიგივოს Mozilla-სთან, უნდა მოგვახსენოთ აქ. გარე ბმულები მხარდაჭერის ფორუმებში მისამართზე https://support.mozilla.org საფუძვლიანად მოწმდება ზედამხედველების მიერ და უსაფრთხოა მოსანახულებლად.
  • Mozilla მხარდაჭერისთვის არ იყენებს სატელეფონო ზარებს. არსად დარეკოთ და არ გასცეთ მონაცემები წარმომადგენლებთან, რომლებიც თავს ასაღებენ Mozilla-სგან წარმოგზავნილად. Mozilla არასდროს მოგთხოვთ ანგარიშის სახელებისა და პაროლის შეყვანას ამომხტომ ფანჯრებსა თუ შეტყობინებების არეებში თქვენს მოწყობილობაზე.

სავაჭრო ნიშნების დარღვევების მოხსენება

დაგვეხმარეთ თაღლითების შეჩერებაში. თუ სადმე წააწყდებით, რომ ვიღაც ცდილობს გამოიყენოს Firefox ან Thunderbird თავის სახელად ან ლოგოდ Mozilla-სთან თავის გასაიგივებლად, გამოგზავნეთ სიყალბის შესახებ მოხსენება.

შესანიშნავი მოხალისეები, რომლებიც ამ სტატიის დაწერაში დაგვეხმარნენ:

Illustration of hands

მონაწილეობა

მიიღეთ და გაუზიარეთ გამოცდილება სხვებს. უპასუხეთ კითხვებს და გაამდიდრეთ ჩვენი ცოდნის წყარო.

ვრცლად