Firefox ამოწმებს უსაფრთხოების სერტიფიკატებს დაცული ვებსაიტებისთვის (რომელთაც საკეტის ნიშანი ახლავს 
 მისამართების ველში), რომ დაადასტუროს, არის თუ არა სარწმუნო და ვადიანი. თუ თქვენი კომპიუტერის თარიღი, საათი ან სასაათე სარტყელი არეულია, Firefox გამოაჩენს გაფრთხილებას უსაფრთხოების შესახებ, ნაცვლად გვერდის ჩატვირთვისა.
ეს სტატია დაგეხმარებათ:
- დაადგინოთ, შეცდომა დროის არევასთანაა თუ არა დაკავშირებული.
 - გამართოთ საათის პარამეტრებით Windows, macOS და Linux.
 - გაარკვიოთ, რატომაა ზოგიერთი შეცდომისთვის გვერდის ავლა შეუძლებელი.
 - მომიჯნავე შემთხვევების განხილვა, USB-იდან პირდაპირ გაშვებულ სისტემებსა თუ წარმოსახვით მანქანებზე.
 
სარჩევი
ნაბიჯი 1 – შეამოწმეთ, უკავშირდება თუ არა შეცდომა დროის არევას
თუ ხედავთ შეცდომის გვერდს, როგორიცაა „საათი თქვენს კომპიუტერში არეულია“ (Your Computer Clock is Wrong) ან „ფრთხილად: სახიფათოა“ (Warning: Potential Security Risk Ahead), შემთხვევა სავარაუდოდ უკავშირდება სისტემის საათს.
როგორ შეიძლება გადამოწმება:
- შეცდომის გვერდზე დაწკაპეთ (Advanced)
 - გადაავლეთ თვალი კოდებს:
- SEC_ERROR_EXPIRED_CERTIFICATE
 - SEC_ERROR_EXPIRED_ISSUER_CERTIFICATE
 - SEC_ERROR_OCSP_FUTURE_RESPONSE
 - SEC_ERROR_OCSP_OLD_RESPONSE
 - MOZILLA_PKIX_ERROR_NOT_YET_VALID_CERTIFICATE
 - MOZILLA_PKIX_ERROR_NOT_YET_VALID_ISSUER_CERTIFICATE
 
 

ნაბიჯი 2 – დააყენეთ საათი სწორ დროზე
- დაწკაპეთ ღილაკი Windows Start  ან დააჭირეთ კლავიშს 
.
 - აკრიფეთ თარიღი (Date) საძიებო ველში.
 - აირჩიეთ (Date and time settings).
 - დაწკაპეთ (Sync now), რომ განაახლოთ დრო ქსელის მეშვეობით.
 - გადაამოწმეთ, შეესაბამება თუ არა დროის სარტყელი თქვენს ადგილმდებარეობას.
 
თუ გათიშულია ან არ მუშაობს:
- გამორთეთ მითითება ავტომატურად (Set time automatically).
 - ხელით მიუთითეთ სწორი დრო, საათი და სასაათე სარტყელი.
 
- დაწკაპეთ ღილაკი Windows Start  ან დააჭირეთ კლავიშს 
.
 - საწყის მენიუში აირჩიეთ (Settings).
 - პარამეტრებში მონახეთ (Time & language).
 - ქვემოთ იქნება თარიღისა და დროის შეცვლა (Change date and time) და დაწკაპეთ  (Change).
- აგრეთვე შეგიძლიათ ჩამოშალოთ სასაათე სარტყელი (Time zone).თუ სისტემას მითითებული აქვს, რომ დრო და თარიღი ავტომატურად დააყენოს, ხელით ვერ ჩანაცვლდება.
 
 - აგრეთვე შეგიძლიათ ჩამოშალოთ სასაათე სარტყელი (Time zone).
 - ცვლილებების დასრულების შემდეგ დახურეთ პარამეტრების ფანჯარა.
 
