Firefox 133 ვერსიიდან დაწყებული საშუალება გაქვთ, აირჩიოთ ხელოვნური გონით მომუშავე, იგივე AI-თანამოსაუბრე (ინგ. chatbot, გამოითქმის ჩატბოტი ან ჩეთბოტი) და დაამატოთ განახლებულ გვერდით ზოლზე. შესაბამისად, შეგეძლებათ თანამოსაუბრე გამოიყენოთ გახსნილი გვერდის დაუტოვებლად. ამჟამად ხელმისაწვდომია ხელგონით მომუშავე თანამოსაუბრეები შემდეგი მომწოდებლებისგან: Anthropic Claude, ChatGPT, Google Gemini და Le Chat Mistral.
თითოეული მომწოდებლის ხელსაწყო გთავაზობთ წაკითხულიდან დასკვნის გამოტანას, გონებრივი იერიშით ახალი აზრების მოწოდებასა და წერაში მოხმარებას. ვრცლად გაეცანით თითოეულ მომწოდებელს.
იხილეთ, რა უნდა გაითვალისწინოთ AI-თანამოსაუბრით სარგებლობისას, როგორ აირჩიოთ მომწოდებელი, როგორ შეცვალოთ სურვილისამებრ და გამორთოთ AI-თანამოსაუბრე Firefox-ში ამოქმედების შემდგომ.
რა უნდა გაითვალისწინოთ AI-თანამოსაუბრით სარგებლობისას
როცა იყენებთ AI-თანამოსაუბრეს – Firefox-ში იქნება ეს, რამე პროგრამაში თუ სხვა ბრაუზერში – მხედველობაში მიიღეთ, რომ:
- თანამოსაუბრით სარგებლობისას ეთანხმებით მომწოდების პირადულობის დებულებებსა და გამოყენების პირობებს. თითოეულ მომწოდებელს მომსახურების სხვადასხვა პირობები და პირადულობის დაცვის განსხვავებული დებულებები აქვს. იხილეთ იმ მომწოდებლების პირადი მონაცემების დაცვისა და გამოყენების პირობები, რომელთაც გთავაზობთ Firefox.
- უნდა გადაამოწმოთ ნებისმიერი ინფორმაცია, AI-თანამოსაუბრე რასაც გაწვდით. AI-თანამოსაუბრე ეფუძნება ეგრეთ წოდებულ შემოქმედებით ხელოვნურ გონს, რომელიც მიღებული მოთხოვნის მიხედვით ცდილობს გამოიცნოს, იწინასწარმეტყველოს და შეადგინოს სურათები ან ტექსტი. იგი არაა გათვლილი და განკუთვნილი ზუსტი მოვლენების გადმოსაცემად. გაეცანით უკეთ, როგორ მუშაობს AI-თანამოსაუბრე ზედა დონეზე.
- ზოგიერთი თანამოსაუბრე მეტი კრძალვით ეპყრობა პირად მონაცემებს, ვიდრე სხვები. იმისთვის, რომ იცოდეთ, როგორ დაიცვათ პირადი მონაცემები თანამოსაუბრით სარგებლობისას, მიჰყევით ამ მეტად გამოსადეგ რჩევებს Mozilla-ფონდისგან.
ვრცლად გაეცანით თანამოსაუბრეების მომწოდებლებს
ბოლოდროინდელი სიახლეების მოსაძიებლად თითოეული მომწოდებლის შესახებ საუკეთესო ადგილი მათივე ვებსაიტია. თანამოსაუბრეთა უმეტესობა ჯერ საცდელია და ხშირად შეიძლება იცვლიდეს მუშაობის, იერსახისა თუ შემოთავაზებული შესაძლებლობების მახასიათებლებს.
გარდა ამისა, უმეტესად თანამოსაუბრეს ახლავს გარკვეული პარამეტრები, მაგალითად, გსურთ თუ არა ნასაუბრები გაზიარდეს მომწოდებელთან. კარგად გაეცანით ამგვარ პარამეტრებს თანამოსაუბრით სარგებლობამდე.
