წინა ჯერზე გახსნილი ჩანართების აღდგენა

გადამუშავებული ვერსიის მონაცემები
  • გადამუშავებული ვერსიის id: 276508
  • შექმნილი:
  • შემქმნელი: G12r
  • შენიშვნა: improve
  • განხილულია: დიახ
  • განხილულია:
  • მიმომხილველი: Georgianizator
  • დამოწმებულია? დიახ
  • ეს მიმდინარე ვერსიაა? არა
  • მზადაა გადასათარგმნად: არა
გადამუშავებული ვერსიის წყარო
გადამუშავებული ვერსიის შიგთავსი

შეამოწმეთ about:sessionrestore

თუ წინა ჯერზე გახსნილი ჩანართები და ფანჯრები დაგეკარგათ, უნდა ვიმედოვნოთ, რომ თავისით დაბრუნდება ხელახლა ჩართვისას, მაგრამ თუ ასე არ მოხდება, გახსენით about:sessionrestore მისამართების ველში ჩაწერით. გვერდი უნდა გამოიყურებოდეს შემდეგნაირად:

Fx97RestoreSessionsession1

თუ ეს გვერდი ცარიელია ან ღილაკი Restore Session (სეანსის აღდგენა) გათიშულია, განაგრძეთ კითხვა.

აღადგინეთ დამარქაფებული ფაილიდან

  1. გახსენით გაუმართაობის აღსადგენი მონაცემების გვერდი Firefox-ის მისამართების ველში about:support ბრძანების ჩაწერით.
  2. პროგრამის ძირითადი მონაცემების (Application Basics) განყოფილებაში, დაწკაპეთ ღილაკი Show in Finder (Finder-ით ჩვენება)Open Folder (საქაღალდის გახსნა)Open Directory (დირექტორიის გახსნა) პროფილის საქაღალდის (Profile Folder) გასწვრივ (ქვემოთა ნაჩვენებია macOS).
    Fx97aboutsupportOpenProfileFoldersession2
  3. გაიხსნება პროფილის საქაღალდე თავისი ფაილების ჩამონათვალით.
  4. ამ პროფილის საქაღალდეში (მაგალითად, xxxxxxxx.default-release), ცოტა ქვემოთ თუ ჩაუყვებით, იპოვით ქვესაქაღალდეს sessionstore-backups, რომელშიც დამარქაფებულია წინა სეანსები.
  5. შექმენით სადმე ამ sessionstore-backups საქაღალდის ასლი.
  6. დახურეთ Firefox. საზოგადოდ, სასურველია აირიდოთ ფაილებზე მოქმედებები (გადატანა, ასლის შექმნა, წაშლა), როცა Firefox გაშვებულია. ამ შემთხვევაში კი დამარქაფებული სეანსების საქაღალდე მეტად მნიშვნელოვანია და მალევეა საჭირო მისი ასლის შენახვა.
  7. გადაიტანეთ ფაილი sessionstore.jsonlz4 რამე სხვა ადგილას (მაგალითად სამუშაო ეკრანზე (desktop)). გადატანა წაშლის ნაცვლად უმჯობესია წინდახედულებისთვის.
    გაითვალისწინეთ: ეს ფაილი არ იარსებებს, როცა Firefox გაშვებულია.
  8. გადადით თქვენ მიერ გადანახულ sessionstore-backups საქაღალდეში.
  9. გაარჩიეთ ფაილები ჩასწორების თარიღის მიხედვით (სახელები შეგიძლიათ უგულებელყოთ, ყველა მათგანი გამოდგება აღდგენისთვის). თუ ბოლოს ჩასწორებული ზომაში მეტად მცირეა, შეიძლება ცარიელი იყოს და უმჯობესია, უფრო დიდი ზომის მქონე აარჩიოთ.
  10. აიღეთ ამ ფაილის ასლი და მოათავსეთ პროფილის მთავარ საქაღალდეში (ოღონდ არა თავდაპირველ ქვესაქაღალდეში sessionstore-backups, არამედ მის ზემოთ).
  11. გადაარქვით და დააწერეთ sessionstore.jsonlz4.
  12. გაუშვით Firefox. თუ მხოლოდ რომელიმე ერთი ფანჯარა აღდგა, Ctrl-N ღილაკებით დამატებით გახსენით ახალი ფანჯარა ან მენიუში მონახეთ ისტორია და ბოლოს დახურული ჩანართები.
გაფრთხილება: დარწმუნდით, რომ ფაილების მნახველ პროგრამებში არაა დამალული ცნობილი სახეობის გაფართოებები (როგორიცაა .js ან .jsonlz4), რომ სწორად მოახერხოთ სახელის შეცვლა და გადარქმევა.

შეჯამება

თუ მიიჩნევთ, რომ მიდრეკილი ხართ მონახულებული გვერდების დაკარგვისკენ – განსაკუთრებით ბევრი გახსნილი ჩანართის შემთხვევაში – ან მხოლოდ თავის დაზღვევა გსურთ, რჩეული გაფართოება Tabs Session Manager დაგეხმარებათ სეანსების უსაფრთხოდ შენახვაში.


მასალის წყაროა როგორ აღვადგინოთ მონახულებული გვერდები მარქაფიდან (reddit.com/r/firefox)