Firefox-ის კითხვის რეჟიმი გვერდებიდან ზედმეტობის მოსაცილებლად

კითხვის რეჟიმი წარმოადგენს Firefox-ის შესაძლებლობას, რომელიც აცილებს ზედმეტობებს, როგორებიცაა ღილაკები, რეკლამები, ფონური სურათები, ვიდეოები და საშუალებას გაძლევთ მოირგოთ იერსახე, ტექსტის მოხერხებულად წასაკითხად .

გვერდის ნახვა კითხვის რეჟიმში

  1. თუ გვერდი ხელმისაწვდომია კითხვის რეჟიმში, შესაბამისი ხატულა Reader view icon - inactive გამოჩნდება მისამართების ველში.

Fx78URLbar-ReaderViewIconURL bar with Reader view icon highlighted

  1. დაწკაპეთ კითხვის რეჟიმის ხატულაზე Reader view icon - inactive; როცა ლურჯია Reader view icon - active ნიშნავს, რომ უკვე მოქმედია.
მითითება: თუ გვერდი ხელმისაწვდომია კითხვის რეჟიმში, მასთან წვდომა შეგიძლია მენიუს ზოლიდანაც თუ მენიუს ზოლის ჩვენება ჩართულია, ხედზე (view) დაწკაპებით და შემდეგ კითხვის რეჟიმზე გადასვლით (Enter Reader View). სანაცვლოდ, შეგიძლიათ დააჭიროთ ღილაკებს Ctrl + Alt + Rღილაკს F9ღილაკებს command + option + R კითხვის რეჟიმის გადასართავად.

კითხვის რეჟიმის პარამეტრების შეცვლა

პარამეტრები გამოჩნდება წასაკითხი ტექსტის მარცხენა მხარეს:

Reader view settings

კითხვის რეჟიმის პარამეტრებია:

Fx84RV-exit : კითხვის რეჟიმის დახურვა.
Fx84RV-font : განლაგების მორგება (ტექსტის შრიფტის, ზომის, სიგანისა და ხაზების დაშორების) და იერსახის შერჩევა (ნათელი, მოყავისფრო, მუქი) საკითხავ გვერდზე.

Fx84RV-listen : ტექსტის ხმოვანი წაკითხვა Firefox-ში.

ეს ღილაკი გამოჩნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ Windows/Mac/Linux სისტემაში დაყენებული გაქვთ ტექსტის წარმოთქმის კრებული იმ ენისთვის, რომლითაც სტატიაა დაწერილი.
ქართული ტექსტის წამკითხველი ნაგულისხმევად აყენია Linux-ის სისტემებზე.
Fx84RV-pocket : შენახვა Pocket-ში.
Firefox Android-ზე: წაკითხვის რეჟიმით სარგებლობა შეგიძლიათ Firefox-ის Android-ვერსიაზეც! იხილეთ სტატია როგორ გამოვიყენო კითხვის რეჟიმი Firefox Android-ზე.

დაგეხმარათ ეს სტატია?

გთხოვთ დაიცადოთ...

შესანიშნავი მოხალისეები, რომლებიც ამ სტატიის დაწერაში დაგვეხმარნენ:

Illustration of hands

მონაწილეობა

მიიღეთ და გაუზიარეთ გამოცდილება სხვებს. უპასუხეთ კითხვებს და გაამდიდრეთ ჩვენი ცოდნის წყარო.

ვრცლად