Firefox სხვა ენებზე

Firefox საშუალებას გაძლევთ, იხილოთ მენიუები, შეტყობინებები და ნებისმიერი წარწერა Firefox-ის სამუშაო გარსში სხვა ენაზე.

მითითება: ვებგვერდების სასურველ ენაზე მისაღებად იხილეთ ენის შერჩევა მრავალენოვანი ვებგვერდისთვის.

Firefox-ის გადაყვანა სხვა ენაზე

ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეუცვალოთ ენა Firefox-ის მენიუებს, შეტყობინებებსა და დანარჩენ წარწერებს.

  1. მენიუს ზოლზე ეკრანის ზემოთა არეში, დაწკაპეთ Firefox და აირჩიეთ პარამეტრები ან მახასიათებლები თქვენი macOS-ვერსიის შესაბამისად.დაწკაპეთ მენიუს ღილაკზე Fx89menuButton და აირჩიეთ პარამეტრები.
  2. მთავარი (General) განყოფილების ენის (Language) არეში ჩამოსაშლელი მენიუდან აირჩიეთ ენა.
  3. ხელახლა გაუშვით Firefox.
გაითვალისწინეთ: თუ გიყენიათ Firefox Developer Edition ან Firefox Nightly, დაგჭირდებათ ხელახლა გადმოწერა აქედან იმ ენისთვის, რომლის გამოყენებაც გსურთ.

ენების დამატება Firefox-ის გარსისთვის

მიჰყევით შემდეგ ნაბიჯებს ენის დასამატებლად Firefox-ში.

  1. მენიუს ზოლზე ეკრანის ზემოთა არეში, დაწკაპეთ Firefox და აირჩიეთ პარამეტრები ან მახასიათებლები თქვენი macOS-ვერსიის შესაბამისად.დაწკაპეთ მენიუს ღილაკზე Fx89menuButton და აირჩიეთ პარამეტრები.
  2. მთავარი განყოფილების ენის არეში დაწკაპეთ სხვა ენების ძიება (Search for more languages) ჩამოსაშლელი მენიუდან.
  3. დაწკაპეთ ენის მითითება დასამატებლად (Select language to add) და აირჩიეთ სასურველი მათგანი, შემდეგ კი დაწკაპეთ დამატება (Add).
  4. გამოიყენეთ აწევის ან ჩამოწევის ღილაკი მიმდევრობის შესაცვლელად, ანდა მოცილება ენის სიიდან ამოსაშლელად.
  5. დაწკაპეთ კარგი (OK) ცვლილებების შესანახად.
Firefox გამოაჩენს პირველ ენას ნაგულისხმევად, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დამატებითს, რიგითობის მიხედვით.

დამატებითი ენის მიმდევრობის დაყენება

თუ Firefox-ის რამე ნაწილი არაა ხელმისაწვდომი თქვენს ენაზე, Firefox გამოიყენებს მომდევნო ენას, რომელიც დანარჩენების ზემოთაა.

  1. მენიუს ზოლზე ეკრანის ზემოთა არეში, დაწკაპეთ Firefox და აირჩიეთ პარამეტრები ან მახასიათებლები თქვენი macOS-ვერსიის შესაბამისად.დაწკაპეთ მენიუს ღილაკზე Fx89menuButton და აირჩიეთ პარამეტრები.
  2. ენის არეში დაწკაპეთ დამატებითის მითითება (Set Alternatives) რომ გაიხსნას Firefox-ის ენის პარამეტრების ფანჯარა.
  3. აირჩიეთ ენა და გამოიყენეთ აწევის ან ჩამოწევის ღილაკი მიმდევრობის შესაცვლელად, ანდა მოცილება ენის სიიდან ამოსაშლელად.

დაგეხმარათ ეს სტატია?

გთხოვთ დაიცადოთ...

შესანიშნავი მოხალისეები, რომლებიც ამ სტატიის დაწერაში დაგვეხმარნენ:

Illustration of hands

მონაწილეობა

მიიღეთ და გაუზიარეთ გამოცდილება სხვებს. უპასუხეთ კითხვებს და გაამდიდრეთ ჩვენი ცოდნის წყარო.

ვრცლად