განაახლეთ Firefox უახლესი გამოშვებით

შენიშვნა: თუ Firefox გიყენიათ თქვენი Linux-დისტრიბუტივს მოყოლილი კრებულის სახით, უნდა დაელოდოთ განახლებული კრებულის გამოშვებას საცავში. ეს სტატია ეხება მხოლოდ ხელით დაყენებულ Firefox-ს (თქვენი დისტრიბუტივის კრებულთა მმართველის გამოუყენებლად).
შენიშვნა: თუ Firefox გიყენიათ Microsoft Store-დან, მაშინ მიიღებთ Firefox-ის განახლებებს Microsoft Store-ის მეშვეობით. ეს სტატია ეხება მხოლოდ ხელით დაყენებულ Firefox-ს Mozilla-ს საიტიდან ჩამოტვირთვისას. Firefox-ის განახლებების შესამოწმებლად Microsoft Store-ზე, იხილეთ Microsoft-ის ამ სტატიაში.

ნაგულისხმევად Firefox ავტომატურად ახლდება. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ თავად შეამოწმოთ განახლებები, რა დროსაც გასაახლებელი კრებული ჩამოიტვირთება, მაგრამ არ დაყენდება, სანამ ახლიდან არ გაეშვება Firefox.

Firefox-ის განახლება

  1. დააწკაპუნეთ მენიუს ღილაკზე Fx89menuButton Firefox-ის ხელსაწყოთა ზოლის მარჯვენა მხარეს, გახსენით დახმარება და აირჩიეთ Firefox შესახებ.მენიუს არედან გახსენით Firefox და აირჩიეთ Firefox შესახებ. გაიხსნება ფანჯარა „Mozilla Firefox შესახებ“„Firefox შესახებ“.
  2. Firefox ავტომატურად შეამოწმებს განახლებებს. თუ განახლება ხელმისაწვდომია, ჩამოიტვირთება.
    fx91AboutDownloadingUpdatefx70Linux-AboutFirefox-Downloadingfx71macOS-AboutFirefox-Downloading
  3. როდესაც ჩამოტვირთვა დასრულდება, დაწკაპეთ კვლავ გაუშვით Firefox.
    fx91AboutRestartUpdatefx70Linux-AboutFirefox-Restartfx71macOS-AboutFirefox-Restart
სიძნელეებს წააწყდით?

თუ Firefox-ის განახლებასთან დაკავშირებით ხარვეზებია, ჩამოტვირთეთ Firefox-ის დაყენების მეგზური, შემდეგ დახურეთ Firefox და გაუშვით დასაყენებლად.

თქვენი ყველა მონაცემი შენარჩუნდება.

გამართეთ, როგორ ჩადგას Firefox-მა განახლებები

  1. მენიუს ზოლზე ეკრანის ზემოთა არეში, დაწკაპეთ Firefox და აირჩიეთ პარამეტრები ან მახასიათებლები თქვენი macOS-ვერსიის შესაბამისად.დაწკაპეთ მენიუს ღილაკზე Fx89menuButton და აირჩიეთ პარამეტრები.
  2. მთავარი პარამეტრების არეში იხილეთ „Firefox-ის განახლებების“ განყოფილება.

დაგეხმარათ ეს სტატია?

გთხოვთ დაიცადოთ...

შესანიშნავი მოხალისეები, რომლებიც ამ სტატიის დაწერაში დაგვეხმარნენ:

Illustration of hands

მონაწილეობა

მიიღეთ და გაუზიარეთ გამოცდილება სხვებს. უპასუხეთ კითხვებს და გაამდიდრეთ ჩვენი ცოდნის წყარო.

ვრცლად