- საწყის ეკრანზე დააჭირეთ ფილას Desktop. გაიხსნება სამუშაო ეკრანი.
 -  აირჩიეთ  (Control Panel)  (Settings).
 - დაწკაპეთ საათი, ენა და მხარე (Clock, Language, and Region) და შემდეგ თარიღი და დრო (Date and Time).
 - დაწკაპეთ (Change date and time) ან (Change time zone).
 - ცვლილებების დასადასტურებლად დაწკაპეთ (OK).
 
-  დაწკაპეთ ღილაკი Windows Start ან დააჭირეთ კლავიშს Windows 
. 
 -  დაწკაპეთ  (Control Panel).
 - დაწკაპეთ საათი, ენა და მხარე (Clock, Language, and Region) და შემდეგ თარიღი და დრო (Date and Time).
 - დაწკაპეთ (Change date and time) ან (Change time zone).
 - ცვლილებების დასადასტურებლად დაწკაპეთ (OK).
 
- დაწკაპეთ Apple-მენიუს და აირჩიეთ (System Preferences).
 - სისტემის მახასიათებლების ფანჯარაში დაწკაპეთ თარიღი და დრო (Date & Time).
 - გამორთეთ Set date and time automatically.
 - ხელით შეიყვანეთ დრო და თარიღი.
 - დაწკაპეთ ცვლილებების დასადასტურებლად.
 
საგანგებო შემთხვევები – USB-ით პირდაპირ გაშვებისას, წარმოსახვით მანქანებზე, ორმაგი ჩატვირთვისას
თუ სისტემა პირდაპირ USB-იდან გაქვთ გაშვებული ან წარმოსახვით მანქანაზეა, დრო შეიძლება აირიოს ყოველი ჩატვირთვისას. ასეთ შემთხვევაში საჭიროა თარიღის ხელით გასწორება ყოველი გაშვებისას ან სისტემის მომართვა, რომ ავტომატურად დაასინქრონოს ხოლმე დრო.
ნაბიჯი 3 – როცა ხარვეზი არ უკავშირდება არეულ საათს
თუ თქვენი დრო და სასაათე სარტყელი სწორადაა, შესაძლოა, საიტის უსაფრთხოების სერტიფიკატი იყოს ვადაგასული ან გაუმართავი.
შეეხმიანეთ ვებსაიტის მფლობელებს
თუ იცნობთ საიტის ხელმძღვანელობას, აცნობეთ, რომ სერტიფიკატი ვადაგასული ან უმართებულოა. სავარაუდოდ, მოუწევთ მისი განახლება ხარვეზის მოსაგვარებლად.
ყოველთვის რატომ ვერ ხერხდება ამ შეცდომებისთვის გვერდის ავლა
Firefox საკუთარი შეხედულებისამებრ არ წყვეტს, „უსაფრთხოა“ თუ არა საიტი ხალხში მოპოვებული კარგი სახელის ან მთავრობის ფლობის ქვეშ ყოფნის მიხედვით — უსაფრთხოება დგინდება მისდა დამოუკიდებლად. თუ სერტიფიკატი ვადაგასული ან უმართებულოა, Firefox შეზღუდავს გვერდის ჩვენებას თქვენი პირადულობისა და მონაცემების დასაცავად.
უმეტეს შემთხვევაში ამგვარი დაბრკოლებებისთვის გვერდის ავლა შეუძლებელია ვადაგასული სერტიფიკატიდან გამომდინარე, ვინაიდან არსებით ხიფათს წარმოადგენს უსაფრთხოებისთვის (თუნდაც შემტევებისთვის კავშირში ჩარევის საშუალების მიცემით).
სწრაფად გადასამოწმებელი საკითხები ხელმეორე მცდელობამდე
- ✅ თარიღი და დრო გასწორებულია.
 - ✅ სასაათე სარტყელი შეესაბამება ადგილმდებარეობას.
 - ✅ პირდაპირ გასაშვებ USB/VM-სისტემებში: დროის დასინქრონება გამართულია.
 - ✅ ვებსაიტის სერტიფიკატი არაა ვადაგასული (შეეხმიანეთ ხელმძღვანელობას დასაზუსტებლად).