გვერდის მონაცემების (Page Info) ფანჯარა Firefox-ში გაწვდით დაწვრილებით ინფორმაციას მონახულებული გვერდის შესახებ, მათ შორის, უსაფრთხოების მდგომარეობის, მედიაფაილებისა და საიტის შესაბამისი ნებართვების თაობაზე. ამასთანავე, საშუალებას გაძლევთ შეცვალოთ გარკვეული ნებართვები, თუნდაც ვიდეოს თვითგაშვების ან კამერასთან წვდომის.
ასევე, გვერდის მონაცემების გახსნა შეგიძლიათ შემდეგნაირად:
მოცემული სტატია დაგეხმარებათ:
- გაეცნოთ გვერდის მონაცემების ფანჯრის თითოეულ განყოფილებას, თუ რა შინაარსი აქვს
- შეცვალოთ ნებართვები გახსნილი საიტისთვის
- გაარკვიოთ, თუ რას მიიჩნევს Firefox „უსაფრთხოდ“
- გაიგოთ, რა შეიძლება ჩაანაცვლდეს და რა – არა.
სარჩევი
გვერდის მონაცემების ფანჯრის გახსნა
მონაცემების ფანჯრის გახსნა შემდეგი გზებითაა შესაძლებელი:
- დაწკაპეთ საკეტის ნიშანს
მისამართების ველის მარცხენა მხარეს.
- დაწკაპეთ ისარს საიტის მონაცემების ამომხტარ არეში.
- დააჭირეთ ღილაკს .
დამატებითი გზები:
- თუ მენიუს ზოლი ჩართულია,მენიუს ზოლში დაწკაპეთ (Tools) და აირჩიეთ (Page Info) ჩამოშლილ არეში.
- გამოიყენეთ კლავიატურის მალსახმობი Ctrl + ICommand + I.
რისი შეცვლა ვერ ხერხდება გვერდის მონაცემებიდან
გვერდის მონაცემების ფანჯარა საშუალებას იძლევა, პირდაპირ შეიცვალოს გარკვეული ნებართვები (იხილეთ ნებართვების განყოფილება ქვემოთ). დანარჩენი ნებართვების ცვლილება კი შესაძლებელია Firefox-ის პარამეტრებიდან ან შეზღუდულია უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე.
| პარამეტრი | შეიძლება შეცვლა? | შენიშვნა |
| თვითგაშვება | ✅ დიახ | ხმის შეზღუდვა, ყველაფრის შეზღუდვა ან ნების დართვა |
| კამერასთან/მიკროფონთან წვდომა | ✅ დიახ | ნების დართვა, აკრძალვა ან შეკითხვა ყოველ ჯერზე |
| ამომხტომი ფანჯრები | ✅ დიახ | ამომხტომების ნებართვების მართვა |
| ფუნთუშების გასუფთავება ან მართვა | ❌ არა | იხილეთ Firefox-ის პარამეტრები გასუფთავება/მართვისთვის |
| სერტიფიკატის შეცდომები/უსაფრთხოება | ❌ არა | ამის გვერდის ავლა შეუძლებელია მონაცემების ფანჯრიდან |
არეები გვერდის მონაცემთა ფანჯარაში
ზოგადი
გაწვდით ძირითად ინფორმაციას:
- სათაური (Title): მიუთითებს გვერდის დასახელებას ჩანართში.
- მისამართი (Address): აჩვენებს გვერდის URL-ბმულს.
- სახეობა (Type): მიუთითებს, რა სახისაა მასალა (მაგალითად
text/html). - ასახვის რეჟიმი (Render Mode): მიუთითებს, Firefox გავრცელებული სახით აჩვენებს გვერდს, თუ შეუსაბამო ან მოძველებულ რეჟიმში.
- ტექსტის კოდირება (Text Encoding): აჩვენებს, თუ როგორაა დაშიფრული ნაწერი გვერდზე.
- მოცულობა (Size): მიუთითებს გვერდის ზომას კილობაიტებსა და ბაიტებში.