ძირითადი შესაძლებლობები | პირადულობისა და გამოყენების დებულებები, რომელთაც ეთანხმებით მომწოდებლის არჩევისას | |
---|---|---|
Anthropic Claude |
| |
ChatGPT |
| |
Google Gemini |
| |
Le Chat Mistral |
|
როგორ ავირჩიო თანამოსაუბრე გვერდით ზოლზე
- თუ აქამდე ჯერ არ აგირჩევიათ თანამოსაუბრე:
- გამოიყენეთ ნაპწერკლის ღილაკი
გვერდითი ზოლიდან. შეარჩიეთ თანამოსაუბრის მომწოდებელი მის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და დაწკაპეთ როცა კი გადაწყვეტთ არჩევას. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მომწოდებლის შეცვლა.
- გამოიყენეთ ნაპწერკლის ღილაკი
- თუ ადრე უკვე გქონდათ არჩეული თანამოსაუბრე და გსურთ შეცვალოთ მომწოდებელი, იხილეთ ქვემოთ.
როგორ შევცვალო თანამოსაუბრის მომწოდებლები
სხვადასხვა თანამოსაუბრეზე გადართვა ნებისმიერ დროს შეგეძლებათ, რამდენჯერაც მოგესურვებათ. მაგალითად, შეიძლება ერთი თანამოსაუბრე წერაში დასახმარებლად გერჩივნოთ და მეორე სურათების შესადგენად. მომწოდებლის შესაცვლელად:
- გვერდით ზოლში დაწკაპეთ თანამოსაუბრის ხატულას (მაგალითად,
, თუ არჩეულია ChatGPT).
- დაწკაპეთ ამჟამინდელი თანამოსაუბრის სახელს. იხილავთ ჩამოსაშლელს ყველა ხელმისაწვდომი თანამოსაუბრის დასახელებით.
- დაწკაპეთ სასურველ თანამოსაუბრეს მასზე გადასართველად.
- თითოეული თანამოსაუბრის უკეთ გასაცნობად არჩევამდე, დაწკაპეთ და შემდეგ გადაწყვიტეთ, რომელი გსურთ.
როგორ მოვაცილო AI-თანამოსაუბრის მალსამობი Firefox-ის გვერდითი ზოლიდან
- თუ ვერ ხედავთ გვერდით ზოლს:
- მენიუს ზოლზე ეკრანის ზემოთა არეში, დაწკაპეთ და აირჩიეთ ან თქვენი macOS-ვერსიის შესაბამისად.დაწკაპეთ მენიუს ღილაკზე
და აირჩიეთ . განყოფილებაში ჩაუყევით და მონახეთ , შემდეგ კი მიუთითეთ , თუ უკვე არაა მითითებული.
- დაწკაპეთ გვერდითი ზოლის ხატულას
ხელსაწყოთა ზოლზე, თუ გვერდითი ზოლი დამალულია. თუ გვერდითი ზოლის ნიშანი არ იძებნება, მოირგეთ ხელსაწყოთა ზოლი მის დასაბრუნებლად.
- მენიუს ზოლზე ეკრანის ზემოთა არეში, დაწკაპეთ და აირჩიეთ ან თქვენი macOS-ვერსიის შესაბამისად.დაწკაპეთ მენიუს ღილაკზე
- გვერდით ზოლზე დაწკაპეთ გამართვის ღილაკს
.
- გვერდითი ზოლის მორგების არეში, როცა გაიხსნება, მოხსენით მონიშვნა AI-თანამოსაუბრის უჯრას Firefox-ხელსაწყოების განყოფილებაში.
გვერდით ზოლზე დაწკაპეთ გამართვის ღილაკს . იხილეთ გვერდითი ზოლის მორგება, როცა გაიხსნება, მოხსენით მონიშვნა AI-თანამოსაუბრის უჯრას Firefox-ხელსაწყოების არეში.
