წინა ჯერზე გახსნილი ჩანართების აღდგენა
გადამუშავებული ვერსიის მონაცემები
- გადამუშავებული ვერსიის id: 276507
- შექმნილი:
- შემქმნელი: G12r
- შენიშვნა: translation
- განხილულია: დიახ
- განხილულია:
- მიმომხილველი: Georgianizator
- დამოწმებულია? დიახ
- ეს მიმდინარე ვერსიაა? არა
- მზადაა გადასათარგმნად: არა
გადამუშავებული ვერსიის წყარო
გადამუშავებული ვერსიის შიგთავსი
შეამოწმეთ about:sessionrestore
თუ წინა ჯერზე გახსნილი ჩანართები და ფანჯრები დაგეკარგათ, უნდა ვიმედოვნოთ, რომ თავისით დაბრუნდება ხელახლა ჩართვისას, მაგრამ თუ ასე არ მოხდება, გახსენით about:sessionrestore მისამართების ველში ჩაწერით. გვერდი უნდა გამოიყურებოდეს შემდეგნაირად:
თუ ეს გვერდი ცარიელია ან ღილაკი
(სეანსის აღდგენა) გათიშულია, განაგრძეთ კითხვა.აღადგინეთ დამარქაფებული ფაილიდან
- გახსენით გაუმართაობის აღსადგენი მონაცემების გვერდი Firefox-ის მისამართების ველში about:support ბრძანების ჩაწერით.
- პროგრამის ძირითადი მონაცემების (Application Basics) განყოფილებაში, დაწკაპეთ ღილაკი (Finder-ით ჩვენება) (საქაღალდის გახსნა) (დირექტორიის გახსნა)პროფილის საქაღალდის (Profile Folder) გასწვრივ (ქვემოთ გამოაჩენს macOS).
- გაიხსნება პროფილის საქაღალდე თავისი ფაილების ჩამონათვალით.
- ამ პროფილის საქაღალდეში (მაგალითად, xxxxxxxx.default-release), ცოტა ქვემოთ თუ ჩაუყვებით, იპოვით ქვესაქაღალდეს sessionstore-backups, რომელშიც დამარქაფებულია წინა სეანსები.
- შექმენით სადმე ამ sessionstore-backups საქაღალდის ასლი.
- დახურეთ Firefox. საზოგადოდ, სასურველია აირიდოთ ფაილებზე მოქმედებები (გადატანა, ასლის შექმნა, წაშლა), როცა Firefox გაშვებულია. ამ შემთხვევაში კი დამარქაფებული სეანსების საქაღალდე მეტად მნიშვნელოვანია და მალევეა საჭირო მისი ასლის შენახვა.
- გადაიტანეთ ფაილი sessionstore.jsonlz4 რამე სხვა ადგილას (მაგალითად სამუშაო ეკრანზე (desktop)). გადატანა წაშლის ნაცვლად უმჯობესია წინდახედულებისთვის.
- გაითვალისწინეთ: ეს ფაილი არ იარსებებს, როცა Firefox გაშვებულია.
- გადადით თქვენ მიერ გადანახულ sessionstore-backups საქაღალდეში.
- გაარჩიეთ ფაილები ჩასწორების თარიღის მიხედვით (სახელები შეგიძლიათ უგულებელყოთ, ყველა მათგანი გამოდგება აღდგენისთვის). თუ ბოლოს ჩასწორებული ზომაში მეტად მცირეა, შეიძლება ცარიელი იყოს და უმჯობესია, უფრო დიდი ზომის მქონე აარჩიოთ.
- აიღეთ ამ ფაილის ასლი და მოათავსეთ პროფილის მთავარ საქაღალდეში (ოღონდ არა თავდაპირველ ქვესაქაღალდეში sessionstore-backups, არამედ მის ზემოთ).
- გადაარქვით და დააწერეთ sessionstore.jsonlz4.
- გაუშვით Firefox. თუ მხოლოდ რომელიმე ერთი ფანჯარა აღდგა, Ctrl-N ღილაკებით დამატებით გახსენით ახალი ფანჯარა ან მენიუში მონახეთ ისტორია და ბოლოს დახურული ჩანართები.
გაფრთხილება: დარწმუნდით, რომ ფაილების მნახველ პროგრამებში არაა დამალული ცნობილი სახეობის გაფართოებები (როგორიცაა .js ან .jsonlz4), რომ სწორად მოახერხოთ სახელის შეცვლა და გადარქმევა.
შეჯამება
თუ მიიჩნევთ, რომ მიდრეკილი ხართ მონახულებული გვერდების დაკარგვისკენ – განსაკუთრებით ბევრი გახსნილი ჩანართის შემთხვევაში – ან მხოლოდ თავის დაზღვევა გსურთ, რჩეული გაფართოება Tabs Session Manager დაგეხმარებათ სეანსების უსაფრთხოდ შენახვაში.
მასალის წყაროა როგორ აღვადგინოთ მონახულებული გვერდები მარქაფიდან (reddit.com/r/firefox)