- ბოლო ცვლილება (Modified): აჩვენებს გვერდის შეცვლის ბოლო თარიღს.

ფაილები
ყველა სურათი, ფონი თუ სხვა მასალა, რომლებიც გვერდთან ერთად ჩაიტვირთა. დაწკაპებით შეგიძლიათ:
- იხილოთ სახეობა, მოცულობა და ზომები.
- შეათვალიეროთ სურათები
- შეინახოთ ცალკეული მათგანი მოწყობილობაზე.
}
ნებართვები
აქედან შეგიძლიათ გასცეთ ან შეზღუდოთ ნებართვები, მათ შორის:
- წვდომა კამერასთან ან მიკროფონთან
- წვდომა MIDI-მოწყობილობებთან
- წვდომა წარმოსახვითი სინამდვილის (VR) მოწყობილობებთან
- წვდომა თქვენს მდებარეობასთან
- დამატებების დაყენება
- ხმამაღლამოლაპარაკის მითითება
- ფუნთუშების დაყენება
- ეკრანის გაზიარება
- მონაცემების მუდმივ მეხსიერებაზე შენახვა
- ამ ჩანართზე გადმოსვლა
- ამომხტომი ფანჯრების გახსნა
- შეტყობინებების გამოგზავნა
- ფაილების თვითგაშვება
- კლავიატურის მალსახმობების ჩანაცვლება
- მუდმივი მეხსიერების გამოყენება
}
ნებართვების ჩასანაცვლებლად:
- მოხსენით მონიშვნა ნაგულისხმევის მითითებას (Use Default).
- აირჩიეთ ნებართვა, აკრძალვა ან კითხვა ყოველ ჯერზე.
უსაფრთხოება
საიტის ნამდვილობა
- ვებსაიტი (Website) – აჩვენებს გვერდის მისამართების ჯგუფს.
- მფლობელი (Owner) – აჩვენებს საიტის მფლობელს, თუ გვერდის ნამდვილობა დამოწმებულია.
- დამმოწმებელი (Verified by) – აჩვენებს გამომცემელს საიტის ნამდვილობის სერტიფიკატისა.
- შეგიძლიათ დააწკაპოთ (View Certificate), რომ გაეცნოთ საიტის სერტიფიკატს.

რატომ შეიძლება Firefox წერდეს, რომ საიტი „არაა დაცული“: Firefox ამოწმებს, იყენებს თუ არა ვებსაიტი HTTPS-დაშიფვრას მართებული სერტიფიკატით. სანდოდ რომც მიგაჩნდეთ საიტი, Firefox მაინც საჭიროებს ტექნიკურ დადასტურებას, რომ დაშიფვრა მუშაობს. მაგალითად, საიტი ვადაგასული ან თვითდამოწმებული სერტიფიკატებით წარმოშობს ამგვარ გაფრთხილებებს.
პირადულობა და ისტორია
- ამ საიტზე უკვე ნამყოფი ვარ? (Have I visited this website before today?): მიუთითებს, უკვე ნამყოფია თუ არა მომხმარებელი ამ მისამართების ჯგუფის საიტზე. თუ უმართებულოა, შეიძლება ისტორიის გასუფთავების ან პირადი თვალიერების გამოყენების შედეგი იყო.
- ინახავს ეს საიტი ჩემს კომპიუტერში მონაცემებს? (Is this website storing information on my computer?): მიუთითებს, გამოიყენება თუ არა ფუნთუშები და მეხსიერების საცავი. შეგიძლიათ დააწკაპოთ (Clear Cookies and Site Data) მოცემული მისამართის საიტებისთვის.
- ამ საიტისთვის პაროლები შენახული მაქვს? (Have I saved any passwords for this website?): აჩვენებს, იმახსოვრებს თუ არა Firefox ანგარიშის მონაცემებს ამ საიტისთვის. შეგიძლიათ დააწკაპოთ (View Saved Passwords) პაროლის მმართველის გასახსნელად.