მოგვიანებით კვლავ თუ მოისურვებთ გამოყენებას, შეგიძლიათ ისევ დააბრუნოთ მონიშვნა და მიჰყვეთ მითითებებს მომწოდებლის შესარჩევად.
გარდა ამისა, Firefox-ფანჯრის ზედა მარჯვენა კუთხეში, შეგიძლიათ დაწკაპოთ მენიუს ღილაკი და აირჩიოთ . შემდეგ მონახოთ და მოუხსნათ მონიშვნა .
ნაწერის მონიშვნა მოთხოვნების შემოსათავაზებლად
მოთხოვნები იგივე მითითებებია, რომელთაც აძლევთ თანამოსაუბრეს იმისდა მიხედვით, რა გსურთ გააკეთოს. წინასწარ ჩამოწერილი იქნება რამდენიმე მოთხოვნა, რომელთაც იხილავთ ტექსტის მონიშვნისას.
მოგვიანებითაც შეგიძლიათ გამოაჩინოთ მოთხოვნები:
- მონიშნულ ტექსტზე მარჯვენა წკაპით.
- მალსახმობით, რომელიც გამოჩნდება ტექსტის მონიშვნისას. (მისი დამალვაც შეგეძლებათ, თუ მოისურვებთ).
როცა აარჩევთ მოთხოვნას, Firefox გადაგზავნის მას მონიშნული ტექსტისა და გვერდის სათაურის თანხლებით შერჩეულ თანამოსაუბრესთან.
ყოველი შემოთავაზებული მოთხოვნა იწყება წინადადებით, რომელიც შეიცავს [ბრჭყალებში] გვერდის სათაურს და შერჩეულ ტექსტს. „ვიმყოფები გვერდზე [შესაბამისი სათაურით], მონიშნულია [შერჩეული ტექსტი]“. შემდეგ კი ერთვის რომელიმე ქვემოთ მოცემულიდან.
შეჯამება | შეაჯამე მონიშნული ნათლად და გასაგები ენით. გამოიყენე სათაურები და გამოყოფილი სია დასკვნის წარმოსადგენად, ადვილად აღსაქმელი რომ იყოს. შეინარჩუნე შინაარსობრივი სიზუსტე და სინამდვილესთან თანხვედრა. |
ახსნა | გადმოეცი მონიშნულის ძირითადი აზრი ადვილად გასაგები სიტყვებით. ამასთანავე, მაგალითების მოხმობით. |
გამოკითხვა | გამომცადე მონიშნულის მიხედვით. დამისვი სხვადასხვა შეკითხვა, რომელიც საჭიროებს ერთ-ერთი პასუხის არჩევას, აგრეთვე გამოცნობას, ჭეშმარიტია, თუ მცდარია და ზოგჯერ მოკლე პასუხის გაცემასაც. ჯერ დაელოდე წინა კითხვაზე პასუხს, სანამ მომდევნოზე გადახვალ. |
გასწორება | გაასწორე მონიშნულ ნაწერში გრამატიკული და მართლწერის უზუსტობები. იპოვე შეცდომები და გამართულად გადმოიტანე ტექსტი. შეინარჩუნე შინაარსობრივი სიზუსტე და სინამდვილესთან თანხვედრა, ჯერ გამოიტანე შემოთავაზებული შესწორებების ჩამონათვალი და ამის შემდეგ დაურთე საბოლოო, გამართული ტექსტი. |
გვერდის შეჯამება
ორი გზაა, რომლითაც Firefox შეაჯამებს მითითებულ გვერდს თქვენ მიერ შერჩეული თანამოსაუბრის გამოყენებით:
- აირჩიეთ თანამოსაუბრის გვერდითი ზოლის ქვემოთ.
- მარჯვენა წკაპიControl ღილაკზე დაჭერით წკაპი და მიუთითეთ , რომელიც ახლავს .
როგორ დავმალო მალსახმობი
ორი გზაა მალსახმობის დასამალად:
- მონიშნეთ ტექსტი და აირჩიეთ თანამოსაუბრის მალსახმობის დამალვა.
