ციფრული უფლებების მართვა — Digital Rights Management (DRM) — არის ტექნოლოგია, რომელიც აძლევს საშუალებას, ინტერნეტში ვიდეო ან ხმოვანი მომსახურებების მომწოდებლებს, უზრუნველყონ მოწოდებული მასალის თავიანთი პირობების შესაბამისად გამოყენება. იგი ზღუდავს გარკვეულ მოქმედებებს ბრაუზერში. ბევრი მომსახურება გადადის HTML5-ვიდეოზე, რომელიც საჭიროებს განსხვავებული სახის DRM-მექანიზმს, სახელწოდებით „შიგთავსის გაშიფვრის მოდული“ — Content Decryption Module (CDM).
სარჩევი
DRM-დაქვემდებარებული მასალის გაშვება Firefox-ში
კომპიუტერის Firefox-ზე მხარდაჭერილია Google Widevine CDM, რომ გაეშვას DRM-დაქვემდებარებული მასალა. Firefox-ში ჩამოიტვირთება და ჩაირთვება Google Widevine CDM ნაგულისხმევად, მისი მეშვეობით კი მომხმარებლები დაუბრკოლებლად ისარგებლებენ საიტებით, რომლებშიც გამოიყენება DRM. Firefox-ში ჩამოიტვირთება და ჩაირთვება Google Widevine CDM საჭიროებისამებრ, მომხმარებლის ნებართვით, მისი მეშვეობით კი დაუბრკოლებლად იქნება შესაძლებელი სარგებლობა საიტებით, რომლებშიც გამოიყენება DRM. CDM ეშვება განცალკევებულ სათავსში გამიჯნულად, შეიტყობთ, როდესაც CDM იქნება გამოყენებული.
აგრეთვე, შეგიძლიათ გათიშოთ CDM და უარი თქვათ მომავალ განახლებებზე, ქვემოთ მოცემული ნაბიჯებით. თუ გაითიშება CDM, შესაბამისად საიტები, რომლებიც ამ სახის DRM-ს იყენებს, სათანადოდ ვერ იმუშავებს.
როგორ ითიშება Google Widevine CDM ამოშლის გარეშე
Google Widevine შეიძლება გაითიშოს დამატებების მმართველიდან, შედეგად ვეღარ გაეშვება კომპიუტერში და მომავალი განახლებებიც ვეღარ ჩამოიტვირთება. CDM-მოდულის გასათიშად:
- დაწკაპეთ მენიუს ღილაკზე
, შემდეგ დაწკაპეთ და აირჩიეთ .
- დამატებების სამართავ მოდულების განყოფილებაში, მონახეთ Widevine Content Decryption Module provided by Google Inc. და დაწკაპეთ სამწერტილის ნიშანზე, შემდეგ კი აირჩიეთ
შესაძლოა გადააწყდეთ საიტებს, სადაც შიგთავსი არ გაეშვება, თუ Google Widevine არ იქნება ჩართული. ნებისმიერ დროს შეძლებთ ჩართოთ Google Widevine ხელახლა, თუ იმავე მენიუდან აირჩევთ
(Always Activate) მოდულისთვის Widevine Content Decryption Module provided by Google Inc.უარის თქმა, რომ გაეშვას CDM, ამასთანავე, ამოიშალოს ყველანაირი CDM და შეწყდეს მათი ჩამოტვირთვა
გაქვთ საშუალება, საერთოდ უარი თქვათ და არ გაეშვას HTML5 DRM. შედეგად Firefox წაშლის და ყველა ჩამოტვირთული CDM მოსცილდება თქვენი მყარი დისკიდან, შეწყდება ყველა მომავალი CDM-ჩამოტვირთვა და გაითიშება DRM. ეს მხოლოდ იმოქმედებს DRM-დაქვემდებარებულ HTML5-სახის ვიდეოსა და ხმოვან მასალაზე. თუ გსურთ გათიშოთ HTML5 DRM სრულად, მიჰყევით შემდეგ ნაბიჯებს:
- მენიუს ზოლზე ეკრანის ზემოთა არეში, დაწკაპეთ და აირჩიეთ ან თქვენი macOS-ვერსიის შესაბამისად.დაწკაპეთ მენიუს ღილაკზე
და აირჩიეთ .
