საიტს ვერ აჩვენებს Firefox უნებართვოდ, როცა სხვა საიტზეა ჩაშენებული

Firefox, Firefox for Android Firefox, Firefox for Android ბოლოს განახლდა: 3 weeks, 3 days ago 100% აფასებს სასარგებლოდ

ზოგიერთი ვებსაიტი არ იძლევა კუთვნილი მასალების სხვა საიტზე გამოჩენის საშუალებას. თუ რომელიმე ვებსაიტი ეცდება ამგვარი საიტიდან გვერდის ჩაშენებულად ჩვენებას, Firefox გამოაჩენს შეცდომას, რომ მასალის ნახვა შეუძლებელია.

„თქვენივე უსაფრთხოებისთვის [ვებსაიტი] არ იძლევა ნებართვას და Firefox ვერ აჩვენებს გვერდს, რომელიც სხვა საიტზეა ჩამაგრებული...“

ესაა უსაფრთხოების დაცვის შესაძლებლობა, რომ ავიცილოთ ეგრეთ წოდებული დაწკაპების მითვისების (Clickjacking) შეტევები, როცა საიტი უნებართვოდ ცდილობს სხვა საიტის ჩატვირთვას, რომ მოტყუებით გადაიყვანოს მომხმარებლები ისეთ ბმულებზე, რომელთა მონახულებას საერთოდ არ გეგმავდნენ.

ამ შეცდომის მიზეზი არაა Firefox. ესაა თავად ვებსაიტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება.

რის გამო ხდება ასე?

ნებისმიერ ვებსაიტს აქვს შესაძლებლობა, თავად განსაზღვროს, როგორ გამოიყენოს სხვამ მისი მასალები. შეუძლია აკრძალოს სხვა ვებსაიტზე ჩვენება უსაფრთხოების საგანგებო პარამეტრებით, როგორიცაა:

ამგვარი გადაწყვეტები ჩვეულია საბანკო საიტებისთვის, სკოლებისთვის, სამთავრობო მომსახურებებისთვის და მათთვის, ვინც მეტად საჭიროებს გაძლიერებულ უსაფრთხოებას.

რა შეიძლება მოვიმოქმედო?

შეგიძლიათ მაინც იხილოთ შეზღუდული მასალა მისი ცალკე გახსნით.

კომპიუტერში

  1. მარჯვენა წკაპი ბმულზე ან ჩაშენებული საიტის ადგილას.
  2. აირჩიეთ ბმულის გახსნა ახალ ჩანართში ან ბმულის გახსნა ახალ ფანჯარაში.
  3. თუ მარჯვენა წკაპით ამის საშუალებას არ იძლევა, სცადეთ ბმულის ასლის აღება (ხანგრძლივად დაწოლით Mac-ის შეხების დაფაზე) და ჩასმით ახალ ჩანართში.
რჩევა: აგრეთვე შეგიძლიათ ჩავლებით გადაიტანოთ ბმული ახალ ჩანართში, თუ კომპიუტერში გაქვთ გახსნილი Firefox.

მობილურში (ტელეფონსა თუ პლანშეტზე)

  1. შეეხეთ და დააყოვნეთ ბმულზე ან ჩაშენებული საიტის ადგილას (სადაც მასალა უნდა გამოჩენილიყო).
  2. აირჩიეთ გახსნა ახალ ჩანართში გამოსული მენიუდან.
  3. თუ არ იმუშავებს, სცადეთ ბმულის ასლის აღება (თუ ხილულია) და ხელით ჩასმა ახალ ჩანართში.
გაფრთხილება: მობილურზე ეს შეიძლება უფრო გაძნელდეს, რადგან ყოველთვის არ ჩანს ჩაშენებული საიტის ადგილი გარკვევით. მონახეთ ცარიელი ან რუხი მართკუთხა სივრცე არსებულ გვერდზე.

რა უნდა მოვიმოქმედო, თუ მოცემული გვერდიდანვე მსურს გამოყენება?

ზოგჯერ მასალებით სარგებლობა ვებსაიტიდან, რომელშიც ჩაშენებულია სხვა ვებსაიტი, დამოკიდებულია ამ ჩაშენებულ გვერდზე (მაგალითად, სკოლის ანგარიშზე შესვლის სისტემა ან შიდა გვერდები).

ასეთ შემთხვევაში:

  • სცადეთ ჩაშენებული გვერდის პირდაპირ გახსნა, როგორც ზემოთ იყო მოცემული.
  • თუ ეს არ გამოგადგებათ, დასახმარებლად უნდა მიმართოთ საიტის ხელმძღვანელობას და აუხსნათ ვითარება.

გსურთ ამ შეცდომაში უკეთ გარკვევა?

თუ ზუსტად არ იცით, რომელი გვერდი ცდილობს ჩატვირთვას ან ვერ არკვევთ, რომელ ადგილას უნდა დაწკაპოთ:

  • მონახეთ ცარიელი მართკუთხა სივრცე ან ამოკლებული მასალის ადგილი; ხშირად სწორედ ამგვარი ადგილია ხოლმე, სადაც შეზღუდული გვერდი უნდა გამოჩენილიყო.
  • როცა მობილურს იყენებთ, ეცადეთ, მოაბრუნოთ ეკრანი ან დააშოროთ საიტი დამალული მასალის უკეთ მოსანახად.
  • მაინც ვერაფერს გახდით? აიღეთ ბმულის ასლი და გაუზიარეთ მხარდაჭერის სამსახურს, მასწავლებელს ან ვებსაიტის ხელმძღვანელობას.

ამგვარ საკითხებზე

შესანიშნავი მოხალისეები, რომლებიც ამ სტატიის დაწერაში დაგვეხმარნენ:

Illustration of hands

მონაწილეობა

მიიღეთ და გაუზიარეთ გამოცდილება სხვებს. უპასუხეთ კითხვებს და გაამდიდრეთ ჩვენი ცოდნის წყარო.

ვრცლად