- გახსენით მენიუ
AI-თანამოსაუბრის არეში და მიუთითეთ მალსახმობის დამალვა ტექსტის მონიშვნისას.
როგორ მუშაობს AI-თანამოსაუბრე?
AI-თანამოსაუბრე ეფუძნება ტექნოლოგიას, რომლითაც შესაძლებელია ტექსტისა და სურათების შედგენა, სახელწოდებით „შემოქმედებითი ხელოვნური გონი“ ან „მწარმოებელი ხელოვნური გონი“ (ინგლ. Generative AI – შემოკლებით „genAI“). ამ ტექნოლოგიას ჰაერიდან არ მოაქვს ტექსტი და სურათები. არამედ, გაწვრთნილია დიდი ოდენობის მონაცემებით.
როდესაც ურთიერთობთ შემოქმედებით ხელგონთან, იგი იყენებს შესწავლილ მონაცემებს, რომ ივარაუდოს პასუხები ან სურათის შინაარსი. მონაცემები, რომლითაც გაიწვრთნა, აგრეთვე მითითებები, რომელიც შეგყავთ მის სამუშაო გარსში (ეგრეთ წოდებული „მოთხოვნები“, ინგლ. „prompts“), გავლენას ახდენს და განსაზღვრავს, რა როგორ წარმოიქმნება.
შემოქმედებითი ხელგონი ცდილობს გამოიცნოს და ივარაუდოს პასუხები – მაგრამ არაა გათვლილი და განკუთვნილი ზუსტი მოვლენების გადმოსაცემად. გამოტანილი ინფორმაცია შედგენილია თქვენი მოთხოვნისა და იმ მონაცემების მეშვეობით, რომლითაც გაიწვრთნილია ხელოვნური ინტელექტი. ყოველთვის კარგად უნდა გაიაზროთ, შეყვანილი მოთხოვნა იძლევა თუ არა პასუხად იმას, რასაც ეძებდით.
უკეთ რომ გაეცნოთ შემოქმედებით ხელოვნურ გონს, უთვალავი მასალა მოიპოვება ვებსივრცეში. აქვე შემოგთავაზებთ რამდენიმეს, რომლებიც გამოსადეგია დასაწყისისთვის (ინგლისური შინაარსით):
- Mozilla-ს სვეტი: როგორ მუშაობს ხელოვნური ინტელექტი სინამდვილეში?
- სტატია: როგორ იწერება შედეგიანი მოთხოვნა, MIT Sloan – ტექნოლოგიური მომსახურებები
- ვიდეო: შემოქმედებითი ხელოვნური ინტელექტის ახსნა სამხრეთ ავსტრალიის უნივერსიტეტისგან
ხშირად დასმული კითხვები
რა მონაცემებს უგზავნის Firefox მომწოდებელს, როცა მათ თანამოსაუბრეს ვიყენებ გვერდით ზოლზე?
როდესაც ხსნით თანამოსაუბრეს გვერდით ზოლზე, მომწოდებელი იმავე ინფრომაციას აგროვებს, რასაც შეაგროვებდა მის საიტზე რომ შესულიყავით ჩვეულებრივი ჩანართით Firefox-ში. როდესაც მონიშნავთ ტექსტს ვებგვერდზე ან PDF-ფაილში და აირჩევთ შემოთავაზებულ მოთხოვნას, მომწოდებელს გაეგზავნება მონიშნული ტექსტი, მოთხოვნა და გვერდის სათაური. თუ აირჩევთ გვერდის შეჯამებას, მომწოდებელს გაეგზავნება გვერდის შიგთავსი, მოთხოვნა და გვერდის სათაური.
ხელგონის მქონე თანამოსაუბრეებით სარგებლობა უფასოა?