- მენიუს (General) არეში, მონახეთ განყოფილება ციფრული უფლებების მართვის (DRM) შიგთავსი (Digital Rights Management Content).
- მოაცილეთ მონიშვნა DRM-დაქვემდებარებული მასალის გაშვებას (Play DRM-controlled content).
შესაძლოა გადააწყდეთ საიტებს, სადაც შიგთავსი არ გაეშვება, თუ DRM არ იქნება ჩართული. ნებისმიერ დროს შეძლებთ ჩართოთ DRM ხელახლა, ამისთვის გახსენით Firefox-ის პარამეტრებიპარამეტრები არე და განყოფილებაში ციფრული უფლებების მართვის (DRM) შიგთავსი, კვლავ მონიშნეთ DRM-დაქვემდებარებული მასალის გაშვება. ამ მონიშვნის შედეგად, HTML5 DRM ისევ გაეშვება და Google Widevine CDM ჩამოიტვირთება ავტომატურად.
მხარდაჭერილი სისტემები
Google Widevine
- Windows Vista და ზემოთ
- Mac OS X 10.11 და ზემოთ
- x64 Linux
უარის თქმის აღნიშნული შესაძლებლობა ყველა სისტემაზეა მხარდაჭერილი, რომელზეც Firefox იყენებს DRM-ს.
ხარვეზების მოგვარება
თუ DRM-მასალის გაშვებას ვერ ახერხებს Firefox, ჯერ გადაამოწმეთ, ჩართულია თუ არა DRM:
- მენიუს ზოლზე ეკრანის ზემოთა არეში, დაწკაპეთ და აირჩიეთ ან თქვენი macOS-ვერსიის შესაბამისად.დაწკაპეთ მენიუს ღილაკზე
და აირჩიეთ .
- მენიუს არეში, მონახეთ ციფრული უფლებების მართვის შიგთავსი (Digital Rights Management (DRM) Content).
- გადაამოწმეთ, მონიშნულია თუ არა უჯრა DRM-დაქვემდებარებული შიგთავსის გაშვება (Play DRM-controlled content).
აგრეთვე გადაამოწმეთ, ამოქმედებული არის თუ არა მოდული Google Widevine:
- დაწკაპეთ მენიუს ღილაკზე
, შემდეგ დაწკაპეთ და აირჩიეთ .
- დამატებების მმართველში მონახეთ მოდულების არე, დაწკაპეთ 3-წერტილიან მენიუს, რომელიც ახლავს მოდულს Widevine Content Decryption Module provided by Google Inc.
- დარწმუნდით, რომ მითითებულია ჩამოსაშლელ მენიუში.
თუ დარწმუნდით, რომ ყველა პარამეტრი გამართულია და DRM-მასალა მაინც არ ეშვება, სცადეთ შემდეგი გადაწყვეტები:
DRM-მასალის გამორთვა და კვლავ ჩართვა
მიჰყევით მითითებებს ზემოთ და მოაცილეთ მონიშვნა უჯრას DRM-დაქვემდებარებული შიგთავსის გაშვება, რომელსაც იპოვით ციფრული უფლებების მართვის (DRM) შიგთავსის არეში Firefox-პარამეტრებში, შემდეგ კი დააბრუნეთ მონიშვნა. ამის შედეგად Firefox ახლიდან ჩატვირთავს DRM-შემადგენლებს.
უნდა გაითიშოს Avast AntiTrack
Avast AntiTrack შემჩნეულია, რომ იწვევს გაუმართაობებს DRM-შიგთავსის გაშვებისას Firefox-ში. მიჰყევით ამ სტატიას, რომელსაც გთავაზობთ Avast, თუ როგორ უნდა გაითიშოს AntiTrack.
მომხმარებლის წარმდგენის ახლიდან დაყენება
მომხმარებლის წარმდგენის განულებამ და ახლიდან დაყენებამ ასევე შეიძლება მოაგვაროს ხარვეზი. როგორ უნდა შეიცვალოს მომხმარებლის წარმდგენი Firefox-ში.