თანამოსაუბრის თითოეულ მომწოდებელს აქვს უფასოდ გამოყენების შესაძლებლობაც. ბევრს ფასიანიც ახლავს. უფასოს გამოყენებისას რაღაც შეზღუდვებია ხოლმე – მაგალითად, გარკვეული ოდენობის საუბრის წამოწყება დღეში ან შეტანილი მონაცემების მოცულობა თანამოსაუბრით სარგებლობისას.
სანდოა თანამოსაუბრისგან მოწოდებული ინფორმაცია?
ხელოვნური გონი მხოლოდ ნავარაუდევს იძლევა – იგი არაა გათვლილი და განკუთვნილი ზუსტი მოვლენების გადმოსაცემად. მის მიერ შედგენილი ინფორმაცია მხოლოდ შედეგია მოთხოვნისა და იმ მონაცემებისა, რომლითაცაა გაწვრთნილი, ამიტომ ხშირად შეიძლება შეცდეს. თანამოსაუბრის მიერ მოწოდებული მონაცემები აუცილებლად უნდა გადაამოწმოთ ხოლმე. იხილეთ ვრცლად, როგორ მუშაობს ხელოვნური ინტელექტის თაანამოსაუბრეები.
ზოგიერთი თანამოსაუბრე არაა ხელმისაწვდომი ჩემს მხარეში. რატომ მიგდებს ასარჩევად?
ყველა თანამოსაუბრე არაა ხელმისაწვდომი ყველა ქვეყანასა თუ მხარეში. არჩევისას შეზღუდვა არაა დაწესებული, ვინაიდან ხშირად იცვლება ხოლმე აღნიშნული ხელსაწყობის ხელმისაწვდომობა სხვადასხვა მხარეში.
თანამოსაუბრის მომწოდებელს შეუძლია იხილოს ჩემი საუბრები? როგორ ეპყრობა ჩემს მონაცემებს?
ეს დამოკიდებულია ხოლმე თანამოსაუბრესა და ზოგჯერ იმ პარამეტრებზე, რომლის არჩევის საშუალებაცაა. ზოგიერთ თანამოსაუბრეს გააჩნია „ვინაობის გაუმხელი“ რეჟიმი. სხვები შეიძლება საუბრის წაშლის საშუალებას გთავაზობდეთ.
დაწვრილებით, თუ როგორ ეპყრობა თითოეული მომწოდებელი თქვენს ნასაუბრებსა და მონაცემებს, გაეცანით მათი მომსახურების პირობებსა და პირადულობის დებულებებს მათსავე საიტებზე.
უსაფრთხოა პირადი მონაცემების გაზიარება თანამოსაუბრისთვის?
არაა სასურველი პირადი მონაცემების მიწოდება ამგვარი თანამოსაუბრეებისთვის.
Firefox თვალს ადევნებს ჩემს საუბრებს?
არაა. Firefox ვერ იხილავს თქვენს საუბარს, ვინაიდან არ აქვს წვდომა თანამოსაუბრისა და იმ საიტების შიგთავსთან, რომლიდან შერჩეულ ტექსტსაც უგზავნით მალსახმობის მეშვეობით ხელოვნურ ინტელექტს. მსგავსად სხვა შესაძლებლობებისა, მხოლოდ აღვრიცხავთ, თუ როგორ გამოიყენება ხოლმე AI-თანამოსაუბრე, რაც გვეხმარება გავაუმჯობესოთ Firefox. მაგალითად, გროვდება მონაცემები, თუ რაოდენ ხშირადაა არჩეული ესა თუ ის მომწოდებელი და რამდენად ხშირადაა გამოყენებული შემოთავაზებული მოთხოვნები. იხილეთ ვრცლად, თუ როგორ აღრიცხავს Firefox წარმადობისა და გამოყენების მონაცემებს, აზომვებს რომ ვუწოდებთ.
როგორ მოვაცილო Firefox-იდან?
გვერდით ზოლზე აირჩიეთ პარამეტრების ნიშანი . გვერდითი ზოლის მორგების არეში კი მოხსენით მონიშვნა AI-თანამოსაუბრეს Firefox-ხელსაწყოების განყოფილებიდან.